20 ნაწილი

Start from the beginning
                                    

*...*
ლევანი უკვე თავის სახლში იყო ბედნიერი იყო რომ დათოც დააწყვილა ახლა გიოს ჯერი იყო მაგრამ ძალიან გადაღლილი იყო ძლივს დაჯდა სამეცადინოდ გვერდით ლუდი დაიდო და მოსვა როცა ტელეფონი აწკრიალდა სანდრუშა დაეწერა
-აუუ ჩემიკაი...
ტელეფონს ახლა უპასუხა
-ხო სანდრო
-ბიჭო სოფიზე რა ქენი?!
-კაროჩე რაღაცა უნდა გითხრა და არ გაგიტყდეს?
-მიდი
-მე მიყვარს სოფი ბავშვიბიდან უკვე ათი წელია მიყვარს...და ვერ ვუთხარი შენზე...
მოესმა სანდროს სიცილი
-რა გაცინებს ბიჭო?!
-რადა ვიცოდი რომ გიყვარდა მაგიტო გითხარი მე მომწონსთქო რომ ეგ საკითხი დაგეჩქარებინა და მალე გეთქვა მაგ გოგოსთვის!
-ვინ გითხრა შენ საიდან გაიგე?
-ელენე ხომ ჩემი მეგობარია
-ოხ ელეენეე მოვკლავ და შენც ზედ მიგაყოლებ!
მაინც შვება იგრძნო ლევანმა იმის მიუხედავად რომ სიბრაზე უნდა ეგრძნო მალე გაუთიშეს ერთმანეთს ცოტა მოიკითხეს ერთმანეთი და მერე სანდრომ უთხრა სულ მალე ჩამოვდივარო და ისევ სამეცადინოს დაუბრუნდა ლევანი ღამის სამი საათი იყო რომ დაწვა ტელეფონი აიღო და ფეისბუქზე სოფის გვერდის თვალიერებას შეყვა ბავშვობიდან ისე უყვარდა სოფის ფოტოების თვალიერება მის ტელეფონში მხოლოდ მაგის ფოტოებს მონახავდით...ერთხელ დედამისმა აღმოუჩინა და კატოს ისედაც ძალიან უყვარდა სოფი რომ გაიგო მისი ვაჟი შეყვარებული იყო ამ გოგოზე სულ გაგიჟდა სიხარულით სხვა დედებს არ გავდა ისევე როგორც სოფის დედა თეა ესეც ძალიან თანამედროვე და გამორჩეული იყო...უფროსმა ასათიანმაც თემურმაც მალე შეიტყო ეს ამბავი და სულ ამხნევებდა თავის ვაჟს უთხარი მაგ გოგოსო მაგრამ ლევანს თავისი სადარდელი ჰქონდა წამდაუწუმ ეჭვიანობდა რომ ხედავდა რა თვალებით უყურებდა თითოეული ბიჭი სკოლაში სოფის ბევრჯერ უჩხუბია სოფის გამო თავი რომ ვეღარ მოუთოკია მაგრამ სულ სხვა რამეს იმიზეზებდა რომ არავის გაეგო მის გრძნობებზე...ასე ჩაეძინა ტელეფონი ჩართული დარჩა თან მუსიკები იცვლებოდა და თან სოფის სურათი მოჩანდა ეკრანზე ტელეფონზე ჩახუტებულს ჩაეძინა და დილით თავისი ბიძაშვილის ხმა მოესმა
-არ არსებობსს!
ყვიროდა კესანე
-რა გაყვირებს გოგო!
შეფხიზლდა ლევანი
-ეს გოგო ვინაააა?!
კითხა გოგომ და ტელეფონზე ანიშნა თან გახარებული ფეხებს აბაკუნებდა
-სოფი...
გაირინდა ბიჭი როცა ტელეფონს დახედა და გაეღიმა გულში უჩვეულო სითბო იგრძნო
-სოფიიი რა ლამაზი სახელიაა ვინაა ქრაშიი?!
ლევანს გაეღიმა უფრო და კესანეს შეხედა
-კესო რატო ხარ ჭორიკანა?
-აუუუ ანუ გამოჩნდა ის ერთადერთი?!
-ათი წელია გამოჩნდა
-შე გველაძუა რატო არ მეუბნებოდიი?!
