2-შენ ვაfშე ვინ ხარ?

637 50 15
                                    

*სანამ კითხვას დაიწყებდეთ სამაჩაბლო ოსეთთან ერთად დაიკარგა 2008წლის აგვისტოს ომში

*ბოლოში უეჭველი წაიკითხეთ ჩათი მინდა შევქმნა

...

იანვრის მიწურულს, როდესაც ყინვასა და სიცივეს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა თბილისის შიშველი, პირქუში ქუჩები, დილის რვის ნახევარზე აპარტამენტში მაღვიძარის ძალიან ძლიერი, გამაყრუებელი ხმა გაისმა და ორი სხეული ერთდროეულად გადავარდა საწოლიდან ცივ, ლამინატდაგებულ იატაკზე.

...

*ნიტა

ვგრძნობ რომ რაღაც ცივზე დავეცი. ჯანდაბა! მეხუმრებით? ისედაც იანვარია, მე კი ნახევრად შიშველი გაყინულ მეტლახზე ვგდივარ! ღმერთო, როგორ მიყვარს ეს დაწყევლილი ზამთარი!
სანამ მე ამ ფიქრებში ვიყავი მოულოდნელად საშინელი ღრიალის ხმა გავიგე. თვალები გადავატრიალე

-რაუნდა საძინებელში მეტლახს?! - ძილბულანში მყოფმა ჩემთვის საწყლად ამოვიგმინე
-მეტლახი არაა, ლამინატია-გავიგე ვიღაცის ბურტყუნი-ჯანდაბა მტკივნეულია! - კიდევ ერთხელ წამოიყვირა
-ნუ ღრიალებ! - ვიყვირე ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა და ხმის მიმართულებით რაღაც ვისროლე. ხმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე ხის ოთხკუთხედი ნაკეთობა იყო, არცისე მსუბუქი
-ჯანდაბა! - იღრიალა უცნობმა ტკივილისგან
-ჯანდაბა! ხომ გითხარი ნუ ღრიალებთქო, შენი დედაც! - ვიყვირე, ამჯერად ფეხზე წამოვხტი, საწოლს მოვუარე და უცნობს მუცელში წიხლი ჩავარტყი. ერთიც ამოიგმინა და ძლივსძლივობით წამოდგა. გამიკვირდა ასე ადვილად რომ მოითმინა
-გოგო შენ დებილი ხაარ?! და საერთოდაც! რა ხარ ასეთი ქაჯი?! - თან დამანჭული სახით ხმადაბლა კვნესოდა
-პასუხი თავად თქვი-თვალი ღიმილით ჩავუკარი და საწოლზე თვალდახუჭული გავწექი. გავიგე უკმაყოფილო, დაბალი ტონით როგორ ჩაიბურტყუნა ,,ქაჯიო'', თან უკუღმა ამოტრიალებულ მაისურს ასწორებდა და კაცებისთვის დამახასიათებელი თანმიმდევრობით ჯერ ხელები, შემდეგ კი თავი გაყო შიგ
-აჰმ, კარგია დილის ვარჯიში-ბედნიერი ღიმილით გავიზმორე.

ქორწინება როგორც ასეთი... (შეწყვეტილია ჩემს ვამპირად გადაქცევამდე) Where stories live. Discover now