.2.

14 6 3
                                    

ენჯი — ეს თაფლისფერთმიანი თეჰიონი იყო.-კიდევ ერთხელ სალამი პირველკურსელო.

-არ მომწონს პირველ კურსელს, რომ მეძახი!

-მე მომწონს.

-თეჰიონ!

-ოჰ, ლამაზო, რალამაზად ჟღერს ჩემი სახელი შენი ბაგეებიდან.

ამ თეჰიონმა საშინლად ბევრი ლაქლაქი იცის. როგორც უკვე გითხარით დიდად არ ვარ სოციუმის მოყვარული ადამიანი. მგონი მიხვდით ხო? ეს ვიღაც თეჰიონი კი უკვე თავს მატკიებს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრჯერ ვუთხარი არ მჭირდებოდა სახლამდე მიცილება, ყურიც არ შეუბერტყავს, მაინც ჩემს გვერდით მოდიოდა. ათას უაზრობაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემი ფიქრები ისევ იმ შავგრემან, პირსინგიან ბიჭთან გარბოდნენ, რომელსაც ორ თითს შორის სიგარეტი მოექცია და ჩემს ოთახის მეზობელს კოცნიდა...

-მოვედით. -წამოვიძახე, მას მერე, რაც საერთო საცხოვრებელი დავლანდე.

-აქ ცხოვრობთ?

-როგორც ხედავ, კი. -ვუთხარი და შესასვლელთან დავდექი. თეჰიონი მოულოდნელად საუცხოოდ ახლოს მოვიდა ჩემთან. თითებით ნიკაბი დამიჭირა, თავი ამაწევინა და მაკოცა.
კოცნა ნაზი და ჰარმონიული იყო. ვერ გეტყვით მიზეზს, თუ რატომ შევხსენი ტუჩები და რატომ ავყევი, მაგრამ ის ცხადი იყო, რომ როგორცკი თვალები დავხუჭე ისევ ის წყეული პირსინგიანი, სიგარეტ გაჩრილი ბიჭი, ჯეონ ჯონგუკი ამომიტივტივდა თავში.
_____________________________

დილა თავის ტკივილით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ დამილევია, მაინც დამძიმებული იყო ჩემი გონება. გვერდით გავიხედე და ნარა დავლანდე. ტანსაცმლით იწვა. ალბათ, ახალი მოსული იყო, რადგან ტანსაცმლიანი ეგდო საწოლზე და ჩანთა და ტელეფონი ისევ ხელში ეკავა.

-ენჯი? გღვიძავს?

-მჰმ, რა არის?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 04 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐌𝐞𝐦𝐨𝐫𝐢𝐞𝐬 | J.JKWhere stories live. Discover now