2018

12 2 0
                                        

"ყველაფერი    იწყება   არაფრით    ან    პირიქით"
2018 წელი, რომელიც არაფრით იყო უჩვეულო და სიახლეებით სავსე, ერთადერთი რაც ამ წელს მოხდა არის ის, რომ ცნობილი გახდა ყინულის დნობის სწრაფი ტემპი, მსოფლიო ნელ-ნელა ხდებოდა წყლის გროვა, რომელიც ადრე თუ გვიან უამრავ რამეს გაანადგურებდა.
2042 წელი როდესაც აღარც ყინვა არის და აღარც ანტარქტიდა ყინულით დაფარული, არამედ ეს კონტინენტი გახდა საცხოვრებლად ვარგისი, მაგრამ გაქრა ისლანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, აფრიკის ერთი მეათედი და აზიის სამი სახმელეთო სახელმწიფო, თითქმის ყველა კუნძული, ბუნებრივი თუ ხელოვნური, ასევე სამხრეთ ამერიკის ერთი მეშვიდედი და ჩრდ. ამერიკის ერთი მეხუთედი, თუმცა ნუ გეგონებათ, რომ პრობლემები ამით დასრულდა არა, ამას გარდა შეიცვალა კლიმატური სეზონები, ზოგან ტემპერატურა აღწევდა +55, ზოგან კი -75, რასაც თუ ადრე შეიძლებოდა ადამიანი მოეკლა, ახლა ეგუებიან და არ იმჩნევენ იმ ტანჯვას, რაც მოსახლეობაში ხდება, კერძოდ იმატა დაავადებებმა არა მარტო კიბომ და ისეთმა დაავადებებმა, რომლებსაც ადამიანები იცნობდნენ, არამედ ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა "ჰიტპორია" ამ დაავადებას მისივე აღმომჩენისა და მისივე მსხვერპლის სახელი უწოდეს, დაავადების ტიპიური გამოვლინება იყო ყურებში წუილი, თვალების ჩაწითლება, პირის სიმშრალე, აუტანელი ტკივილი ხერხემლის მიდამოებში, ისეთი, რომ ვისაც აზრი კიდევ ჰქონდა თავს იკლავდა, ვინც თავს ვერ იკლავდა, სიკვდილი კლავდა, მსოფლიოში დარჩენილი მოსახლეობის 57% სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა, ანუ ორი მილიარდ-რვაასი მილიონი,
დაავადება კლავდა აღმოჩენიდან შვიდი-ათი დღის ფარგლებში, ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვერავინ გაიგო თუ რა აჩენდა ამ დაავადებას.
2049 ამ წელს დასრულდა პროექტი სახელად "იმედი" რომლის მთავარი მიზანი იყო ადამიანებს აეთვისებინათ კოსმოსი და პლანეტა მარსი და აღმოჩნდა, რომ მარსი საცხოვრებლად ვარგოდა მითუმეტეს მას შემდეგ რაც აქ ააგეს სათბურის ტიპის შენობა სადაც შექმნეს ჟანგბადის გამომუშავების ალტერნატიული სისტემა, მათ აქ დარგეს სხვადასხვა მცენარე რომელთა შორის ყველაზე შეგუებადი ბანანი აღმოჩნდა.
2099 საბოლოოდ გადაწყდა ადამიანთა ემიგრაცია მარსზე, სადაც ადამიანთა მისაღები ადგილები ყოველ წელს 2049_დან იზრდებოდა 80 ათას ადამიანზე გათვლილი დამცავი შენობებით ანუ 4 მილიონი ადანიანის გადაბარგება, უკვე შესაძლებელი იყო, ალბათ გიკვირთ თუ როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი? პასუხი ძალიან მარტივია, ერთადერთი კოსმოსის შემსწავლელი ორგანიზაცია  "ფიიოუ" გადარჩა
18_დან 2099_მდე აქ დასაქმდა 20 მილიონი ადამიანი, ამათგან ზოგი რას აკეთებდა ზოგი რას, ამ პერიოდში აშენდა 15 კოსმოსური ხომალდი უზარმაზარი ზომის რომლებიც 2010 წლის ხომალდებისგან განსხვავებით 27_ჯერ სწრაფად მოძრაობდა.
