მკვლელობა

123 11 3
                                    

და აი სეტი მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს,ადგილს სადაც ვიღაც ადამიანის ბედი იწერება.
სეტი კარზე აკაკუნებს და მალევე მას მამაკაცი უღებს კარს როგორც მოელოდა
სეტი-გამარჯობათ,მე დეტექტივი სეტი გახლავართ თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენის ნებართვით
კაცი-დიახ რათქმაუნდა მობრძანდით
სეტი-სახლში მარტო ცხოვრობთ?
კაცი-არა. მეუღლე და შვილები მყავს
სეტი-ახლა სად არიან?
კაცი- დედაჩემმა წაიყვანა თავისთან

სეტმა იცოდა რომ კაცი იტყუებოდა,რადგან მან თავიდანვე შეამჩნია საკუჭნაოდან გამომავალი სინათლე რომელიც ოდნავ ბჟუტავდა, ღამე ადვილი დასანახი იყო ნავარჯიშები თვალისთვის

სეტი-გასაგებია მაშინ მე დაგტოვებთ და აღარ შეგაწუხებთ გვიანია
კაცი-დიახ გაგაცილებთ
სეტი-რათქმაუნდა

მივიდნენ თუარა კარებამდე სეტმა კარფენტანილით გაჟღენთილი ნაჭერი სახეზე მიაფარა და უხმოდ დააძინა.წაიყვანა შორს, უდაბურ ადგილას სადაც მათ ვერავინ მიაგნებდა და აი კაცმა გამოიღვიძა,ნეტავ არც გამოღვიძებოდა მას ხომ წინ საშინელი ტანჯვა ელოდა

სეტი-ვიღაცამ გაიღვიძა
კაცი-რა გინდა ჩემგან?
სეტი-შენი სიცოცხლე,უნდა გაზღვევინო ყველაფერი რაც ჩაიდინე
სეტი რკინის ნაჭერს გაზქურაზე აცხელებს,ეკლიან მავრთულებს ამზადებს და მოკაუჭებულ დანას მთელი ძალით ლესავს
კაცი-არა არა გთხოვ დამინდე,გთხოვ ასეთ რამეს არასდროს გავიმეორებ ოღონდ ახლა დამინდე გთხოვ
სეტი-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა ახლა ვერავინ გიშველის
სეტი ალესილი დანას კაცის სხეულზე ატარებს,ჯერ არ ჩქარობს კაცი წინააღმდეგობას უწევს მაგრამ უშედეგოდ ის მჭიდროდაა დაბმული და მან მოქმედება დაიწყო,დანა ჰორიზონტალურად გადაუსვა კაცის მკლავებს, ტკივილი გაორმაგებულიყო,რადგან დანა მოხრილი იყო და წვერი საშინლად რჩებოდა ხორცში,კაცის გამაყრუებელი ხმა ცას წვდებოდა,მას სიკვდილის მეტი არაფერი უნატრია,იცოდა რომ მხოლოდ დასაწყისი იყო ყოველივე და ნანობდა ყველაფერს რაც მის ოჯახს გაუკეთა,წამით იფიქრა რომ მას ღმერთი მოევლინა თავისი ცოდვებისთვის და ამ ლამაზი გოგოს სახით სჯიდა,მან ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია...სეტი აგრძელებს მისი კანის დაჩეხვას უკვე ფეხებიც დაუსერა მაგრამ არ ჩერდება წყურვილს ვერ იკლავს მასაც ახსენდება ბავშვობა, მორჩა პირველი ეტაპი,ახლა უფრო საშინელება ელოდა,სეტმა კაცი იატაკზე დააწვინა და მთელს სხეულზე მარილი დააყარა,ის მის ტკივილს აორმაგებდა, არა არ აორმაგებდა აასმაგებდა და კაცი ახლა აანალიზებდა თუ რამხელა ცოდვა იდო მის კისერზე,ეს ეტაპიც მორჩა ახლა სეტმა გახურებული რკინის ნაჭერი გადმოიღო და ჭრილობებზე ადებდა,კანს უწვავდა...სულს უწვავდა...ისე როგორც თავის დროზე სეტს უწვავდნენ სხეულს,ის კი არ ჩერდებოდა მან ეკლიანი მავთული მოამზადა და კაცი ემბრიონის პოზაში დააბა,ყველა ეკალი მას სულს უჭრიდა,სეტი კი ამის გაგრძელებას არ წყვეტდა, როგორც კი ეს ეტაპი დაამთავრა კაცს ნატვრა შეუსრულა და მოკლა,მოკლა მაგრამ საშინელი წამებით,ისეთი წამებით როგორის ღირსიც იყო,სეტი მსხვერპლს მისი ცოდვების სიმძიმის მიხედვით აწამებდა და ახლა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლეს მოუღო ბოლო. ის გარდაცვლილის სულისთვის ლოცულობდა რომ ცოდვები მიტევებოდა საიქიოში, მაგრამ თავისი შავი სულისთვის არასდროს ულოცია,მისი გათეთრება არასდროს მონდომებია,მისმა წარსულმა მასში მხოლოს შავი აურის დატოვება მოასწრო, ეს იყო და ეს..

ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორი იყო მისი წარსული,მოვა დრო და მოგიყვებით,მე ჯერ არ მეჩქარება.
მოგიყვებით, მოგიყვებით.........

მადლობა ყველას ვინც კითხულობთ,თუნდაც ერთი ადამიანი კითხულობდეს იმ ადამიანისთვისაც მიღირს ამის წერა, თქვენი თითოეული კომენტარი დიდ სტიმულს მაძლევს🖤🖤🖤ახალ თავს მალე დავამატებ

იდუმალი მკვლელი-ორმაგი თამაშიWhere stories live. Discover now