RUN

53 2 0
                                        

გაზაფხულის მშვიდი, წყნარი და უჩვეულოდ თბილი საღამო დამდგარიყო. უკვე საკმაოდ მოსდებოდა ბინდი არემარეს, ყველანი სახლებში შეყუჟულიყვნენ და გარშემო სრული სიმშვიდე სუფევდა, მხოლოდ მწერების ხმა და ხანდახან ამოქროლებული სუსტი, თბილი სიოს ხმა არღვევდა გარშემო გამეფებულ სიჩუმეს. თითქოს სამყაროც ხელს გიწყობდა ფიქრებს მისცემოდი და გაქცეულიყავი ყველაფრისგან. დიდ გაშლილ ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი მოსჩანს, თითქოს ცდილობს სიმშვიდით დატკბესო. ფიქრებს მისცემია და გადაუწყვეტია გაექცეს სამყაროს, რომელმაც უამრავი ტკივილი მიაყენა, თითქოს მისთვის სიკეთე არ ემეტებოდაო. გვერდით დაუდევს მისი მეგობარი იარაღი და სახლის კიბეებზე ჩამომჯდარი გაჰყურებს ნაცნობ გარემოს, სახლს სადაც დაიბადა, ეზოს სადაც ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ერთობოდა, ადგილს სადაც გაიზარდა და მისი ცხოვრება გაატარა, და აი ამ ცხოვრებისთვის წერტილის დასმაც სწორედ ამ ადგილას მოუნდომებია, აქ გადაუწყვეტია მისი ბოლო წუთების გატარება. მისჩერებია ბინდს და ჩაკარგულა ღრმა ფიქრებში, იხსენებს დედას, მის მომღიმარ სახეს, ბავშვობის წლებს, მის მეგობრებს და მათთან ერთად გატარებულ ბავშვობის ტკბილ წუთებს. ახსენდება პირველი სიყვარული მომღიმარი სახით რომ მოდიოდა სახლში და ცდილობდა დედისთვის დაემალა მის გულში დატრიალებული ამბები. იხსენებს როგორ მოპარა დედას ყვავილები და აჩუქა გოგოს რომელმაც პირველად აგრძნობინა როგორია გიყვარდეს ადამიანი. ახსენდება ის საშინელი დღე როცა დაბრუნდა სახლში და შინ უამრავი ადამიანი დახვდა, ყველა იხუტებდა თითქოსდა შეცოდებით პატარა ბიჭს, ნაძალადევად უღიმოდნენ, და ეუბნებოდნენ რომ უნდა გაეძლო, როგორ მოკიდა სახლის კიბეებთან სანამ ზღურბლთან აადგავდა ფეხს აცრემლებულმა მამიდამ ხელი და გაიყვანა მოშორებით, სწორედ მაშინ გაიგო რომ დედამ დატოვა, დედამ რომელიც მისთვის ყველაზე დიდი სითბოს და სიყვარულის მატარებელი ადამიანი იყო. მაშინ ეგონა რომ განადგურდა და მეტად ვეღარ გააგრძელებდა სიცოცხლეს, მან ხომ დედა დაკარგა, ახლა ვინ ჩაკიდებს ხელს და გაამხნევებს რომ შეცდომა გამოასწოროს, მაგრამ ის ძლიერი აღმოჩნდა დაამარცხა ეს ტკივილი და განაგრძო სიცოცხლე მის და-ძმასთან ერთად, მამიდა მისი მეორე დედა გახდა, ტკივილი არ გამქრალა, არც იარა შეხორცებულა უბრალოდ მათთან ერთად ისწავლა ცხოვრება. შემდეგ მორიგი სიყვარული, მამობის ბედნიერება და მწარე ტკივილი დაგაშორონ შვილს. თითქოს რაღაცამ გამოარკვიაო, თითქოს რაღაცა დარჩენოდა ამ ცხოვრებაში, მისი და-ძმა და პატარა ბიჭი რომელსაც მამა ჭირდებოდა, მაგრამ ტკივილმა გადაჯაბნა ყველაფერი და მოკიდა მის მეგობარ თოფს ხელი. და აი გაისმა ის სულის შემძვრელი ხმა, რომელმაც თითქოს მისი ტკივილები დაიყვირა, ხმა რომელმაც შეძრა მთელი სოფელი და დაასრულა კიდევ ერთი ტკივილნარევი სიცოცხლე. დავარდა უსულო სხეული მიწაზე და თითქოსდა მის ტკივილსაც წერტილი დაესვა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 07, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

runStories to obsess over. Discover now