Chapter 18: Our little relationship

3.1K 322 53
                                    

ხელებზე ბეწვი მთლიანად მეშლება. მას თვალებში ვუყურებ, თითქოს პირველად ვხედავ. მაგრამ არაფერს ვაკეთებ, მთელი სხეულით ვდუნდები და დებილივით ვუყურებ.

-რა გინდა აქ?- გულუბყვილოდ ვკითხულობ.

-შენ აშკარად არ იცი მორჯულების ჩემეული ხერხები,-ტუჩებს ყურთან მიახლოვებს და ბოხი ხმით ჩურჩულებს. -თორემ არ ილაპარაკებდი კლასში ასე.

-ეს შენი ბრალია.-ვკვნესი მძიმედ და კედელზე ვაჯახებ. -გონება ამირიე. შენს გამო ვერ ვარკვევ ჩემს ორიენტაციას. და ახლა ისე მეჩურჩულები, მინდება გამოვცადო შენი ხერხები..-ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ტუჩებზე ვუყურებ, რომლებზეც ღიმილი ესახება. რამდენიმე წამში კი კედელზე აკრული მე ვრჩები.

-მე არ მინდა გატკინო.-ამბობს მკაცრად. -მაგრამ, ხედავ? მაიძულებ.

-შენ უკვე ორი წელია მტკენ, ჯონგუკ.

-დამიჯერე, ეს ტკივილი და ის ტკივილი, რასაც მე ახლა ვგულისხმობ, ძალიან განსხვავდება.-ყბის ზოლს კოცნებით ჩაუყვება, შემდეგ ყელზე ინაცვლებს და კანს წოვს. საშინლად მტკივა, მაგრამ მსიამოვნებს კიდეც. ჯანდაბა. ისედაც მთლიანი ყელი იისფერი მქონდა, ზუსტად ეს მაკლდა!

-მოიცადე..-ვიშორებ და ისე სწრაფად ვსუნთქავ, თითქოს ასი კილომეტრი ერთად მერბინოს.
-შენ გეი ხარ?-ვამბობ. გაკვირებული. ის ტუჩის კუთხეს პრეხს და ცალ წარბს სასაცილოდ წევს.

-იცი...-ამბობს ყოყმანით. - ცოტა არ იყოს, ეს დაგვიანებული კითხვაა. უკვე მერამდენედ გკოცნი?

-იქნებ მიპასუხო?-ვამბობ გაღიზიანებული. -ჩემამდეც ყოფილხარ ბიჭთან?

-თავიდანვე ეგ უნდა გეკითხა,-ხითხითებს. -ანასტასია ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია. ვერ ხვდება ხოლმე ვერაფერს.

-ესე იგი?-პირს ვაღებ. სწრაფად მფარავს წითელი ტუჩებით და ენას მისრიალებს. მეც ვდნები მის ხელებში სანთელივით.

-შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.-ამბობს სწრაფად. თვალებს ავტომატურად ვაღებ და ვშეშდები.

-რა თქვი?

-მინი,- ის იღიმის ძალიან მტკივნეულად და ჩემს ლოყებს ორივე ხელისგულს ადებს. -მე მართლა მომწონხარ, მაგრამ არ მიყვარხარ. ჩვენი "პატარა ურთიერთობა" შენც მოგწონს, ამიტომ უბრალოდ გავერთოთ, კარგი? ვიცი რომ არ გიჟდები ჩემზე, მაგრამ გსიამოვნებს. ასე, რომ, მინდა...

-ჯიმინა, მოხვედი სკოლიდან?-მესმის დედაჩემის ხმა, ასევე მანქანის სიგნალი გარეთ და ვიყინები. კარს რაც შემიძლია სწრაფად ვხურავ, ფანჯრიდან ვიყურები. იგი სახლისკენ მოდის. სამსახურიდან დაბრუნდა?! ჯონგუკის ნათქვამის გააზრებას ვერც ვასწრებ, ისე ვპანიკდები.

-სწრაფად დაიმალე!-თავს ძლივს ვიკავებ ჯონგუკს არ დავუღრიალო. ის კი დამცინავად იღიმის.

-და სად დავიმალო, მაცივარში?-არც კი ინძრევა ეს იდიოტი. საშინლად ვბრაზდები, მინდა მუშტი სახეში ჩავარტყა.

-ახლავე ადი კიბეებზე და სადმე დაიმალე, თორემ.... ჯანდაბა, ახლავე წამოდი!-ხელს მაგრად ვავლებ და კიბეებზე ავათრევ. როგორც კი კარი თვალს ეფარება, მაშინვე მისი გაღების ხმა მესმის.

-გამოადი ფეხი!-ჩუმად ვყვირი და ჩემს ოთახში ვაგდებ, ვკეტავ და თმებს ვიჩეჩავ. ძალიან მახინჯად გამოვიყურები? ჯანდაბაშიც წასულა.

-დე, მოხვედი?-ვამბობ ყალბი ღიმილით და ჩუმად ჩავდივარ კიბეებზე.

-იმდენი ხანია ვიძახი,-ამბობს ხელებ გადაჯვარედინებული. -ვის უყვიროდი?

-ტიტანიკს ვუყურებდი და ზედმეტად შევედი როლებში.-ანერვიულებული ვამბობ, ის კი იცინის და რამდენიმე პარკს მაგიდაზე აწყობს. ტიტანიკი, მისი საყვარელი.

-რამე გჭირს? ფერი არ გადევს.-ამბობს და კიბეზე ასვლას იწყებს, რომ ვყვირი და ვაჩერებ.

-დედა! ტუალეტში დიდი ვირთხაა!-კიბეებზე სწრაფად ავრბივარ და წინ ვეღობები, ის ეჭვის თვალით მიყურებს.

-ტვალეტში არ მინდა. წამოდი, შენს ოთახში რაღაც უნდა განახო.-გასამართლებელი მიზეზი თავში აღარ მოდის, ოფლიან ხელებს შარვალს ვაწმენდ შეუმჩნევლად და დამყოლად მივყვები. იგი ჩანთიდან რაღაც წიგნს იღებს, ღიმილით მიყურებს და ჩემი ოთახის კარს აღებს.

TEMPORARY PASSIONKde žijí příběhy. Začni objevovat