2100 წელი გაიგზავნა პირველი სამგზავრო რაკეტა, რომელიც აფრენიდან ერთ საათში აფეთქდა და დაიღუპა ყველა, ვინც კი ხომალდში იმყოფებოდა, მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა
2100-2150 წლებში ანალოგიური კონსტრუქციები მოეწყო დედამიწაზე დაახლოებით 55 მილიონ ადამიანზე გათვლილი, იმისდა გამო, რომ სიცხეებმა მიაღწია +65 ხოლო სიცივეებმა -80, აუცილებელი გახდა ადამიანთა შენობებში განთავსება, კონსტრუქციები გადაჭიმული იყო კასპიისპირა დაბლობში, კავკასიის გაყოლებაზე და ავსტრია-შვეიცარიის მაღლობებში, მთავარი კონსტრუქცია იყო თბილისის ტერიტორიაზე "აბელი"_ს სახელით ცნობილი, რომელიც იტევდა სამ მილიონ ადამიანს
და მისი ფუნქცია იყო ემართა დარჩენილი მოსახლეობა სწორად, ადამიანებმა აირჩიეს უმაღლესი ორგანო
" არია" მასში ერთიანდებოდა 100 სრულუფლებიანი და100 დამკვირვებელი თითო მილიონ ადამიანზე ორი პასუხისმგებელი, ყველასგან საუცხოოდ ამ ორგანომ გაამართლა
2133 არია-ს ხელმძღვანელი გახდა წარმოშვებით სამხრეთ აფრიკელი "ჯაიარ ზოულე", რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა იმის გამო, რომ მან შეჰქმნა ერთ ენოვანი სახელმწიფო, რომელსაც ეწოდა "დრიმია", რომელიც ინგლისურ სიტყვას ოცნებას დაუკავშირა, ამას გარდა მოახერხა იმ ხუთიათასი ეროვნებით რუსების შემოერთება რომელთაც მიაჩნდათ, რომ წინა მმართველი ლახავდა მათ უფლებებს.
2168 გაკეთდა დავდაცვის ინსტიტუტი, სადაც ერთიანდებოდა ხუთი მილიონი ადამიანი, მათ შორის სამი მილიონი პოლიციელი, რომლებიც უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, მთელი დრიმია-ს ფარგლებში.
2200 ამ წელს უკვე მოსახლეობამ შეადგინა 150 მილიონი და გაიზარდა მოთხოვნა საკვებზე და რადგანაც თითქმის მთელი დედამიწა იქცა უვარგისად, საჭირო გახდა სხვა პლანეტების შესწავლა და მათი რესურსების გამოყენება.
2203 შეიქმნა ხომალდი, რომელიც გასცდებოდა ირმის ნახტომის გალაქტიკას და გაემზადა 50 მეცნიერი, რომლებიც გაემგზავრნენ ერთწლიანი მზადების შემდეგ, მათ უნდა ეპოვათ დედამიწის ხსნა.
2208 წელს აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ათჯერ დიდი იყო დედამიწაზე, ერთიანად მწვანე დაახლოებით ერთი მეოცედი წყლით იყო დაფარული და სჩანდა, რომ საცხოვრებლად ივარგებდა, იმის გამო, რომ ხომალდი დაეშვა ავარიულად დაიღუპა შვიდი მეცნიერი და სამი ექიმი თუმცა ყველაზე ცუდი ის იყო, რომ დროებით დაკარგეს კავშირი დედამიწასთან, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ხეები და მცენარეები აქ ხუთჯერ უფრო დიდები იყო ვიდრე დედამიწასა დამარსზე, ზოგი ხე წააგავდა ნაძვს, ზოგი პალმას ზოგიც კაკტუსივით ეკლიანი იყო.
2209 აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ფილტვები ეგუება ამ ჰაერს.
2210 აღმოაჩინეს ცოცხალი არსება, რომელსაც თითქმის ადამიანის აღნაგობა ჰქონდა და საუბრობდა რაღაც გაუგებარ ენაზე, რომელიც წააგავდა ესპანურს, თუმცა აქ მყოფმა ესპანელმა ვერაფერი ვერ გაიგო.
