თავი 1

3.5K 194 42
                                    


-ჰეი...

თავი კიდევ უფრო ჩარგო საბანში, კაცის ხმის ჩასახშობად, მაგრამ უშედეგოდ. საკმარისად იყო გაღვიძებული უკვე და ესმოდა, რამდენ ადამიანს მოეყარა თავი სამალავში - ხმამაღალი საუბარით, სიცილით, სკამების ხმაურიანი გამოწევითა და მაგიდებზე მოწყვეტით დადებული ნივთების ხმაურით. არ უკვირდა, იაფფასიანი ლუდის სუნი, მთელს სამალავში რომ იგრძნობოდა. მთელი შენობა იყო უკვე სავსე ალკოჰოლის სუნითა და სხვა, უფრო ამჟავებული არომატით. მიუხედავად იმისა, მარიხუანას უკვე მის ჩანთაში ტენიდნენ, მაინც არ უნდოდა ამდგარიყო. გატეხილი დივანი კომფორტული ნამდვილად არ იყო, მაგრამ უკვე იმდენად მიჩვეული იყო, ბალიშზე ამოდებული ხელითა და საბანში ახლართული ფეხებით ნამდვილად კომფორტულად და თბილად იყო და კიდევ რამდენიმე წუთი იძინებდა, შესაძლებოლობა რომ ჰქონოდა.

-გაღვიძების დროა, პატარა ბიჭო!

ამაზე რაღაც წაიჩურჩულა და კიდევ უფრო ჩამალა თავი საბანში ისე, რომ საერთოდ აღარ მოჩანდა დივანზე. როცა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მკაფიოდ იგრძნო სარეცხი საშუალების სუნი, რომლითაც დივანში გაჟღენთილი ალკოჰოლის მყრალი სუნი დაეფარათ. კარგი სუნი ჰქონდა და თბილი იყო და...

-გეყოფა უკვე, აწიე უკანალი დ ადექი ფეხზე!

კაცმა საბანი უხეშად მოქაჩა და ბიჭის სხეულს მოცილა. ჯონგუკმა სცადა საბნის დაჭერა, მაგრამ ერთადერთი, რაც ხელში შერჩა სიცარიელე იყო და მაშინ, როცა მამაკაცმა რამდენჯერმე შეანჯღრია, უკვე საკმარისი იყო, რომ თვალები გაეხილა. თვალების გახელისას კი, რაც პირველი შეამჩნია, სრული სიბნელე იყო და მაშინვე მიხვდა, შარვლისგან რომ იყო გამოწვეული, უკვე მის თავზე რომ ეგდო. ახალგაღვიძებულს, თვალები ეხუჭებოდა, ისეთ სიმძიმეს გრძნობდა თვალებზე, მაგრამ რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ, მოახერხა და გაახილა. როგორმე თავს ძალა დაატანა და მდივანის ჭრაჭუნთან ერთად, გაჭირვებით წამოჯდა.

Taste of Ink Where stories live. Discover now