...

32 6 0
                                        

26 სექტემბერი, საღამოს 6:52 სთ.

მომენატრე, მა..

ცოცხალი ხარ, სადღაც ახლოს. შემიძლია კიდეც, მოგწერო ან დაგირეკო. მაგრამ მე შენი ქალიშვილი ვარ, სისხლში შენი სიბრაზე მიჩქეფს და დედას გადამეტებული სიამაყე.

არ მინდოდა შენნაირი ვყოფილიყავი.
ან დედასნაირი.
მაგრამ ჩვენი, გოგოების საშინელი წყევლაც ხომ ესაა? დაემსგავსო მშობლებს ყოველთვის.

ციკლის გატეხვა, რომ უკეთესი ვიყო?
რატომ უნდა მინდოდეს ეს?
შენც ხომ ცხოვრებას ჰეროინი და ათასი შხამი არჩიე?
შენი პატარა გოგონას პირველ სიტყვებს კი სასმელი არჩიე..
სიყვარულს ბრაზი, ჩხუბი და საშინელი სიტყვათა კორიანტელი არჩიე.

ალბათ შენი სიძულვილი დედასგან დამყვა თან, მაგრამ აი ჩემი პირადი წყევლა: გულის სიღრმეში ვიცი, რომ შენს საფლავზე ყველაზე დიდ ხანს მე დავრჩები.

მაგრამ შენ ძალიან განსხვავდები ახლა, ცოცხალი ჩონჩხი ხარ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სიკვდილსაც ვერ ბედავს, იმის მიუხედავად, რომ ამას მთელი გულით ნატრობს.

ადრე ასე არ იყავი.
ალბათ.
ხანდახან იცინოდი ხოლმე, როცა ნასვამი და გაბრაზებული არ იყავი.არც ასეთი გამხდარი ყოფილხარ.

საწყალს ყველა ძვალი დაგსტყობია.

ზოგჯერ ღამე ქეიფიდან დაბრუნებულს ჩემთვის შოკოლადი მოგქონდა, იცოდი რომ მიყვარდა.

ახლა ისიც აღარ იცი, როგორ შევიცვალე.

აღარ მიყვარს ის შოკოლადი, ადრე რომ მოგქონდა.
არც ვარდისფერი მიყვარს და არც პრინცესასავით გამოწყობა.

მინდა ისევ შენი პატარა ურჩი გოგონა ვიყო, მაგრამ შენ შეიცვალე და არც მე დავრჩი იგივე.
თუმცა ეს გარდაუვალიც კი იყო, ხომ ასეა? შენი ცხოვრების წესი არ იყო საუკეთესო.ვერ ვიტანდი ამ გზას და არც დედას ეხატებოდა გულზე არასდროს.ალბათ ამის გამოც ჩხუბობდით ყოველ საღამოს და მერე ღამეც..

მე კი, რაზეც მტკიცე პირობა დავდე საკუთარ თავთან, რომ არასდროს მოვწევდი სიგარეტს, რომ არასდროს შევიყვარებდი სასმელს, რომ არასდროს შევიძულებდი დედას და რომ არასდროს ვიქნებოდი შენი შვილი, ყველა დავარღვიე.
შენი ცხოვრების გზა ავირჩიე.შენ რაც გაუთელავი დაგრჩა ახლა მე ვტკეპნი და ვერც კი ვხედავ, სად მიდის ეს წყეული ბილიკი.
მაშინ მივხვდი, რომ ეს თვისებაც შენგან მერგო.
მთელი ჩემი სული ცრუ დაპირებებითა და ლამაზი ტყუილებით ავავსე, რომ ბოლოს ისევ მე ჩავიხრჩო მათში.

მაპატიე.
მაინც ავირჩიე, რომ შენი შვილი ვიყო.

untold.Where stories live. Discover now