2213 აღმოაჩინეს ძალიან დიდი დასახლება, სადაც უამრავი ასეთი არსება ცხოვრობდა, რომელთაც არ ჰქონდათ აზროვნება ბოლომდე განვითარებული და ვერც კი მიხვდნენ, რომ ეს ორმოცი ადამიანი მათნაირი არ იყვნენ, მეცნიერებმა ეს სენსაციუტი ინფორმაცია გადმოაგზავნეს დედამიწაზე, მათი თქმით ამ არსებების რაოდენობა არ აღემატებოდა ათასს, რადგან თითოეული თავისი ცხოვრების მანძილზე აჩენდნენ მხოლოდ ერთ შვილს, მათი სიმაღლე არ სცდებოდა მინიმუმ 2 მეტრს და მაქსიმუმ 3 მეტრს, მიირთმევდნენ ხის ფოთლებს, არ ჰყავთ არცეთი შინაური ცხოველი და სძინავთ ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოუხერხდებათ. არ ლევენ წყალს, რადგან აქ ყველა მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და მათი მირთმევისას წყალს ავტომატურად იღებენ, ისინი თავს "ლაიაიდებს" უწოდებენ, არ ჰყავთ მმართველი, მინიშნებებით მივხვდით, რომ ისინი ცოცხლობენ ჩვენი დროით მინიმუმ ორასი წელი რაც ამ არსებებისთვის 20 წელია, დღე გრძელდება ოთხმოცდაათი საათი ხოლო ღამე ათი, აქვთ ორი სეზონი და ტემპერატურა მერყეობს ნოლიდან 10 გრადუსამდე. დღე-ღამე იცვლება სეზონის მიხედვით და აქვთ ორი მზე ძალიან მოშორებით, არის იდეალური კლიმატი ადამიანებისთვის.
2218 გაემგზავრა კიდევ ერთი ხომალდი, ამჯერად სამას კაციანი ეკიპაჟით, თუმცა არა მეცნიერები არამედ ძირითადად მუშები, რომ მოეწყოთ საცხოვრებლები.
2281 დავიბადე მე
2219-2289 ამ სამოცდაათი წლის მანძილზე გაემგზავრა მხოლოდ ათი ხომალდი, რომლებიც სავსე იყო მასალებით.
2299 გავხდი თვრამეტის და მივიღე უფლება კოსმოსურ ექსპედიციაში მონაწილეობისა, ასევე მმართველი გახდა წარმოშვებით ქართველი ჯორჯ მაკ-კონელი, როცა შევხვდი მას მითხრა, რომ აშენდა უსწრაფესი ხომალდები, რომელთა რიცხვი შეადგენდა ოცს თითოს კი შეეძლო ხუთი ათასი ადამიანის გადაყვანა
ანუ ერთ თვეში შესაძლებელი იქნებოდა ასი ათასი ადამიანის გადაყვანა, ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იქ მყოფი მუშები ყოველ სამ წელში ათი სანტიმეტრით იზრდებოდნენ.
2299 შვიდი აგვისტო კლიმატი თითქოს გამოკეთების გზაზე იყო, როდესაც მოხდა საშინელი შემთხვევა, კერძოდ ამოვარდა ქარბუქი, ცა თითქოს განრისხდა შვეიცარიის თავზე, ამის შემდეგ წამოვიდა ისეთი ცხელი წვიმა, რომ ნაგებობების სახურავების დეფორმაცია და მათი ძირს ჩამოყრა გამოიწვია, ეს არიყო მხოლოდ ცხელი წვიმა, არამედ ეს იყო ჯოჯოხეთი, ხუთ წუთში ყველაფერი დაიტბორა, საბოლოოდ ამ ყველაფერმა ხუთი მილიონი ადამიანი შეიწირა და ყველანაირი დაავადება რაც აქამდე გამქრალიყო ახლა იჩინა თავი, ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააჩქარა გამგზავრების იდეა.
2299 13 სექტემბერი იგივე მოხდა ავსტრიაში, მაგრამ ახლა ათჯერ მეტი მსხვერპლი, შვეიცარიიდან გამოქცეული ადამიანები რომლებმაც თავი აქ შეაფარეს, ოცდაათი მილიონი ადგილობრივი, ყველა დაიღუპა.
