თავი მაღლა აეწია, თვალების გახელას ლამობდა რომ წვიმის წვეთების დედამიწაზე ჩამოცვენა დაენახა.
არ გამოსდიოდა.
სახეს ჭმუხნიდა და სიბრაზე ეპარებოდა.
წვიმაზე მართლაც მუდამ ბრაზობდა.
ასე ძალიან მიყვარს, ველტვი, თვითონ კი იმის საშუალებასაც კი არ მაძლევს ვუყურო როგორ ევლინება დედამიწასო.
სულ იმას გაიძახდა წვიმა ფერადიაო.
ჩემდვის კი მუდამ უფერული იყო.
სანამ ის არ გავიცანი.
მუდამ ძველ სიმღერებს უსმენდა. ახლების მოსმენა არც უნდოდა და არც სჭირდებოდა.
ყავისფერი ძაგდა და რასაც კი ამ ფერისას გადააწყდებოდა, მაშინვე ცხვირს უბზუებდა.
ერთხელ ღია ყავისფერი კლასიკური შარვლით გამოვეცხადე. მაშინვე მაიძულა გამეხადა და მისი სისხლივით წითელი ნაჭრის შარვალი ჩამეცვა.
მაგრამ მაინც მთელი დღე ხმას არ მცემდა.
სანამ ბანანისა და შოკოლადის ნაყინი არ ვუყიდე.
შოკოლადი უყვარდა, დანარჩენი ტკბილი კი ეზიზღებოდა. ამბობდა ეს ჩვევა ყველაზე ბანალური რამ არის ჩემშიო.
შოკოლადი მეც მიყვარდა, ასე რომ სულ მე ვუჭამდი მისი თქმით ღია შავ ბურთულას, რომელიც რეალურად მუქი ყავისფერი იყო, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებდა, ამბობდა შოკოლადი არ მიღალატებსო.
ხანდახან მის თვალებში ჩახედვისას ვგრძნობდი საეროდაც არ ვიცნობდი.
'ღია შავი' თვალები ჰქონდა, რომლის სიყავისფრის მიუხედავად მართლაც შეამჩნევდი მუქარით სავსე, შავ, უკიდეკანო წყვდიადს.
ვფიქრობდი ადამიანის მოკვლა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ სულაც არ მაშინებდა, პირიქით ინტერესს იწვევდა ჩემში, ასე რომ, მის შეცნობას მუდამ ვცდილობდი. როგორც კი ამას შეამჩნევდა მაშინვე გულზე წითელი ემოციით მადებდა ხელს და მეუბნებოდა, არავინ მიცნობსო.
