ჯონგუკი - მოგწონს ეს?

თავი დავუქნიე და ახლა მართლა გაიღიმა გამარჯვებულმა.

აგრძელებს ისევ კოცნას. ქვედა ტუჩზე მკბენს , რაც ჩემში დენის დარტყმის გრძნობებს იწვევს.

ყელზე მკოცნის, ხელებს ფეხებზე და წელზე მკიდებს.
მაისური მხრებზე გადამიწია , რომ ეკოცნა.

ენი - ჯონგუკ...

შეწყვიტა კოცნა და ამომხედა სურვილით სავსე თვალებით.
მისი მკერდი სწრაფად მოძრაობს. სუნთქვა გახშირებული აქვს.

ჯონგუკი - თუ ჩემ სახელს ასე დაიძახებ, თავს ვერ გავაკონტროლებ.

ლოყები გამიწითლდა.
ამის გამო გაეღიმა და ისევ მაკოცა.

ჩვენი შუბლები ერთმანეთს მივადეთ. ორივეს გვიჭირს სუნთქვა.
რამოდენიმე წამი ასე ვიყავით. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.

დაბლა დამსვა. ბოლოჯერ შემომხედა და შეტრიალდა დივანზე დაჯდა.

ადგილზე გაყინული ვარ. არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე.

მიყურებს და არაფერს ამბობს. არ მელაპარალება, თბილ სიტყვებს არ მეუბნება, არც მეხუტება ან მსგავსი რამე.

თითქოს ერთი სული აქვს როდის წავალ, მას შემდეგ რაც ჩვენს შორის მოხდა.

სიჩუმე ძალიან არაკომფორტულია. ამიტომ ხმა ამოვიღე.

ენი - მე...წავალ...

არაფერს ამბობს, ეს ძალიან მტკივა.

არანაირი "არ წახვიდე" ან "რატომ მიდიხარ?"
ისევ გამოყენებულად ვგრძნობ თავს, როგორც წინა შემთხვევაში.

ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი ასე მგონია. კარისკენ წავედი. ტირილი მინდა, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ ამის უფლებას.

თვალთვალი!Where stories live. Discover now