2299 25 სექტემბერს დაითვალა ადამიანთა რიცხვი დედამიწაზე, მარსსა და ახლად აღმოჩენილ პლანეტა
"აჰა"_ზე და შეადგინა 110 მილიონი
2299 19 ოქტომბერი დაიგეგმა პირველადი გამგზავრება, არა ხუთიათას კაციანი ეკიპაჟი, არამედ ათი ათასიანი, რაც ორჯერ მეტს ნიშნავდა, ამათგან ხუთი გაემგზავრებოდა პლანეტა აჰაზე, ხოლო თხუთმეტი პლანეტა მარსზე და დედამიწიდან გადაიყვანდა მოსახლეობას.
2299 1 ნოემბერი დილას თხუთმეტი ხომალდი ემზადებოდა, მე კი მეძინა ტკბილად, ამ დროს შემოდის ჩემი და მონიკა, რომელიც მეძახის, რომ უნდა ავდგე სწრაფად, როდესაც ვკითხე თუ რა ხდებოდა, მითხრა რომ საჯარისო ნაწილები ბრძოლისთვის ემზადებოდა,
სარკეში რომ ჩავიხედე დავინახე დარაბა საითკენაც რაღაც მოფრინავდა, იარაღს ხელი დავავლე, იარაღს რომელსაც წამში ათი ტყვიის გასროლა შეეძლო თანაც ისე, რომ ოცდაათ სანტიმეტრიან
რკინას ხვრეტდა, მიზანი სამი კმ. ასე რომ მთავარი იყო შენი ბრძოლის უნარი, რაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილიყო,
ვიცოდი რომ ბოლოს სამი მილიონი სამხედროს და პოლიციელს დაემატა ასი ათასი კადეტი მათ შორის მე გამიმართლა, რომ ასმეთაური გავხდი და ვაკონტროლებდით 777_ე უბანს სადაც ათი ათასამდე ან ცოტა მეტი მოსახლეობა ცხოვრობდა, ერთი წუთით ვფიქრობდი რატომ გაუქმდა ორ მილიონიანი დასავლეთის არმია თუმცა რაღა დროს ეს იყო, ამ ჩემს ფიქრებში იმ პატარა ხომალდმა მიმართულება შეიცვალა და გენ-შტაბის შენობა დაბომბა დიდი ვერაფერი უქნა, მაგრამ დავინახე, რომ რამდენიმე კადეტი დაიღუპა
გამოვედი როგორც იქნა ჩემი ოთახიდან, ჩემს ასეულში ყველა წარმოშვებით ქართველი და ერთი დანიელი გოგო იყო, ზოგადად გოგო ასეულში სამი იყო, ორი ჩემი და და ერთი დანიელი სახელად დანიელა, ეს ჩვენ შევარქვით, ასეული მზადყოფნაში მოვიდა, შეისხეს შეიარაღება და გავედით, მოსახლეობას, რომლებიც გარეთ იყვნენ თავდასხმის დროს არ გაუმართლათ ბავშვები, ქალები, კაცები და ყველა, ძირს იყო მოფანტული. მივუახლოვდი ერთერთს დავიხარე, ხელი დავადე უცებ მანაც მომკიდა ხელი, ამ სიტუაციაში გული კინაღამ გამისკდა ვხედავ ვის, ვისდა ჩემ ჩინელ მეზობელს იაჰო იანს, ვინც მასწავლებელი იყო 1235 უბნის სასწავლებელში, სადაც ერთი წელი მეც ვსწავლობდი. ნასროლი არც კი ჰკონდა ისე კვდებოდა 27წლის ადამიანი ვინც არაფერს უშავებდა ამ მახინჯებს, წამოვდექი და ჯერი მივუშვი და თან ვიძახი თქვე მახინჯო არსებებო, თითქოს ამ სიტყვებით მორალურად ვჩაგრავდი და ამ დროს შემნიშნა ერთმა ხომალდმა, ბევრს შეეშინდებოდა ჩვენ კი ასერთივემ დავიწყეთ სროლა მისი მისამართით და ჩამოვაგდეთ კიდეც მაინტერესებდა ვინ იყო, რა უნდოდა მივედით მეც და ყველანი, ერთიანი ძალისხმევით მოვგლიჯეთ კარი და ვხედავთ არაფერს, არც არავინ, არც მკვდარი და არც ცოცხალი, ამან გაგვაკვირა ვიცოდით, რომ ჩვენც უამრავი ტექნოლოგია თუ აპარატი შეგვექმნა, თუმცა არა ასეთი, ამ აპარატს ჰქონდა ერთადერთი ეკრანი სადაც ეხატა მთელი დედამიწა, მივხვდით, რომ ამას ადამიანი არც და ვერც იზამდა იმის გამო, რომ ეს ხომალდი საჭირო იყო, მეთვალყურედ ათი კადეტი დავტოვე, დანარჩენები გავემართეთ შტაბ-ბინისკენ სადაც სროლის ძლიერი ხმა ისმოდა, შევხედე ბავშვს, რომელსაც ვერ გაეგო თუ სად იყო და რა ხდებოდა მის თავს, პირდაპირ მისკენ გავემართე, ისიც წამოდგა ფეხმოკეცილი მდგომარეობიდან და ....
