მართალია ჰოსოკს მოუწია ჯონგუკის ხელმოწერის გაყალბება, რადგან მისი უფროსი არასოდეს გადადგამდა ისეთ ნაბიჯს რაც ომეგების უფლებების აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

ჯონგუკის ზიზღი ომეგების მიმართ, მთლად საღ აზრს არ იყო მოკლებული. მისი სიძულვილი მაშინ ჩაისახა მის გონებაში, როცა მამას მამიკოდ შესახებ მრავალწლიანი დუმილის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე სრული სიმართლის თქმა მკაცრად მოსთხოვა. მამიკო სტუდენტი იყო როცა მამამ გაიცნო. მშობლები არ ყავდა და სწავლის გადასახადის გადასახდელად იძულებული იყო ერთდროულად ორ-სამ ადგილას ემუშავა.

ალფას ეცოდებოდა ომეგა, თან მისი სილამაზიდან გამომდინარე მის მიმართ გარკვეული სიმპატიებით იყო გამსჭვალული. ომეგას შავი გრძელი თმა და კუპრივით შავი თვალები ქონდა,ბამას ისიც ემატებოდა რომ ომეგა ცხოვრების სირთულეებთან ბრძოლას პატიოსანი გზებით ცდილობდა, რაც ალფის თვალში ომეგას ერთი ორად აღმატებულს ხდიდა.

მათი ურთიერთობა მეგობრობის საზღვრებს არასოდეს გასცდენია იქამდე სანამ ალფას 22 წელი არ შეუსრულდა და ერთ ერთი ყოველწლიური, სავალდებულო გამოკვლევის შემდეგ გენეტიკური დაავადების, ,,ლინჩის სინდრომის" სახელით ცნობილი სიმსივნის დიაგნოზი არ დაუსვეს. მკურნალობა შესაძლებელი იყო, მაგრამ ქიმიო თერაპიების კურსის დასრულების შემდეგ ალფის განაყოფიერების სისტემა ვეღარასდოს იმუშავებდა გამართულად, მისთვის შვილის ყოლის შანსი ნულის ქვემოთ ნიშნულამდე დაეცემოდა. ამის გამო ალფა მკურნალობის დაწყებას არ ჩქარობდა, მისი სიცოცხლის შანსი კი ნელ ნელა კლებულობდა.

მას კი აუცილებლად სჭირდებოდა მემკვიდრე, თავისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი, არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა ალბათ ალფის ყოლას ისურვებდა, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ომეგის ყოლაზეც თანახმა იყო.

დიდხანს ფიქრობდა ალფა სუროგატი ომეგის არჩევანზე, ყოველი ახალი კანდიდატის გამოჩენას, რაღაც უკმაყოფილების გრძნობა მოსდევდა, ყოველთვის იყო პატარა დეტალი რაც ალფას არ აკმაყოფილებდა, ხან გარეგნობაში ხან წარმომავლობაში, ხასიათსა და ქცევაში.

სუროგატიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang