4თავი

40 4 1
                                    

კიდევ გადის მტანჯველი თვეები. სკოლაც დავამთავრე , ბანკეტიც მქონდა. ალბათ, თითოეული გოგოსთვის ეს ყველაზე ამაღელვებელი და ბედნიერი დღეა. თითქოს ამ დღეს იწყებ შენი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. მახსოვს ბავშვობიდან ვოცნებობდი ბანკეტზე, მინდოდა პრინცესას კაბა ჩამეცვა და პრინცთან ერთად მეცეკვა. ეჰ, ბავშვური სულელური ოცნებები, რომლებსაც ახდენა არ უწერიათ. ჩემთვის ეს დღე წამებად იქცა. დედის თხოვნით რაღაც კაბა შემოვიტმასნე. მგონი არც შევღებილვარ, მაღლებზე ლაპარაკიც ზედმეტია, სარკეში თუ ჩავიხედე? კი ჩავიხედე და იქ მხოლოდ ჩემი სასოწარკვეთილი სახე დავინახე. ან რა აზრი ჰქონდა გალამაზებას. ერთადერთი, ვინც მიყვარდა და ვისი აზრიც მეძვირფასებოდა ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით ჩემს გვერდით არ იყო და ვერც დამინახავდა.
ახლა უკვე სტუდენტი ვარ. ნელ-ნელა ვისწავლე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. მართალია, ყოველდღე მახსენდება, მენატრება , განვიცდი მის არ ყოფნას , მაგრამ მაიინც ვარსებობ, მხოლოდ და მხოლოდ ვარსებობ.
სწავლას მუშაობასაც ვუხამებ. რობოტივით დაპროგრამებულად ვმოქმედებ. არც ერთ ჩემს ნაბიჯს გულწრფელი ემოცია არ ახლავს. ვსწავლობ , რათა ჩემი მშობლების იმედები გავამართლო, მათ ხომ ყველაფერი ჩემს კეთილდღეობას შესწირეს. რამდენჯერ დაგვტყდომია თავს მატერიალური პრობლემები, მაგრამ ისინი, ირაკლისთან ერთად ჩემს სწავლაზე იყვნენ გადმორთულები, ცდილობდნენ, სათანადო განათლება მიმეღო და მომავლის გზაც გამეკაფა. მეც სწორედ მათი ამაგის დაფასება მინდა, მაგრამ ჩემი სწავლა მხოლოდ დაზუთხვაა, ან როგორ შემიძლია საფუძვლიანად შევისწავლო რაღაც, როცა გონება ყოველთვის ნიკას სახესა და მის დიდრონ თვალებს მაცქერინებს. რომ შემიყვარდა განა ეს ჩემი ბრალია? არა ეს მისი ბრალია, მისი ღიმილის , მისი მოციმციმე თვალების ბრალია. რა ნათლად შემიძლო დამენახა მისი სულის სისპეტაკე და ამაღლებულობა ამ ორ ვებერთელა ცისფერ თვალებში. იცით მისი თვალები რას გავდა? მოწმენდილ ცას, ანკარა წყაროს, სავსე მთვარესა და მცხუნვარე მზეს გავდა . ისინი სიხარულით მავსებდნენ, გაყინულს მათბობდნენ, მწყურვალს მასმევდნენ, სევდას მიქარწ....ბდნენ და სიხარულს მჩუქნიდნენ. მისი თვალები ზღაპარი, ცაში ელვა, სიცოცხლის მომნიჭებელი ელექ იყო.
იცით წარსულში რატომ ვსაუბრობ? იმიტომ , რომ მორჩა, მან მიმატოვე, მარტოსულობისა და უდიდესი ტკივილისთვის გამიმეტა.
ვცდილობ საკუთარი გონება ვაიძულო, რომ ის მიივიწყოს, მაგრამ ის კი არ ვიცი გულს რა მოვუხერხო. მას ხომ ვერ ვუბრძანებ და ისიც თავისუფლებით გათამამებული ამომძახის, რომ მთელი არსებით მიყვარს და მენატრება. რა იქნება, რომ ვნახო? არც დაველაპარაკები არც შევეხები, უბრალოდ მისი ღრმა ყოვლისმომცველი თვალებისთვის მაცქერინა და მაგრძნობინა, რომ ახლოსაა, რომ სუნთქავს, რომ ბედნიერია. მაგრამ ეს ნატვრაც აუხდენელია, უკვე კარგა ხანია შევეგუე ჩემს უიღბლობასა და აუხდენელ ოცნებებს. მეც განვაგრძობ უაზრო ცხოვრებას, ვსუნთქავ, ვმოძრაობ, ვიკვებები, წყურვილს ვიკლავ, მაგრამ არც ერთ ჩემს ქმედებაში სილაღე და ცხოვრების წყურვილი არ იმჩნევა. ჩემი ღიმილიც ძალდატანებულია - არ მინდა ოჯახის წევრებს გული მოვუკლა, მეგობრები გავანაწყენო, ამიტომაც დილიდან საღამომდე სევდიან სახეზე ღიმილს ვიკრავ. მხოლოდ ჩემი პირი იღიმის აბა თვალებს ჰკითხეთ? ჩამხედეთ თვალებში და ნახავთ, რომ იქ წყვდიადია, მხიარული გოგონას მოციმციმე თვალები სადღაც გამქრალა და ნაპერწკალთა ადგილას სიბნელეს დაუბუდებია.
