თავი 1.

42 1 0
                                    


   სადღაც წამიკითხავს ყოველი ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი დედამიწაზე ერთი ადამიანის სიცოცხლეაო,ჩამოვარდნილი ვარსკვლავი კი ჩვენამდე რამდენიმე მილიონი სინათლის წელიწადის შემდეგ აღწევს.არ ვიცი სიმართლეა თუ არა მაგრამ დასანანია,დასანანია რადგან ჩემი სიკვდილის ამბავს    დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყობენ,მაგრამ თან უცნაურიცაა ,შენი სიკვდილის შემდეგ შენი ვარსკვლავი კიდევ ზეცაზე კაშკაშებს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კვდება,რაღაცნაირად სასიამოვნოც კია,შენ აღარ ხარ მაგრამ შენი კვალი მაინც არსებობს,ისიც გამიგია რომ ვარსკვლავი ყველაზე მეტად ჩაქრობის წინ კაშკაშებს,ეს კი იმის გარანტიაა რომ საბოლოო სიკვდილამდე აქ,დედამიწაზე ვიღაც მაინც შეამჩნევს შენს სიდიადეს…                                                                                                                                                                         სიკვდილზე ბევრჯერ მიფიქრია,საკუთარ სიკვდილს ყოველთვის სიბერეში წარმოვიდგენდი,მაშინ როცა ტკბილი ბებია ვიქნებოდი,მოსიყვარულე შვილიშვილებით განებივრებული,როცა ყველა გეგმა და სურვილი ასრულებულია და წყნარად ცხოვრობ საღამოებს ბუხრის პირას ატარებ.. არასოდეს შემშინებია სიკვდილის ,დაუსრულებელი სიცოცხლის კი ბევრჯერ ,უსახელოდ წასვლის,გაუგებრად,უამბოდ...სიკვდილი არაფერია თუ არა შანსი რომ ახლიდან დაიბადო და ახალი ცხოვრებით იცხოვრო,სიკვდილი ახალი თავგადასავლის დასაწყისია,ახალი ამბების და ისტორიების… სიკვდილის წინ კი სიკვდილზე არ მიფიქრია, საკურას ხეების ხეივანში ვიყავი, ვსეირნობდი და საოცარი სურნელით  ვტკბებოდი,მოულოდნელად ხეივანში აურზაური ატყდა და დავინახე ,უფრო სწორად მთელი სხეულით შევიგრძენი ჩემსკენ დიდი სისწრაფით მომავალი წითელი მანქანა, ვიგრძენი როგორ დამეჯახა რაღაც ძლიერი წინ მხოლოდ კადრებად მოძრაობდა ყველაფერი,თითქოს ფოტოაპარატოთ ფოტოებს ვიღებდი, ვგრძნობდი როგორ ფლეთავდა ჩემი სხეული ჩემსავე სხეულს,ვგრძნობდი გადატეხილი ნეკნები როგორ ფხრეწდა კუნთებს და როგორ მიიწევდა ფილტვებისკენ,ვიგრძენი როგორ დავენარცხე მიწაზე ,ვგრძნობდი როგორ ვიწექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას ვუყურებდი,გარშემო სრული სამარისებური სიჩუმე იყო,ჩემს თვალწინ კი კადრები იცვლებოდა ,ადამიანები ჩნდებოდნენ,რაღაცას მეუბნებოდნენ და ქრებოდნენ,ისევ ზეცა და ვარსკვლავები ჩნდებოდნენ,და იმ წამს როცა ბოლოჯერ ამოვისუნთქე, სწორედ იმ მომენტში ,მომენტში როცა მოვკვდი მანამ სანამ თვალებს საბოლოოდ დავხუჭავდი დავინახე როგორ მოსწყდა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და ცეცხლოვან ზოლად როგორ დაეშვა დედამიწაზე...უკანასკნელად გონებაში იმ ოდესღაც გარდაცვლილი ადამიანზე ფიქრმა გამიელვა მისმა ვარსკვლავმა მილიონი სინათლის წელიწადი რომ გამოიარა და ახლა მოკვდა..                                          სიკვდილი ძალიან ცივი,ჩუმი და მშვიდი ყოფილა.იმდენად ცივი რომ მთლიანად სუსხმა მომიცვა,მაგრამ გარშემო საოცარი სიმშვიდე და სიწყნარე იყო და საკურას სუნი იდგა .ისეთი ძლიერი სურნელი რომ  ისიც კი ვიფიქრე ისევ ხეივანში ხომ არ ვიყავი.ვიწექი და ყველაფერი გამქრალიყო ჩემი გონებიდან ტკივილიც,დარდიც,უბრალოდ ვიწექი ,უდარდელად ,მშვიდად,თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ვიყავი და ფაფუკ ღრუბლებზე ვიწექი.