სტუდენების ნაწერებს იქ ასწორებდა და მუდამ იმას ამბობდა ბავშვობაში ფსიქოლოგია რომ არ ამეტეხა, ლექტორობას ვერ შევძლებდიო.
დიდი კარადა ჰქონდა, სრულიად ცარიელი. წითელი ხის კარადა! ყვისფერს ხომ არ ეკარებოდა!
წვიმიან დღეს მისულს, კარადაში ჩემი ყავისფერი შარვალი და ლუჯად მოხატული თეთრი პერანგი დამხვდა.
ისე მოხატული თითქოს ავტორს ხატვა კარგად შეეძლო.
ვთქვი რომ ყველაფერს ისრულებდა.
ფერებით მუდამ თამაშობდა, როგორც ოკეანის წყალი.
ლურჯი, მწვანე, ყვითელი, წითელი.... შეეძლო რომ ყველა ფერი ყოფილიყო, ერთად და ცალ-ცალკე, ასე რომ, სანამ მივხვდებოდი რომ რეალურად სტაფილოსფერი იყო, ფერადად მიმაჩნდა.
ერთხელაც სახლში არ შემიშვა.
არასოდეს ვნებდებოდი სხვასთან, მაგრამ მასთან ყოფნისას თოკებით სამოძრავებელი თოჯინა ვიყავი, სადავეები კი უშუალოდ მას ეპყრა ხელთ.
თითქოს არც არაფერი მომხდარა ისე....
წავედი.
********
- ყველაზე მეტად რას ნანობ?
- დაუნებებლად არ უნდა წავსულიყავი. შენ?
- არაფერს ზოგადად არაფერს ვნანობ, ცხოვრებაში გადადგმული თითოულ ნაბიჯი რაღაცას გვასწავლის.
- შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება სტაფილოსფერი და იმედია მალე გაიაზრებ რამდენად გავს სტაფილოსფერი და ყავისფერი ერთმანეთს.
- ვერც კი ვხვდები რას მეუბნები...
- ფერებს ყურადღება მიაქციე! სამყარო უფერული და ფერადი ერთდროულადაა, ისევე როგორც მასში მცხოვრები ადამიანები.
********
მეგონა არაფერს მალავდა, მაგრამ მთლად გადაშლილი წიგნივითაც არ იყო.
მეგონა მუდამ ისე ცხოვრობდა, როგორც თვითონ უნდოდა.
ისიც მეგონა ეს ორი კრიტერიუმი ერთმანეთის გამომწვევი იყო.
~~~
Mulai dari awal