არაფრობაა! ჩემი ცხოვრება არაფრობაა! ჩემს შიგნით უზარმაზარი სიცარიელეა. სხვათათვის მე ბედნიერი გოგო ვარ , რომელსაც უნივერსიტეტის მეგობრები გვერდს უმშვენებენ და თაყვანისმცემლების რაოდენობაც საგრძნობლად მოემატა, ყოველდღე კაფეში, ხან პარკში დაატარებენ და ძვირფასი საჩუქრებით ამკობენ.
მე რას ვფიქრობ? როგორი დამოკიდებულება მაქვს ამ ბიჭების მიმართ? არანაირი, გულგრილსაც ვერ დავარქმევდი, უბრალოდ არანაირი. პაემანზე შემამკობენ ათასნაირი კომპლიმენტებით. ზოგიერთი ისე გულწრფელად გადაგიშლის მაღალფარდოვან სიტყვებს , შეუძლებელია გოგო არ მოხიბლოს, მაგრამ ჩემთვის ისინი, მათი ქცევებიც , საუბარიც სულ ერთია, რადგან მათი თვალები არაფრის მთქმელია, აი მისი კი ყოველთვის გარკვეულ გრძნობას გადმოცემდა და შინაგანად მაფორიაქებდა.
ლიზა როდის შეძლებ უბრალოდ წერტილი დაუსვა ამ ტანჯვას? მას არც კი უფიქრია შენს მდგომარეობაზე, ამიტომაც მიგატოვა. გეყოს! საკუთარი ცხოვრებით იცხოვრე . შენს ირგვლივ ყველა ხარობს და შენ რატომ არ აძლევ უფლებას საკუთარ თავს რომ ბედნიერი იყო?
ეს აზრები მიტრიალებდა თავში, როცა ლუკას ხმამ გამომაფხიზლა
-ლიზა! ლიზა აქ ხარ? რას დალევ-მეთქი მესამეჯერ გკითხე უკვე, ხომ კარგად ხარ ლიზა? ფერი არ გადევს.
- არაფერია..... წყალი თუ შეიძლება
- მოიცა წყლის დასალევად მოგიყვანე აქ? რამე უფრო მაგარი რომ შემოგთავაზო უარს მეტყვი? მგონი ახლა ცოტაოდენი ალკოჰოლი ორივეს გვჭირდება .
არ ვიცი რატომ , მაგრამ ლუკა ყოველთვის ხვდება როგორ განწყობაზე ვარ, თავსაც არასდროს მაბეზრებს ზედმეტი კითხვებით, მის წინადადებაზე ცოტაოდენი ვიფიქრე , მაგრამ მაინც უარვყავი. არ ვაპირებ მოგონებები სასმელში ჩავკლა, მე ხომ სწორედ ეს მოგონებები მაცოცხლებს. იქნებ მაზოხისტი ვარ კიდეც, მაგრამ არ შემიძლია და არც მინდა მისი ფირუზისფერი თვალები ამოვიგდო და წავშალო მეხსიერებიდან.
ლუკას ძალა არ დაუტანებია. ბევრი ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ რა, ის ლაპარაკობდა მე კი ვუსმენდი. თავს ძალას ვატანდი , რომ მომესმინა, რადგან ისევ ნიკა მიტივტივდებოდა გონებაში და არ მინდოდა ჩემს უყურადღებობას ლუკასთვის გული ეტკინა. ვგრძნობდი , რომ ლუკას ჩემთან ახლოს ყოფნა უნდოდა, მე კი ჩემი უბედურების გამო მას ტკივილს ვერ მივაყენებდი. სინდისი არ მაძლევდა უფლებას ცივი ტონით მომეშორებინა თავიდან, ხელი მეკრა მისთვის. მე ხომ თავად განვიცადე ხელის კვრისგან მიწაზე დანარცხების სიმწარე. ამიტომაც ლუკას მაქსიმალურად თავაზიანად ვექცეოდი და მასთანაც ჩემს ღიმილის ნიღაბს ვიკეთებდი.