არ ვიცი ასე რამდენი ხანი გავიდა ერთი წამი თუ მთელი უსასრულობა,უბრალოდ ძალიან მსიამოვნებდა ასე წოლა,უეცრად ვიგრძენი ჩემს ფილტვებს როგორ მოაწყდა ჰაერი,როგორ მოაწვა სისხლი გულს,ვგრძნობდი რომ სუნთქვას ვიწყებდი,ნელ-ნელა ის საოცარი სიმშვიდე და სიმსუბუქე გაქრა ,სხეულს სითბო დაუბრუნდა ,უკვე ვგრძნობდი ხელებს ,ფეხებს, სიჩუმიდან რაღაც ზუზუნის ხმა ამოიზარდა ,სადღაც შორიდან ადამიანების საუბარიც მესმოდა,დამძიმებული ქუთუთოები ავწიე და წინ რაღაც დავინახე,თითქოს ადამიანი იყო, დამფრთხალი ცრემლიანი თვალებით რომ მიყურებდა ,ახალგაზრდა კაცი იყო,სახე სულ გათეთრებოდა ,უცებ რაღაც წამოიყვირა და გაქრა,გარშემო ისევ ძლიერი ხმაური ატყდა,არ მესმოდა ვინ რას ამბობდა,ვერაფერს ვიგებდი,თეთრ ხალათებში გახვეული ადამიანები მოჩვენებებივით ირეოდნენ ჩემი საწოლის გარშემო,რამდენიმე წამში ყველა გაჩუმდა,დავინახე უცნობი,თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალი როგორ მომიახლოვდა                                                                 -გამარჯობა-ქალმა გამიღიმა,ძალიან ლამაზი ღიმილით,ეს ალბათ თვითონაც იცოდა და ამიტომაც მიღიმოდა-მე ექიმი ნანა დვალი ვარ ,თავს როგორ გრძნობ?ლაპარაკი შეგიძლია?იქნებ შენი სახელი მითხრა?                                                                                                                                                   -მე ანნა ვარ -გამშრალი ტუჩები ძლივს ავამოძრავე                                                                                                        -კარგი ანნა,მითხარი ბოლოს რა გახსოვს-ექიმმა იქვე,ტუმბოდან საქაღალდე აიღო-მითხარი, გახსოვს აქ ,საავადმყოფოში როგორ მოხვდი? თვალები დავხუჭე, აზრების მოკრებას და პასუხის გაცემას ვცდილობდი,თვალწინ მანქანა დამიდგა,რომელიც ჩემსკენ მოქროდა                                           -მანქანა..მე ,მე საკურას ხეივანში მანქანა დამეჯახა?-ქალს კითხვით მივმართე                                         -დიახ,ასეა,ანნა მითხარი გახსოვს რა დღე იყო?მაინტერესებს რიცხვი, თვე ,რაც გახსოვს-მიკვირდა ამას რატომ მეკითხებოდა                                                                                                                              -18 აპრილი,დიახ საკურა აყვავდა და მე სანახავად წავედი,ის ძალიან ლამაზი იყო..                                 -კარგი ანნა,მითხარი რამე ხომ არ გტკივა,რამე გაწუხებს?                                                                                     -არ ვიცი ,მე თითქოს არაფერი მტკივა ხელი ოდნავ გავამოძრავე,წამოწევა ვცადე,ვიგრძენი ვიღაცამ ხელი როგორ შემაშველა,ექიმი იყო ,რომელიც წეღან გამოღვიძებისას დავინახე.                 -ახლა გამოკვლევებს ჩაგიტარებთ,ეს ექიმი მიხეილია,ის საჭირო პროცედურებს ჩაგიტარებს, რომ დავრწმუნდეთ ყველაფერი კარგად არის თუ არა და შემდეგ ისევ შევხვდებით-ჩემი საწოლი ადგილიდან დაძრეს და პალატიდან გამიყვანეს,დერეფანში არავინ იყო,საერთოდაც აქაურობა სულ ცარიელს ჰგავდა. მკვდრულ სიჩუმეში კი მკაფიოდ გავიგე ქალის წარმოთქმული სიტყვები-ეს სასწაულია,ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია,ის მკვდარი იყო,არ ვიცი ამას როგორ ავხსნით მაგრამ ჯერ ჯერობით საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ,ხვალ ახლობლებს შევატყობინოთ,დღეს კი დავაკვირდეთ,ახლავე ტომოგრაფია უნდა ჩავუტაროთ,პალატაში მარტო არ დატოვოთ კამერები ჩართეთ და მედდაც მუდამ მის გვერდით იყოს ,რასაც იტყვის უნდა ჩაიწეროთ ეს სასწაულია და ამ სასწაულის მიზეზი უნდა გავარკვიოთ,ახლა თათბირს მოვიწვევ,კონსულტაციას