დაიწყო ისტერიული სიცილი, ამ დროს მისკენ სვლა შევაჩერე და დაკვირვება დავიწყე, ისიც თან იცინოდა და თან გვაკვირდებოდა ჩვენ, მერე მონიკამ დამიძახა და მეც უკან მივიხედე სულ რაღაც სამი წამით და როდესაც ისევ ბავშვისკენ მოვიხედე სადღა იყო, არსად ჩანდა, არც ის და არც მისი ისტერიული სიცილი, მეც არ დავიბენი და გადავწყვიტე მივახლოვებოდი იმ ადგილს სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვი იყო, მეორედ დამიძახა ჩემმა დამ, მაგრამ იმდენად ვიყავი დაძაბული უკან არ მივიხედე, როცა ადგილზე მივედი ვნახე უცნაური რამ, და წამოვიღე კიდეც, როცა შტაბ-ბინასთან მივედით დავინახეთ, რომ აქ ერთი ფრონტი იყო მოწყობილი იქეთ ადამიანები, აქეთ ხომალდები, ჩვენც ხუთ კაციან ჯგუფებად დავიშალეთ და დავიკავეთ მარცხენა და მარჯვენა ფლანგები ნახევარ საათიანი სროლის შემდეგ ჩამოვაგდეთ ოცდაათამდე ხომალდი, მაგრამ ცამეტი ჯარისკაციც შეეწირა ამ მოგერიებას, არც ვიცოდით ვის ან რას ვებრძოდით და რატომ მოხდა ისე, რომ ეს ხომალდები თავდაცვითმს ტექნოლოგიებმა ჩვენამდე მოუშვა.
2999 3 ნოემბერს გაირკვა, რომ პლანეტა აჰას ნახევარს უკვე ეს მახინჯები აკონტროლებდნენ და იმისთვის, რომ ეს პლანეტა საბოლოოდ არ დაგვეკარგა, გადაწყდა საჯარისო ოცი ათას კაციანი ნაწილის გადაყვანა სამიათასამსე მებრძოლი აჰაზეც იყო და ახლა მთავარი ჩვენთვის მტრის შეჩერება გახლდათ.
2999 15 ნოემბერი, ჯერ გავემგზაცრეთ პლანეტა მარსზე სადაც ხომალდები საწვავით დაიტვირთებოდა, თუ აქამდე ერთი ხომალდით რამდენიმე ათასი ადამიანის გადაყვანა შეიძლებოდა, ახლა მხოლოდ ორი ათასი გადაყავდა ალბათ ამის მიხედვით მიხვდებით ხომალდების რაოდენობას, ასეთი შემცირების მიზეზი ტყვია-წამალისა და სხვადასხვა ტექნიკის სიმძიმე იყო.
2999 30 ნოემბერს დამთავრდა მზადება მარსზე, შეივსო ავზები, იმის გამო, რომ მალე უნდა ჩავსულიყავით აჰაზე, ხომალდებმა აკრიბეს მაქსიმალური სიჩქარე და უკვე 13 დექემბერს ადგილზე ვიყავით.
2999 13 დეკემბერს უსაფრთხოების მიზნით ათი ხომალდიდან დავეშვით მეშვიდე ხომალდის ჯარისკაცები, პირველად შევეხე აჰას ნიადაგს, სხვებს ნუ უმრავლესობას აქ ყოფნის გამოცდილება უკვე ჰქონდა, მაგრამ მე და ჩემს ასეულს ჯერ არა,

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 21, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

UFO 2299Where stories live. Discover now