უსასრულოდ♾️.

67 6 17
                                    

ჩემი სახელია ჯეონ ჯანგუკი და ვარ 17 წლის ალფა. მთელი ზაფხული ბებოსთან გავატარე პუსანში, შემდეგ მე და მამა სეულში ვბრუნდებოდით. დედა 10 წლის ვიყავი რომ გარდამეცვალა კიბო ჰქონდა თურმე და მე არ ვიცოდი, შემდეგ ექიმებისგან გავიგე. დედა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მას მე არ ვუყვარდი ასე მგონია, რადგან ყოველთვის მიყვიროდა, მეჩხუბებოდა და მცემდა. და მყავდა პატარა ისეთი საყვარელი იყო, ჩავხუტებოდი და დავუკოცნიდი მთელ სახეს. დედა მასაც ურტყავდა და ეუბნებოდა რომ არ უნდოდა მისი გაჩენა. დედას ის ცემაში შემოაკვდა, ყავის ჭიქა გაუტყდა და დედამ იმდენი ცემა, მე სახლში არ ვიყავი თორემ მას დავიცავდი. მას ყოველთვის ვიცავდი რადგან არ მინდოდა რომ დედას მისთვის დაერტყა. ჩემ დისთვის ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ ის გაღიმებული მენახა. მაგრამ ის ისე გარდაიცვალა მის სახეზე ცრემლების გარდა სხვა არაფერი დამინახავს. ის პატარა იყო როცა გარდაიცვალა სულ რაღაც 6 წლის. სკოლაში მისული არ იყო. მას მეგობრები არ ჰყავდა რადგან ღარიბები ვიყავით არც მე მყავდა. ბევრი მეგობარი არც ახლა მყავს, ერთი-ორი თუ მეყოლება თორემ სხვებს სულ არ ვადარდებ. დიდად მოსაუბრე არ ვარ ამიტომ კლასელებთანაც არ ვლაპარაკობ. ერთი კლასელი მყავს იუნა ჰქვია, ყოველთვის ჩემთან მოდის როცა მარტო ვარ ან მარტო ვჭამ ლანჩზე, ალბათ მასაც ვეცოდები. მასწავლებელმა წინა წელს თქვა რომ ამ სემესტრში ახალი მოსწავლე გადმოდის მგონი კიმ თეჰიონი ჰქვია თუ სწორად მახსოვს. ჩემი ცხოვრება ყოველდღე ერთნაირია, სკოლა, სახლი ხანდახან მამასთანაც მივდივარ თუ სწავლას მალე მოვრჩები და რესტორანში ვეხმარები. სკოლაშიც სულ ალფები და ომეგები არიან, მე კი დღემდე ვერ მინახია ჩემი ომეგა.

მე და მამა სახლში მოვედით. ის ასრულებდა ქალის და კაცის როლს, მეც ვეხმარებოდი. ერთი რესტორანი გვაქ სადაც კიმჩის ვყიდით. ბევრი მომხმარებელი გვყავს ალბათ იმიტომ რომ მამას კიმჩი განთქმულია. ბებომ პუსანიდან ბევრი რამ გამოგვატანა, ნაირნაირი ტკბილეულობა, ხილეული და ბოსტნეულიც. კიდე თავისი გამომცხვარი ნამცხვარი რომელსაც "ბედისწერა" ჰქვია. ეს ნამცხვარი ძალიან მიყვარს მაგრამ ნამცხვრის რეცეპტს არავის ეუბნევა საიდუმლოაო, მე კი დავცინივარ ბებო საიდუმლო კი არაა სკლეროზი გაქ და რეცეპტი გავიწყდება მეთქი 😂😂😂. ამაზე ყველა იცინის, ბებოც ერთს მომარტყამს და მეუბნება შენც დაბერდებიო. სახლს მე ვალაგებ როცა სკოლიდან მოვდივარ დილით კი მარტო საწოლებს ვასწორებ. სახლის დალაგება დედამ მასწავლა რადგან თვითონ არასდროს ალაგებდა და მე მალაგებინებდა. ამიტომ ადვილად ავითვისე. ხოლმე საჭმელსაც მე ვიკეთებ როცა მამა სახლში არაა, ძირითადად სახლში არაა ამიტომ სულ მე მიწევს საჭმლის გაკეთება, მამას თქმით გემრიელ საჭმელს ვაკეთებ მაგრამ არ მჯერა რადგან ხოლმე იჭყანება და თავის თავს აბრალებს ბევრი მარილი მომივიდაო, და იცინის მე არ მწყინს და მეც ვიცინივარ. ეხლა მამა ჩემთვის ყველაფერია რადგან ის დამრჩა და არ მინდა ისიც დავკარგო. ხვალე სკოლა მაქ ამიტომ გაკვეთილების სწავლა დავიწყე. მაგრამ უცბად გამახსენდა ახალი მოსწავლე რომელიც ხვალე უნდა გადმოსულიყო ჩვენს სკოლაში, მაინტერესებდა როგორი იყო, როგორი ხმა ჰქონდა რა ფერის თმა, თვალები რამ სიმაღლე იყო, ყველაფერი მაინტერესებდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 26 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

უსასრულოდ♾️Where stories live. Discover now