უცხოელ კოლეგებთან გავივლით,გავიგებ ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა ,მანამდე კი ყველა ანალიზის პასუხი მზად უნდა იყოს სასწრაფო წესით გააკეთეთ ყველაფერი,არ ვიცით რამდენი დრო გვაქვს,არ ვიცით იცოცხლებს თუ უბრალოდ რაიმე რეფლექსით გაიღვიძა,ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ,საქმეს შეუდექით -ხმა თანდათან სუსტდებიდა,მედდები საკაცით მიმარბენინებდნენ ,ჭერზე დამონტაჟებული ნათურები კი თითქოს უკან მომდევდნენ,თვალები დავხუჭე,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა-ის მოკვდა ,გამახსენდა ექიმის ნათქვამი-მოვკვდი?როგორ,ეს მე მოვკვდი?!თავი მტკიოდა,თითქოს რაღაც მძიმეს და ცივს მირტყავდნენ-რაღაც ბნელ ოთახში შემიყვანეს,თითქოს ძილ-ბურანში ვიყავი,ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა,სახეები,რაღაც ციმციმა ნათურები,ვგრძნობდი როგორ მეხუჭებოდა თვალები..ყველაფერი მიყუჩდა,რაღაც სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა,უცნაურად დავმშვიდდი,საკურას უზარმაზარი და ულამაზესი ხეები იდგა,ვიდექი და ამ საოცარი სილამაზით ვტკბებოდი,ვიგრძენი გვერდით ვიღაც როგორ ამომიდგა,სწრაფად მოვტრიალდი,ამ ხეებივით ასაკოვანი კაცი იყო,თეთრი გრძელი კაბა-ხალათი ეცვა,თეთრი წვერ-ულვაში მკერდზე ეფინებოდა,თეთრი თმა უკან შეეკრა,კაცი იდგა და დაკვირვებით მიყურებდავ                                                                                                                                                       -ისევ დაბრუნდი?-გამიღიმა საოცრად თბილი და მომხიბლქვი ღიმილით და წამსვე ყველაფერი გამახსენდა,გამახსენდა ჩვენი საუბარი-აბა რას იტყვი მზად ხარ?-ისევ მიღიმოდა,გარშემო შემოკრებილ ხეებს თვალი მოვავლე,თითქოს ჩვენს გარშემო უფრო შემჭიდროვებულიყვნენ,აქ ისეთი კარგი იყო,ისეთი სასიამოვნო                                                                                                                                  -მართალი ხარ ,აქ ძალიან კარგია-მივხვდი ჩემს ფიქრებს კითხულობდა და ეს საერთოდ არ მომეჩვენა უცნაურად-მაგრამ მაინტერესებს დაბრუნდები და ყველაფერს გამოასწორებ თუ აქ დარჩები,ამ საოცარ სილამაზეში?-კაცი ძალიან მომხიბვლელად,თბილად და მაცდურად იღიმოდა…                                                                                                                                                                                        -მე დავბრუნდები,აქ ძალიან მომწონს მაგრამ…                                                                                                             -კარგია,ასე ჯობია,მეც ამას ავირჩევდი,მაგრამ იცოდე რომ ყოველ ადამიანში რაღაცას დაინახავ და არ ჩაერიო,მხოლოდ შენს საქმეს მიხედე..თუ ჩაერევი პირობას აღარც მე შევასრულებ,შეიძლება აქ  შენ ვერ დაგაბრუნო ,მაგრამ .. -კაცმა გაიღიმა და ხელი გამომიწოდა-თუ პირობას შეასრულებ ჩემგან თავისუფალი იქნები,მაგრამ თუ აქ მოგიწევს დაბრუნება,იცოდე რომ სხვა შანსი აქედან წასვლის აღარ გექნება-კაცმა ხელი გამიშვა და ყველაფერი ნელ-ნელა გაქრა.გამომეღვიძა ,თვალები დავახამხამე,ექიმი დაკვირვებით მიცქეროდა,ლამაზი ქალი იყო,ძალიან ლამაზი,ასაკიანი მაგრამ ლამაზი,ჭკვიანი თვალებით მიყურებდა,უცებ ხელი ფრთხილად გადამისვა თავზე,ნაღვლიანად გამიღიმა და სწრაფად გატრიალდა...ქალის თვალებში სიკვდილი დავინახე ,თითქოს ზუსტად ვიცოდი რომ ეს ქალი აქედან გასვლისას რამდენიმე საათში მოკვდებოდა..

40 დღეWaar verhalen tot leven komen. Ontdek het nu