4-რაქენი გუდუნა ეს?!

438 46 21
                                    

-ვწუხვარ, მაგრამ თქვენი განქორწინება შეუძლებელია- დანანებით თქვა მოსამართლემ
-რაიი-წამოვიყვირე შეშფოთებულმა. ხნიერმა კაცმაც ერთი ამოიოხრა და სიტუაციის ახსნას შეუდგა

...

შიშველ ხეებს შორის გაყვანილ, ხმელი ფოთლებით მოფენილ ბილიკს ხელებგადაჯვარედინებული მივუყვები. ქამრით მჭიდროდ შეკრულ პალტოს სხეულზე კიდევ უფრო ძლიერ ვიკრავ და თავჩახრილი მივაბიჯებ. გარშემო ზამთრის სევდიანი სიჩუმე სუფევს, რომელსაც იშვიათად თუ დაარღვევდა ჯგუფებად შეკრულ ახალგაზრდთა საზოგადოება. მალევე ცენტრალურ ქუჩასაც მივუახლოვდი. აქ კი უკვე შეხვდებოდით გამვლელ მანქანებს, სევდიან, მოკუნტულ, გაყინულ ხანდაზმულებს, პოლიეთილენის პარკებით ხელებდამშვენებულ მამაკაცებსა და უბრალო, ლაღ გამვლელებს. მიუხედავად ამისა ქალაქი მაინც ცარიელი იყო. ჯერ ხომ იანვარია, ახალი წელი ახალი გადავლილია და სანატრელი შვებულებითა და არდადეგებით ნასიამოვნები ხალხი სახლში თბილად შეყუჟულა. ავტობუსის გაჩერებაზე ტაბლოს მივშტერებივარ. 42-ბარათაშვილის ქუჩა-17წუთი. ამ ყინვაში 17წუთი როგორ ვიდგე, როდესაც ისიც არ ვიცი დროულად მოვა თუ არა? ყველაფერს თავი დავანებე და მეტროში ჩასულმა ცარიელ ვაგონებთან ერთად გავლიე გზის დარჩენილი ნაწილი. რამდენიმე ასეული მეტრიც გავიარე და კორპუსის კიბეები სწრაფი ნაბიჯით ავირბინე.

სახლში შესულმა ღრმად ამოვიოხრე, პალტო გავიხადე და თმაში ხელების ფათურით შევედი მისაღებში. დივანზე გემრიელად გავიშხლართე და როდესაც მივხვდი რომ უნდა გამომეცვალა ადგომის სურვილი გამიქრა. ასე ღიმილნარევი ვიწექი კარგახანს მანამ, სანამ კარზე საშინელი ბრახუნი არ ატეხეს. ამოვიხვნეშე, თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და გამწარებული ელვისებური სისწრაფით მივედი კარამდე. გავაღე და აჰა! ამას რა, მართლა ვეღარ მოვიშორებ? სახეზე ღიმილგამოსახულ მწვანეთვალებას მკაცრი გამომეტყველებით წარბაწეული მივშტერებივარ. აუ როგორ ვერ ვიტან ასეთ ხალხს

-აამ...მოდი ჯერ შიგნით შემოვალ- თქვა და ორი ნაბიჯი გადმოდგა რომ ჩემთვის გვერდი აევლო და შიგნით შესულიყო. მოახერხა კიდეც, მაგრამ ოდნავ გამცდა თუარა ისე რომ არც მიმიხედავს ჩეჩოში ხელი წავავლე და პატარა ლეკვივით ისევ გარეთ გამოვაგდე. არაა, ვიტყუები, ცხოველს გარეთ არასოდეს გავაგდებ. ჰარიმ გაოცებულმა შემომხედა მას შემდეგ, რაც თავი სადარბაზოს კედელს მისცხო

-შენ საერთოდ ნორმალური ხარ? - იღრიალა და ტკივილისგან სახე დამანჭა
-შემოდი-თვალების ტრიალით ვუთხარი. ჰარი ცოტახანს მაკვირდებოდა შემდეგ კი ნელი ნაბიჯით დაიწყო მოახლოება. ერთი ამოვიხვნეშე და ამჯერად უკვე შიგნით შესაგდებად ვკარი ხელი. წაბორძიკებულმა ძლივს დაატორმუზა რომ ახლა საძინელის კედლისთვის ამჯერად შუბლი არ მიერტყა. თავი გავაქნიე და შიგნით შევუძეხი. გაკვირვებული ათვალიერებდა აქეთ-იქით დაყრილ ფეხსაცმელს, ზედებსა და უაზრო ნივთებს

-აბა გისმენ-ვუთხარი და ფეხსაცმლის გახდა დავიწყე. ღმერთო, ჯერ კიდევ არ გამომიცვლია
-ამმ, რასაკეთებ?
-დროის კარგვა არ მიყვარს, ამიტომ თან მოგისმენ თან გამოვიცვლი-თვალებგაფართოებული ცოტა ხნით გაშტერებული იჯდა. მანამდე მე ავდექი და ცალ ფეხზე დამდგარმა მეორეზე ჩექმის გახდა დავიწყე, თან დავხტუნავდი რომ არ წავქცეულიყავი
-დაჯექი რას იტანჯები?!
-იყოს, ასე უფრო ექსტრემალურია

-კარგი, მაშინ საქმეზე გადავიდეთ... მოკლედ, როგორც ჩანს გუშინ ბინა გავაჩუქე-თქვა თუარა ფეხი ამიცურდა და ძირს მწარედ დავეცი...

სოუ?

ქორწინება როგორც ასეთი... (შეწყვეტილია ჩემს ვამპირად გადაქცევამდე) Where stories live. Discover now