თვითონაც არ იცნობდა საკუთარ თავს.

ეზოში არსებულ ერთ-ერთ ხეზე, რომელიც მარადმწვანე იყო,  მკვეთრად მუქი ვარდისფერი საქანელა ეკიდა, კრემისფერი თოკებით. ძლიერად გაქანებისას ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს ოკეანეში გადახტომას ლამობო. არასოდეს ჯდებოდა ამ საქანელაზე და ამბობდა, დრო მოვა, როდესაც პირველად და უკანასკნელად დავჯდებიო.

ვერ ვხვდებოდი, მაგრამ დადგა დღე როდესაც იგი მთლიანად შევიცანი.
მე ასე მგონია.

მუდამ წითელ აურას დაატარებდა.
წითელი ცხვირით და ზამთარში მისი საყვარელი წითელი ხელთათმანებით დადიოდა.
ამბობდა წითელის და თეთრის შეხამება იდეალურიაო.

ალბათ თეთრ საიქიოში წითელ აურას დაატარებდა და მომაჯადოებელ იდილიას ქმნიდა.

ახალ წელს საჩუქრად ფერადი შარფის გარდა არაფერს იღებდა.

მუდამ ამბობდა მინდა ნაცრისფერი შეყვარებული მყავდეს და მე კი მისი თეთრი ვიყოო.

ის ჩემი სტაფილოსფერი იყო.
მე კი მის ლურჯფურცლება და ყვითელგულა გვირილას მეძახდა.

არადა მუდამ ყავისფერი ვიყავი.

სანამ მისი შეხება აღარ შემეძლო.

შემდეგ გავშავდი, გავლურჯდი, გავნაცრისფრდი და ბოლოს უფერული დავრჩი.

ამბობდა უფერული ყველაზე არაფრის მომცემი ფერიაო.

ამბობდა წინა ცხოვრებაში მთვარე ვიყავი და ზღვა მიყვარდაო.

მეც ვუსმენდი და არ მბეზრდებოდა.

თითქოს ვგავდით ერთმანეთს,

თითქოს ადამიანი იყო, რომელიც მუდამ მინდოდა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ არ შემეძლო.

ხანდახან საკუთარ ოთახში ჩაიკეტებოდა ხოლმე, სადაც არასოდეს მიშვებდა და არც მიცდია შესვლა...ის კი ვიცოდი, რომ იქ შესვლისას აშკარად შავი ხდებოდა.

ColorsWhere stories live. Discover now