☆Part 1☆

31 2 0
                                        

-დღეს 3 იანვარია, ჩემი დაბადების დღე.- ამბობს ჯუჰუნი- ალბათ გაინტერესებთ როგორ ავღნიშნავ. როგორც ყოველთვის ჩემ სამ გიჟთან ერთად.წავედი გავემზადები.

ჯუჰუნი სკოლის ბენდში მღერის და უკრავს კლავიშებზე.ბენდს "KNIFECORE" ჰქვია.ჯერ არც ისე პოპულარულები არიან მაგრამ ხშირად იწვევენ მათი ქალქის წვეულებებზე.ჯუჰუნის გარდა ბენდში კიდევ 3 წევრია, მარტინი (ბენდის ლიდერია, მღერის და უკრავს დრამზე), კონო (მღერის და უკრავს გიტარაზე) და ნარი (ვოკალისტია). მარტინი და ჯუჰუნი ბავშვობის მეგობრები და კლასელები არიან. ისინი ერთად ცხოვრობენ რადგან მარტინი 2 წლით ამერიკაში იყო წასული მაგრამ იქაურობას ვერ შეეგუა და ისევ კორეაში დაბრუნდა, მშობლები კი იქ დარჩნენ. ჯუჰუნის მშობლები კი გაშორებულები არიან და ბებომ სახლი მას დაუტოვა, ამიტომ გადაწყვიტეს დამოუკიდებლად ცხოვრება დაეწყოთ. წელს სკოლას ამთავრებენ და კოლეჯშიც ერთად აპირებენ ჩაბარებას. კონო და ნარი კი მათზე 1 წლით პატარები არიან.

•Groupchat•
კონო:სად ვიკრიბებით?კაფეში დავსხდეთ თუ ჩვენს პარკში?
მარტინი:მგონი სჯობს პარკში დავსხდეთ, არავინ იქნება.
ჯუჰუნი:კარგი, იქ შეგხვდებით 2 საათზე.

•2 საათი•
კონო და ჯუჰუნი უკვე პარკში არიან და დანარჩენებს ელოდებიან. და აი ისინიც,ნარი და მარტინიც გამოჩდნენ ტორტით ხელში. ჯუჰუნს რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა,თითქოს არ იცოდა,რომ მარტინი ტორტს უყიდდა.
ბევრი გაერთნენ, სამაგიდო თამაშებიც ითამაშეს და როცა სახლში აპირედბდნენ წასვლას სტვენა შემოესმათ. ეს ჯეიმსი იყო,მის გვერდით კი სონგჰიონი იდგა.

ჯეიმსი იგივე სკოლაში სწავლობდა რომელშიც ახლა ჯუჰუნი სწავლობს და ხშირად ამცირებდა მას და მის ბენდს. ამ საქმეში სონგჰიონიც არის გარეული,რადგან ჯეიმსის უახლოესი მეგობარი და კონოს პარალელური კლასელია.

ჯეიმსი: ვისი დაბადების დღეა? ჯუჰუნ,შენი?
ჯუჰუნი: ...
სონგჰიონი: რატომ არ დაგვპატიჟე ჯუჰუნ? გვეწყინა...
ჯეიმსი: ტორტი მაინც მოგვიჭერით რა უპატივცემულობაა...
მარტინი: დაახვიე.
ჯეიმსი: უკაცრავად? მომესმა?
მარტინი: არა,სწორად გაიგე, დაახვიე-თქო.
სონგჰიონი: კონო, შენგან მაინც არ მოველოდი ასეთ დახვედრას...
ჯეიმსი: მოდი ცოტა გავერთოთ. გიტარა სად გაქ კონო?
კონო: ნარი,წავედით.
ჯეიმსი: რატო? ჯერ გართობა არ დაწყებულა. გვიმღერე ნარი.
სონგჰიონი: გვიმღერე! გვიმღერე!
მარტინი: გართობა გინდა? მოდი გავერთოთ. *დანა აიღო*
ნარი: მარტინ, არ გინდა...

ჩხუბი დაიწყეს. ჯეიმსმაც მისი ჯინსის უკანა ჯიბიდან დანა ამოიღო. კონო და სონგჰიონიც გამწარებული ურტამდნენ ერთმანეთს, ჯუჰუნი კი მათ აშველებდა.
ამ ყველაფერს ნარი უყურებდა და ტიროდა. მას ბავშვობის ტრამვა აქვს. მისი მშობლები ხშირად კამათობდნენ. დედამ ვეღარ გაუძლო და მამა დანით დაჭრა. ის ადგილზევე გარდაიცვალა, დედა კი ახლა ციხეშია.
როცა სონგჰიონმა ატირებული ნარი დაინახა მისკენ გაიქცა,ხელში აიყვანა და მანქანისკენ გაექანა.მას ჯუჰუნი და კონო დაედევნენ. ჯეიმსიც მათ გაეკიდა და ჯუჰუნს გაასწრო კიდეც. ორივე მანქანაში ჩასხდნენ ნარისთან ერთად და გაიქცნენ.მარტინი მის მანქანას ეცა მაგრამ როცა ძირს დავარდნილი ჯუჰუნი დაინახა კონოს უთხრა დარჩენილიყო,თვითონ კი ჯეიმსს დაედევნა.
კონო უკან მიბრუნდა და სისხლში ამოსვრილი ჯუჰუნი დაინახა. მას სისხლი ცხვირიდან სდიოდა.

კონო:ჯუჰუნ რაგჭირს?კარგად ხარ?
ჯუჰუნი:კი, ნუ ღელავ, ალბათ ვიღაცის ხელი მომხვდა, სერიოზული არაფერია.
*კონომ მაისური გაიხადა და ცხვირზე მიადო, რათა სისხლდენა როგორმე შეეჩერებინა*
კონო: მაგრამ როცა მორბოდი სისხლი არ მოგდიოდა.
ჯუჰუნი:რატო მობრუნდი?გაიქცნენ?
კონო:რატო მოვბრუნდი?შენ გეგონა ასე დაგტოვებდი? თან ირგვლივ არავინაა, რამე რომ მოგსვლოდა?
ჯუჰუნი:მაგრამ ნარი?
კონო:მარტინი გაეკიდა. იმედია დაეწევა.
------------------------------------------
იმედია მოგეწონათ:))

MY 18th BIRTHDAY (ქართულად)Stories to obsess over. Discover now