სიყვარული.
სიტყვა რომელიც ისეთი ემოციის შესახებ გვამცნობს,რომ თვით აფროდიტეც კი ვერ შეძლებდა, რომ ეთქვა, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში იგი.
შიში;ამპარტავნება;სიამაყე;ვნება
და სხვა მრავალი რამ რაც გვეხმარება, რომ ვიარსებოთ, ყველაფერი სიყვარულს უკავშირდება.სიყვარულია მათი შეუდრეკელი ფესვები,რომელსაც ზიანს საკუთარი თავიც კი ვერ მიაყენებს რაც არ უნდა სცადოს,რამდენადაც არ უნდა გაისარჯოს.
მიყვარხარო რომ თქვა, იმდენად დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ თავში,რომ შენ თავს აღარასოდეს მისცე ამ სიტყვის ხელახლა გამეორების უფლება.
სიყვარული.
გრძნობა,რომელიც გვაერთიანებს.გრძნობა,
რომელიც გვტანჯავს და გვაწამებს.სულიერებას დაუნდობლად გვინადგურებს.
თუმცა ეს ის ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მოგვწონს,გვიყვარს.
და მაინც,ხშირ შემთხვევაში ეს ის გრძნობაა,რომელიც ყველაზე მეტად გვენატრება.
