ერთი ადამიანი, ყველაფრის გამნადგურებელი

2 0 0
                                    

გამარჯობა, მე ანნა ვარ, 18 წლის. აღარ მაქვს, ის ემოციები რაც რამოდენიმე წლის წინ მქონდა. ვფიქრობ, ახლა უფრო შეშლილს ვგავარ.
     5 წლის წინ, როცა 13 წლის ვიყავი დედა და მამა დაშორდენ ერთმანეთს, ისინი ისედაც ყოველთვის ჩხუბობდნენ, მათ არასდროს არ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ამიტომ სულ სტრესში ვიყავი. კიდევ კარგი უფროსი ძმა მყავდა იმ დროს, რომელიც ჩემს გვერდით იდგა ყოველთვის. მხოლოდ მას ვუყვებოდი ჩემს მენტალურ პრობლემებზე. რაც დედ-მამა დაშორდნენ ერთმანეთს, მამაჩემი უცხოეთში წავიდა და 3 წლის შემდეგ, როდესაც მთვრალი მამაჩემი უკან დაბრუნდა ჩვენს სახლში, იგი დედას შემორიგებას ცდილობდა. დედა სულ უარზე იყო, მე ვკანკალებდი, ჩემი ძმა კი მეხუტებოდა ძლიერად და მამშვიდებდა. უარის გამო გაბრაზებულმა მამაჩემმა დედაჩემი დაჭრა, მახსენდება ის სისხლიან დანა, ის ციფრები და ხმები, თუ რამდენჯერ ჩაარტყა მუცელში ჩემს ლამაზ დედიკოს.
     არ მინდოდა ეს სცენა გამეხსენებინა. ჩემი ძმა ბრაზისაგან მამაჩემს დანით გაეკიდა, მაგრამ ამავე საღამოს ისიც დაიღუპა. მე არ მახსოვს, როგორ მოკლა მამამ იგი. გონება დავკარგე, ხოლო როცა გავიღვიძე მეორე დილა იყო. მე სისხლის გუბეში ვიწექი, ოღონდ არა ჩემი, არამედ დედაჩემის და ჩემი ძმის სისხლის გუბეში.
    მას შემდეგ მამაჩემი არ გამოჩენილა. ამ ამბავიდან 2 წელი გავიდა და ამ დროის გამავლობაში მარტო ვიყავი, რადგან აღარავის ვენდობოდი, საკუთარ მამას ვენდე და მის გამო ორი ძვირფასი ადამიანი მოკვდა, ამ მიზეზით რანაირად ვენდობოდე ვინმეს, სანამ ის ერთი ბიჭი არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, ნამუსი არ მაქვს,  რადგან ჩემი წარსულიდან გამომდინარე კიდევ ვინმეს ვენდობი. მე ის 1 წლის წინ გავიცანი, იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია, მისი სახელი ჯოინია, მას ძალიან ვენდობი(როგორი უნამუსო ვარ;)), ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა, და ყველანაირ რთულ მომენტში გვერდში მიდგას

***

-რა ხდება? ჯოინ! მიპასუხე!

-ანნა არ მოხვიდე.. აქ...!

ცემის და ჯოინის ტკივილის ხმა მესმის. ვუახლოვდები, სისხლის სუნია, რა ხდება...? რა ხდება...?

-ჯოინ! ჯოინ! გთხოვ! მითხარი სად ხარ!

-ანნა... გაიქეცი... გთხოვ... ძალიან...!

ვეძებ, ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ ჯოინს, გარშემო სულ ნანგრევებია, დავრბივარ, ვეძებ ჯოინს. იქნებ ნანგრევებშია, არა! არა! და არა! ის იქ არ იქნება! ერთ-ერთ დიდ ქვას ფეხი წამოვკარი და ძირს დავეცი. როცა ვცადე წამოდგომა, წინ გავიხედე და დავინახე საშინელება.... ნეტავ საერთოდ არ გამეხედა... დავინახე ნაცემი ჯოინი, რომელსაც წინ მამაჩემი ედგა... როდესაც მამაჩემმა დამინახა, ჯოინს დანა ჩაარტყა მუცელში, ჩემი ცრემლი თვალიდან და მისი სისხლი მუცლიდან ერთიანად მოედინებოდა. მამაჩემი მომიახლოვდა წინ თოფი დამიგდო და მითხრა

-ანნა... ჩემო ლამაზო გოგონა...

დაიხარა და ნიკაპზე ხელი მომკიდა. მისი ხელი გავწიე, არ მინდოდა სისხლით გასვრილი ხელი ჩემს სახეს შეხებოდა...

-ანნა, გთხოვ დაბრუნდი, ჩემთან, ბოლოსდაბოლოს მამაშენი ვარ

-ანნა, არც კი გაბედო... ჩემს გამო კი არა დედაშენის და შენი ძმის გამო არ დაბრუნდე მასთან... შენც იგივეს დაგმართებს რაც მათ დამართა...

ეს როცა ჯოინმა თქვა მამაჩემმა თოფი ამოიღო და გაისმა სროლის ხმა. ეს არ იყო იმ თოფის ხმა, რომელიც ჯოინს უნდა მოხვედროდა, ეს ხმა ჩემი თოფიდან იყო, რომელიც მამაჩემმა ძირს დამიგდო... მისი მუცლიდან სისხლი წყაროსავით მოედინებოდა. იგი ეგრევე დაეცა ძირს... მე მომენტალურად ჯოინთან გავიქეცი, ის ტკივილი, რომელიც ნანაგრევებში წაქცევამ გამოიწვია აღარ მაინტერესებდა. მხოლოდ ჯოინი მადარდებდა... ის მიყვარს... ძალიან მიყვარს...

-...ანნა... მადლობა... შენ მე სამოთხე მაჩუქე... ძალიან მადლობელი ვარ.... ახლა მშვიდად ვიქნები... მიყვარხარ.....

-ჯოინ, რატო ამბობ ამას? მოიცა არა! არა! არ თქვა ეს! ამაში რას გულისხმოვ ჰა? ჯოინ! ჯოინ!

მისი თვალები იხუჭებოდა ნელ-ნელა და ეგრევე დავიწყე მისი შენჯღრევა, ვცდილობდი გამომეღვიძებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... ძირს ვიჯექი, მას ვუყურებდი და ცხარე ცრემლით ავტირდი

Chegaste ao fim dos capítulos publicados.

⏰ Última atualização: Apr 19 ⏰

Adiciona esta história à tua Biblioteca para receberes notificações de novos capítulos!

არც კი გაბედო, ანნა!Onde as histórias ganham vida. Descobre agora