მის სახელს ხმამაღლა ვყვიროდი, რაც ყვითელ სახლში ექოდ ისმოდა.
ჩემი სტაფილოსფერი ხმას არ მაგონებდა.
შავი.
ბნელი.
წყვდიადი.
ვერ ვაზროვნებდი.
წითელი ხის კარადის გაღებულ კარს მოვკარი თვალი, მაშინვე მივვარდი და შიგნით შევიხედე. ორად ორი ტანისსამოსიც ჩამოეხსნა, სამაგიეროდ სამ დიდი გორად ჩაწყობილი, ლურჯი მელნით გაჟღენთილი უამრავი თეთრი ფურცელი დამახვედრა.
ესენი იყო მისი ლურჯი სულის თეთრი სარკე.
სიცარიელე.
მის ოთახში შესვლის სურვილი პირველად გამიჩნდა, რაც დაუკითხავად ავისრულე.
მუქი შინდისფერი კედლების გარემოცვაში აღმოვჩნდი, რომლებზეც აქაიქ მიშხეფებულ მუქ ლურჯ საღებავს შეამჩნევდით.
ოთახის კედლის ძირებს ლურჯი ნახატები მიუყვებოდა.
თითქოს ამ ოთახში გადმოსახლებულიყო ვან გოგის სული, რომელიც აწი ლურჯით შეპყრობილიყო.
მის თეთრ მხარეს მუდამ შეეძლო ხატვა.
*********
უამრავი წლის შემდეგ მის სხეულს პირველად გააკარა ყავისფერი, კომფორტუალდ მოთავსდა მეწყვილის შარვალში. საკიდიდან თავისი ლურჯად მოხატული თეთრი პერანგიც ჩამოხსნა და გადაიცვა.
დრო იყო ეღიარებინა ვინ იყო რეალურად.
ლურჯი თმით ანათებდა.
ფეხსაცმელები არ ეცვა, რომ ფხვიერი ყავისფერი მიწა კარგად შეეგრძნო.
ვარდისფერ საქანელაზე ჩამოჯდა და ლურჯ ოკეანეს გახედა, მოშავო უფსკრულივით თვალებით.
წითელი და თეთრი?
მისი იასამნისფერი მხარე მუდამ სტაფილოსფერს და ვარდისფერს მიიჩნევდა იდეალურ დუეტად.
არასოდეს უთქვამს იმ ადამიანისთვის, რომლის შეყვარებასთანაც ძალიან ახლოს იყო რომ რეალურად ლურჯ-ყვითელი გვირილა კი არა მისი ვარდისფერი საქანელა იყო, რომელიც თავისუფლებას ანიჭებდა.
ფეხები გააქანავა, ცისფერ ცას ახედა და თავბრუ დაეხვა.
უფრო ძლიერად.
ც ა მ დ ე .
-ოკეანეში დაკარგული... - წაიიღიღინა ტკბილად.
მართლაც,
მის ყავისფერ მხარეს მუდამ შეეძლო სიმღერა.
სიცივისგან გაწითლებული თითის ბალიშები კრემისფერ თოკს გაუშვა რომელსაც პირველად და უკანასკნელად ეხბეოდა
ტკბილი შოკოლადისფერი თვალები ცას მოაშორა და ქუთუთოებს ნება მისცა მისი მხედველობის არე დაეფარათ.
მხოლოდ წამიერად!
აუცილებლად უნდოდა ოკეანე კარგად დაენახა.
ცივი ჰაერის სახეზე შეხეთქებისთანავე დაიყვირა:
- მოვდივარ!
და მისი თითქმის მეორე ნახევარის საზიზღრად ყავისფერი შარვალი უკვე გახუნებულ ვარდისფერ საქანელას მოაშორა.
მთელი სხეულით ეცადა რაც შეიძლება შორს გადამხტარიყო.
ხელები და ფეხები აიქნია.
მის ლურჯ მხარეს მუდამ შეეძლო ფრენა.
უბრალოდ ამას ყველას უმალავდა.
უფერულად ფერადი ოკეანის ზედაპირს მომწარო სიამოვნებით დაეხეთქა და ქვევით დაშვება დაიწყო.
პირველი შეხვედრის თუ დაბრუნების განცდა დაეუფლა.
იგრძნო როგორ გაიღვიძა მასში ზედმეტად ღრმად ჩამალულმა არსებამ, რომელიც მხოლოდ სიკვდილთან ერთად თუ ცოცხლობდა.
მისი ყავისფერი თვალები ამჯერად სრულიად შავი გამხდარიყო.
თმის და პერანგის საღებავი ოკეანეში ირეოდა, მაგრამ ეს შეუმჩნეველი იყო, რადგან ის ისეთვე ლურჯი იყო, როგორიც ოკეანე.
ფილტვები ჯადოსნურად ლურჯი ოკეანის მარილიან წყლით გავსებოდა და ვეღარ სუნთქავდა.
უკვე თვალებიც მიენაბა.
ის მუდამ ისრულებდა იმას, რაც უნდოდა,
მაგრამ მის ყვითელ მხარეს არასოდეს შეეძლო ცურვა.
