{légende de notre amour}

142 11 3
                                    

არასოდეს წარმომედგინა, რომ გულისთვის ასეთი ადვილი იქნებოდა ნებისმიერი ადამიანის არჩევა, შეყვარება, სამუდამოდ გონებაში ჩაკარგვა...
შემიყვარდა...ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა. მტვერწაყრილს, უიმედოს, შანსი ერთხელ მომეცა. ერთხელ შევიყვარე,თუმცა მთელი გულით. მართლა მთელი გულით შევიყვარე. და იცით როგორ შევიყვარე? მისი დანახვისას გული საგულეში აღარ მიჩერდებოდა!! ვგრძნობდი მისი ლამაზი თვალების დანახვისას, როგორ იღვიძებდა ჩემი სხეული,ჟრუანტელი მთელ ტანში მივლიდა! სახეზე უჩვეულო ღიმილი მეფინებოდა, ცხოვრებას ფერები ემატებოდა! თითქოს მოდიოდა და ჩემთვის გამეტებული მზის ერთადერთი სხივი,რომელსაც ჩემი მრავალწლიანი ყინულის გალღობა თითქოს წამებში შეეძლო, თან მოჰყვებოდა. ამას სხვა ვერავინ ამჩნევდა...მაგრამ მე ვგრძნობდი კიდეც. ამას ჩემი სხეული გრძნობდა. ისიც გრძნობდა..არ ვიცი..ალბათ გრძნობდა კიდეც.
ის ჩემთვის ცეცხლი იყო. საარსებო წყარო იყო. მისგან ვიღებდი სითბოს, რომელიც მიცავდა სიცივეში, სინათლეს, რომელსაც მასთან ერთად სხვა სამყაროში მივყავდი. მას ტკივილიც მოჰქონდა... იმდენჯერ დამწვა. თუმცა გულს ვერ უბრძანებ! განა გადაიყვარებ ადამიანს? განა გულიდან შენ ამოიღებ მას ვინც შენს გონებასაც ადვილად აბრმავებს? განა მისი ქცევით მწვავდა?! არა!! არანაირად! ჩემი მარგო... მარგარიტა.. მისი განშორება მწვავდა, მისი არყოფნა მკლავდა, მისი თვალების ჩემგან შორს ყოფნა არ მასვენებდა. ძალას მაცლიდა, ენერგიას არ მიტოვებდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე! მე მას ველოდები! თუ ჩემს ბოლო წუთებში, მისი თვალები ჩემსას არ გადაეყარა... ჩათვალეთ სამუდამოდ დავიმარხე თავი ცხოვრების მოგონებებში და არა საყვარელი ქალის გულში...

FIKA and PEISKOSWhere stories live. Discover now