წინა ღამის მღელვარება მთელი დღე თან სდევდა და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა მომაბეზრებელი ფიქრები.

   როცა ჯონგუკი საკუთარ ოთახში, საკუთარ საწოლში მძინარე დაინახა, მის გულში ვულკანის ამოფრქვევის მსგავსი გრძნობა გაჩნდა, ვერაფრით ხვდებოდა მისი ქცევების მიზეზს, ალფა მასთან ასე ახლო არასოდეს ყოფილა, მისგან ყოველთვის შორს იჭერდა თავს. პირდაპირ კონტაქტს ყოველთვის გაურბოდა, მის ოთახში კარიც კი არასოდეს შეუღია, მის საწოლში ნებივრობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

   ვახშამზეც საეჭვოდ იქცეოდა, არ უყვირია რომ ბოსტნეული მსხვად იყო დაჭრილი და წვნიანში ზედმეტი მწვანლის ფოთოლი ეგდო.

   მშვიდად ივახშმა, გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში თავად ჩაალაგა და ძილინებისაც ისე ხმადაბლა ჩაიბურტყუნა ომეგის მახვი სმენა რომ არა ვერაფერს გაიგებდა, სანამ კიბეზე ავიდოდა წამიერად შეყოვნდა, პირი გააღო თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა გზა გააგრძელა.

   ჯიმინს უხაროდა ალფის სიმშვიდე, დიდი ხნის დაკარგული იმედი დაუბრუნდა რომ ოდესმე ისევ ისე იცხოვრებდა როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რომელსაც არავინ უყვირის, არავინ ამცირებს და ისე არ ექცევა როგორც მსახურს.
მას ალფისგან გამოჩენილი ელემენტარული ყურადღებაც კი აბედნიერებდა, მის მიერ ნათქვამი ძილინებისა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პოეტების მიჯნურთათვის მიძღვნილ სატრფიალო ლექსებსაც კი ერჩივნა.

   ყველაფერს დასთმობდა ოღონდ ჭეშამრიტის პირიდან გამარჯობა ან ნახვამდის გაეგონა, თუნდაც მადლობა.

   სიტყვები, რომლებიც ასე უმნიშვნელო და გაუფასურებულია ნებისმიერი ადამიანისთვის, მისთვის ყურადღების და ზრუნვის აღმნიშვნელ სიტყვებად იყო ქცეული.

   თუმცა გული მაინც რაღაც ცუდს უგრძნობდა, ქარიშხლის წინ ყოველთვის სიწყნარეა.

სუროგატიWhere stories live. Discover now