💫გახსოვს?💫

Start from the beginning
                                    

ვერ წარმოიდგენთ, ჯონგუკი რამდენი ხანი ელოდებოდა ამ დღეს. როდესაც მხოლოდ ის და თეჰიონი, მარტო სადმე წასულიყვნენ. ძალიან უნდოდა მისთვის ყველაფერი მოეყოლა. ის ყველაფერი რაც თავს გადახდა იმ რვა წელში, რომელიც მის გარეშე გაატარა.
მაგრამ ახლა, არ იცის რა თქვას, რა მოუყვეს, ან თუნდაც საიდან დაიწყოს მოყოლა.
თეჰიონი, ადამიანი რომელიც ყოველ დღეს ულამაზებდა, და ახლაც ულამაზებს. უბრალოდ ახლა ცოტა უხეშია.

-მენატრებოდი...- ძლივს ამოღერღა ერთი სიტყვა, ისიც ძლივს. ეშინოდა ზედმეტი არ ეთქვა

-არ წასულიყავი-უხეშად უპასუხა თეჰიონმა. ნაწილობრივ მართალია. არ უნდა წასულიყო, არასოდეს უნდა დაეტოვებია. მაშინ, როდესაც ის წავიდა თეჰიონი ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდა. ცუდად იყო, საჭმელს არ იკარებდა, მთელი დღე ტიროდა. ამ ყველაფერმა ორსულს არაფერი კარგი მოუტანა.
ხუთი თვის იყო როდესაც გაიგო რომ მუცელში, ორი ბავშვიდან ერთი გარდაეცვალა. დიახ, სწორად წაიკითხეთ. მას ტყუპები ყავდა, ორივე გოგოები. ბიჭს მოუწია მკვდარი სხეული მუცელში შვიდ-ექვს თვემდე გაეჩერებია.

-მაპატიე, მაგრამ ეს საჭირო იყო. მაშინ ვერ გაავანალიზე რომ ამდენი ხანი მომიწევდა შენი დატოვება. ყველაფერს გავაკეთებ რომ მაპატიო, გთხოვ...
გთხოვ უბრალოდ ზეგ ჩემს ქორწილში მოდი... იქ გაიგებ ყველაფერს, პატარავ.

თვალი ჩაუკრა და სანაპიროს ქვიშიან ჰორიზონტზე გაუჩინარდა.

მივიდოდა თუ, თეჰიონი მის ქორწილში? ნუთუ იმსახურებ იგი მას? რვა წლის შემდეგ მოვიდა და მისი ძლივს დალაგებული ცხოვრება თავიდან არია. ვერც კი წარმოედგინა რომ მას კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, ახლა კი ქორწილში პატიჟებს. რა უნდა ჯონგუკს? რა უნდა? უნდა რომ თეჰიონმა მათ ბედნიერ სახეებს უყუროს? უყუროს თუ როგორ კოცნიან ერთმანეთს და წარმოიდგინოს, რა მოხდება იმ ღამეს? სერიოზულად?  მგონი თავიდანვე შეცდომა დაუშვა რომ ის მიიღო. მაგრამ, თან არ შეუძლია, არ შეუძლია უარყოს ის დრო როდესაც მასთან ერთად თინეიჯერობის პერიოდს გადიოდა. ის დრო საოცრება იყო, უბრალოდ ენით აღუწერელი. მთელს სკოლაში და უნივერსიტეტში იცნობდნენ მათ.

💫PAST💫Where stories live. Discover now