ეს წიგნი საშინელებაა- გულწრფელად ავტორი, რომელმაც ეს წიგნი დაწერა. (შეტყობინება ნამდვილი ავტორისგან 😂 😂 )
რა იქნებოდა, თუ არა ერთი, არამედ ორი ადამიანი გადაურჩებოდა ვოლდემორტის თავსახმას პოეტრების კოტეჯში.
შ/ს ლილიანა პოტერი, ტყუპი და ჰარი ჯეიმს პ...
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
სიცივესა და უძრაობას ვგრძნობდი ჯერაც, მაგრამ მოულოდნელად შევძელი თითის განძრება და თანდატან ყველაფრის გამოძრავება შევძელი. გაოცებით წამოვჯექი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სიცოცხლე დამიბრუნეს. კანკალით ამოვისუნთქე და ირგვლივ მიმოვიხედე, როგორც კი მადამ პომფრიმ დამინახა მაშინვე ჩემთან გამოიქცა ჭიქით ხელში. ეს რაღაც ცხელი უნდა ყოფილიყო რადგან ბოლი ამოდიოდა.
"აი, დალიე ეს" თქვა მან.
ჭიქა გამოვართვი და ნელა დავლიე შიგნით არსებული სითხე, მადამ პომფრი წავიდა. გვერდით გავიხედე და ჰერმიონა დავინახე, ისიც წამომჯდარი იყო და გავიღიმე.
"მიონა!" ვთქვი მე.
წამოხტომა არ მიცდია მთელი სხეული დაღლილი მქონდა. გადმომხედა და თვალები გაუნათდა. "შ/ს! როგორც იქნა გაიღვიძე!" ბედნიერმა თქვა.