უკვე გვიანი იყო, წასვლა მინდოდა, ლუკაც მიმიხვდა, ანგარიში გაასწორა და სახლამდე მიმაცილა, შინ შევიპატიჟე, ის ხომ ჩემს ოჯახს კარგად იცნობდა, თან ინტუიცია მკარნახობდა, რომ ლუკას დიდი ხნის წინ აეხსნა ირაკლისთვის თუ რას განიზრახავდა ჩემთან მიმართებით. ამიტომ არც მიკვირდა , რომ ირაკლი არ მიშლიდა ლუკასთან შეხვედრებს. ჩემდა გასაკვირად ლუკა დამთანხმდა და მე_6 სართულზეც ავედით. სახლის კარი გამოვაღე და მოულოდნელობისგან პირი დავაღე. ვინ საით გარბოდა ვერ გავიგე. დედა ხან სამზარეულოში შეძვრებოდა ხან სასტუმრო ოთახში თეფშებით შემოფარფატდებოდა, მამაჩემი ღვინოს დოქებში ასხამდა და სიამაყის ღიმილიც აღბეჭვდოდა სახეზე, ნუგზარი ხომ მის ნახელავს უცქერდა და ტკბებოდა თეთრი ღვინის სიდიადით. ირაკლი ძალიან აღელვებულიყო და აქეთ-იქით ბოლთას სცემდა. ლუკას დანახვაზე, ჩვენსკენ წამოვიდა , გადაეხვივნენ და მოიკითხეს ერთმანეთი. ქალბატონ ლიას სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა, როგორც ჩანს დედაჩემს მეტისმეტად მოსწონს ლუკა და მომავალ სასიძოდაც ესახება.
მე ვიკითხე რა ხდება მეთქი . რადგან ჯერ კიდევ ვერ გამეგო, წარმოქმნილი აჟიოტაჟის მიზეზი. ირაკლი, როგორც ყოველთვის, ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა: სტუმარს ველოდებითო. ჩემი რეაქცია ნული. საერთოდ არ მაღელვებდა ვინ მოვიდოდა. რაც ახლა მეწადა ლუკას წასვლა და ჩემს ოთახში შეკეტვა იყო, რა ვქნა ჩემი ბალიში მომენატრა,რომელიც ერთგულად და მდუმარედ ითმენს მდუღარე ცრემლებს, ითმენს ჩემს გულისგამაწყალებელ ვაებას, რომელიც ზოგჯერ კნავილში გადამეზრდება. ხომ ვამბობ მაზოხისტი ვარ მეთქი . საკუთარი ტანჯვა მსიამოვნებს მგონი. რა ვქნა არ შემიძლია ყველასთან ერთად ვიმხიარულო, ან რა მაქვს სამხიარულო , როცა ნიკა აქ არაა.
დრო გადიოდა , დედაჩემი იმის შიშით, რომ სუფრის გაშლასა და კერძების მომზადებას ვერ მოასწრებდა ფორიაქობდა, მაგრამ ლუკასთან ქოთქოთს თავს მაინც არ ანებებდა.
წესით ახლა უნდა მეძინოს, მაგრამ ვინ გაცლის ლოგინში მოკალათებას, რატომ შემოვიპატიჟე ვერ ვხვდები, მე უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი , რომ უარს მეტყოდა , მაგრამ არა და ახლაც ჩემს ცხვირწინ ზის და ლიას გამოცხობილ ხაჭაპურს მიირთმევს. კიდევ ვიღაც უცნობ სტუმარს ველოდებით, რომლის ვინაობას არავინ მიმხელს და არც მე ვინტერესდები ზედმეტად. ვიცი მამაჩემის რომელიმე მეგობარი იქნება, რომელიც მოდის იმ მიზნით, რომ ღვინო დააგემოვნოს, ნუგზარს ხომ დანაქადნები ექნება ჩემი ღვინო ყველასას სჯობსო, ხოდა შევამოწმებო ისიც ეტყოდა. საკუთარი ნახელავის დაგემოვნების შანსს კი ნუგზარი ხელიდან არასდროს უშვებს.
როგორც იქნა ზარმა დაირეკა. რაც მალე შემოვა სტუმარი, მით მალე წავა და მეც მით მალე დავკავდები ჩვეული პროცესით.
ირაკლი წავიდა კი არა გავარდა კარის გასაღებად, კარები კინაღამ გამოგლიჯა. მდივანზე მჯდომარემ სახელი გავიგონე, ირაკლიმ ნიკა ახსენა. ძალაუნებურად კარისკენ გავიხედე. იქ ის იდგა. იქ ჩემი ნიკა იდგა
......

ჩემიძმის ძმაკაცი შემიყვარდა (დასრულებული)Where stories live. Discover now