-სოფის ძლივს ვუთხარი გოგო!
-უთხარიიი?! შეყვარებულები ხართ?!
-ხო
-და ამას ახლა უნდა ვიგებდე?!
-როდის მოხვედი?
ახლა გამოერკვა ლევანი
-ახლახან! შენ კი უნივერსიტეტში გაგვიანდება
-ვაიმეე სოფიი!
წამოხტა ლევანი უცებ შევარდა აბაზანაში გამოიცვალა და გავარდა აბაზანიდანაც ჩანთა აიღო ტელეფონიც უცებ აიღო
-სოფი კიარა უნივერსიტეტში გაგვიანდება!
-სოფისთვის უნდა გამეარა!
-წამოვალ მეც!
-წამოდი კაი...
ლევანი და კესანე ერთად შემოაჯდნენ მოპედს და სოფის სახლთან გაჩერდნენ ლევანმა სოფი იკითხა
-გუშინ ელენესთან დარჩა თან უკვე მივიდოდა უნივერსიტეტში...
-ააა კარგით მადლობა თეა დეიდა
-ეს ვინაა შვილო?!
ანიშნა კესანეზე
-ჩემი ბიძაშვილიაა კესანეე გაიცანი ეს სოფის დედაა თეა
-იმდენის მოყოლა მოასწრო უკვე სოფიზე მთელი გზა მაგზე ლაპარაკობდა
თქვა სიცილით კესომ
-საასიამოვნოა შვილოო გვესტუმრეთ ამ დღეებში აუცილებლად!
ლევანი და კესანე ისევ დაჯდნენ მოპედზე და უნივერსიტეტისკენ გააქროლა ბიჭმა მალე მივიდნენ და სოფიმ დაინახა როგორ მოვიდა მისი უსაყვარლესი მამაკაცის მოპედი მის უკან გოგო იჯდა და ლევანს ეხუტებოდა ისეთი ეჭვიანობის ზღვა იგრძნო ცრემლებიც კი წასკდა ელენემ შეხედა
-ამის დედაც...
ამოალუღლუღა ელენემ
-არ ინერვიულო ახლა სოფი ალბად გაუგებრობაა...
-რა არის გაუგებრობაა...ვიღაც გოგო მოიყვანა როცა ჯერ მეც არ ვმჯადრვარ მასთან ერთად...
თქვა სოფიც ცრემლები გადმოყარა და საჭიროოთახისკენ გაიქცა ლევანი კი ელენეს მიუახლოვდა უკან კესანეც მოყვებოდა
-იდიოტო!
უთხრა ელენემ
-მოიცა რა მოხდა?!
ვერაფერი გაიგო ლევანმა
-იცი სოგის როგორ ატკინე გული?
-რა?
-შენი აზრით არ ეტკინებოდა სხვა გოგოსთან ერთად რომ დაგინახავდა?
-სადაა სოფი?!
-ახლა გაინტერესებს?
-მე კესანე ვარ ლევანის ბიძაშვილი...
უხერხულად გაიღიმა გოგომ და ელენს ხელი გაუწოდა
-ჰა?
ახლა ელენეც დაიბნა
-სადაა სოფი?!
-საჭიროოთახში გაიქცა...
უთხრა ელენემ
-აუუ ჩემს გამო კამათი მოუვიდათ...
თქვა წყენით კესანემ
-შენ ბიძაშვილი ხარ?
-ხოო და დილიდან ლევანმა წაიღო ტვინი ყოველ ორ წამში სოფის ახსენებს უკვე ჩემი რძლისვ ფეხის ზომაც კი ვიცი...
გაეცინა ორივეს
-ვაიმეე არადა სოფი გაგიჟდაა...

*...*
სოფი საჭიროოთახის ცივ მეტლახზე იჯდა და ცრემლები მოსდიოდა როცა კარი გაიღო
-სოფიიი! რა გატირებს კაი რაა!
ჩაიმუხლა ბიიწ მასთან და მიიხუტა გოგომ გაწია
-იმ გოგოს ჩაეხუტეე!
-ეგ გოგო ჩემი ბიძაშვილია!
უთხრა უცებ ლევანმა
-რა?
აწია თავი სოფიმაც
-კი ჩემი ბიძაშვილია სხვა არაფერი..
-მართლაა?
-კიი ჩემო ფერია ტყუილად ტირი!

იმიტომ რომ შემიყვარდი შენ!❤️Where stories live. Discover now