2.Here She Comes Again

1.3K 118 411
                                    

"Do You Wanna Know What's Killing Her Inside ? Do You Dare To Walk Through Alleys Of Her Mind...?"

•••••••••••••••••••••••••••••

უნივერსიტეტისკენ განერვიულებული მივიწევ,თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ და ვცდილობ ლუისსთან შეხვედრა თავიდან ავიცილო.

არასოდეს შემძულებია ადამიანი ისე,რომ მისმა დანახვამ ჩემში გულის რევა გამოიწვიოს,ლუისი ამაზრზენია,არ ვიცი რატომ,მაგრამ დანახვისთანავე უარყოფითად განვეწყვე მის მიმართ.

საკუთარ თავს გუშინდელ საღამოს არასდროს ვაპატიებ,ყველაფერი მახსოვს.
მახსოვს როგორ ჩავუგორდი საწოლში,
მახსოვს როგორ ჩავახედე საკუთარ სულში...მე მას გული გადავუშალე.

ამასაც რომ თავი დავანებოთ სირცხვილის გრძნობაც მაწუხებს.პირველი იმიტომ რომ ბიუსჰალტერის გარეშე დამინახა და მეორეც...

აი მეორე მიზეზიც...

FLASHBACK*

*3 საათით ადრე.

-კეილ ჩემთან სექსი თუ გინდა პირდაპირ შეგიძლია მითხრა.-ჩამესმის ნაცნობი ხმა,
თვალებს სწრაფად,თუმცა გაჭირვებით ვახელ.ლუისის სახეს ვაწყდები და გულში ვიკურთხები,ფეხები მასზე მაქვს გადაწყობილი,წამოვიწიე და საწოლიდან გადასვლა ვცადე,თუმცა ამაოდ,თავისა და ძვლების ტკივილი არ მაძლევს საშუალებას ზედმეტი მოძრაობები გავაკეთო.

მისი ცინიკური ჩაცინება მესმის,რაც ნერვებს მიშლის.ზურგით ვუზივარ და დამიჯერეთ არც მაქვს სურვილი მის სახეს ვუყურო.
-გაჩუმდი.-კბილებში გამოცრით ვეუბნები.
-კეილ,აი თურმე რა თამაშს თამაშობდი.
-გაჩუმდი,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-საკუთარ თავზე პასუხს ჩემი გაჩუმების შემდეგაც ვერ აგებ.
-რას გულისხმობ?
-შემომხედე.-მეუბნება და სიცილს იწყებს.

მისკენ შევბრუნდი,თავიდან ვერაფერი შევამჩნიე,თუმცა მის კისერს მოვკარი თუ არა თვალი,იმ წამსვე ხველება ამიტყდა.
-არა!რაღაცას მატყუებ.-სასოწარკვეთით ამოვიჩხავლე და საბანი გადავიძვრე.
-ტრუსიკი მაცვია!-შვებით ამოვისუნთქე.
-ოჰო!ასეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე?-ვითომ წყენით ჩაილაპარაკა ლუისმა.
-არ ვიცოდი ზეინი სახლს შენ თუ გიყოფდა,თორემ აქ ფეხსაც არ შემოვდგამდი.
-დარწმუნებული ხარ?-მკითხა,ხელზე დამექაჩა,საწოლზე დამაგდო და ზემოდან დამაცქერდა.

Cherry Jelly (დასრულებული)Where stories live. Discover now