Part 2

114 14 7
                                    

დეიდა მეის გამოსამშვიდობებელი კოცნა დავუტოვე , შემდეგ კი ბიჭებს შევყევი მათ შავ ფურგონში. 

- მეგონა , შენ თქვი , რომ სკოლა გქონდა? მაშინვე მკითხა ნაილმა , როდდესაც მასთან და ჰარისთან დავჯექი. ეს ნამდვილად ოცნებაა. 

- ჰმმ... მე .. ეე... როგორ ვთქვა ... გავაცდინე? ნერვიულად ვთქვი , ბიჭებს ყბები  ჩამოუვარდათ.

- უუუუ! ჩვენ ცუდი გოგონა გვყავს მანქანაში! თქვა ლუიმ

- შენთვის არაფერს ნიშნავს ფრაზა „სკოლაში წადი„? ჰარიმ სასაცილო ტონით წარმოთქვა. - როგორც ჩანს არა. 

მხრები ავიჩეჩე , დავიღალე ყველაფრისგან რასაც სკოლაში მეუბნებოდნენ . 

- რომელ სკოლაში სწავლობ? მკითხა ლიამმა.

- ვეზერბის აკადემიაში. სკოლა ყმაწვილებისათვის . ბოლო ნაწილი უფრო წვრილი ხმით წარმოვთქვი. ბიჭებს გაეცინათ.

- ეი , ეგ სკოლა ხომ ტონგის სკოლასთან ახლოსაა? მკითხა თვალებგაბრწყინებულმა ზეინმა. თავი დავუქნიე და პატარაზე გავუღიმე . შემდეგ გამახსენდა.

- შენ დადიოდი ტონგის სკოლაში ხომ? მან თავი დამიქნია და ფერმკრთალად გამიღიმა. გადავწყვიტე ცოტა პირადული კითხვა დამესვა.

- ბიჭებო , ოდესმე გიოცნებიათ რომ ცნობილები არ ყოფილიყავით? მე ვგულისხმობ ჩემს ბლოგზე არ ავტვირთავ თუ ცუდი პასუხი იქნება.  ცოტათი ტუჩი მოვიკვნიტე. შეიძლება არ იყო შესაფერისი დრო ამ კითხვისთვის. მათ მხოლო ახლა შევხვდი. მე და ნაილი ვლაპარაკობდით ორი თვის განმავლობაში , ეგეც მხოლოდ მესიჯებით. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს სანამ პასუხს გასცემდნენ. გეგონებდათ თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს საუბარი დაიწყეს.

- ჩვენ მხოლოდ გვინდა ვაკეთებდეთ ჩვეულებრივ რაღაცებს , როგორც მოლში წასვლაა ისე რომ ათასი გოგონა თავს არ დაგვესიოს. თქვა ლიამმა.

-  ნანდოსში წასვლა იმის დანახვის გარეშე , რომ უკვე უამრავი გოგონაა იქ და გველოდება. თქვა ნაილმა.

lucky meWhere stories live. Discover now