თავი მესამე

68 10 4
                                    

ალექსანდრა

- უნდა ვაღიარო საკმაოდ კარგი სანახაობა იყო. - ჩრდილიდან გამოსული მიყურებს სახეზე კი ღიმილი დასთამაშებს. მე კი მას გაშეშებული შევყურებ, თითქოს ჩემმა სხეულმა ერთ ადგილას, ერთ დროში გაიყინა. ნერწყვი გადავყლაპე და შევეცადე, რომ ჩემი რეაქცია ცოტათი მაინც დამემალა, რადგან ზედმეტად აშკარა იყო, რომ მას ვაშტერდებოდი.

- ჰო... - ამოვღერღე, ამ დროს კი გონებაში გაცევის გეგმას ვსახავდი. ჯერ მზად არ ვიყავი, თავი მენტალურადაც კი არ შემიმზადებია და უკვე კირილ სოლოკოვს გადავაწყდი.

ჩემი ბედის...

- სად მიდიხარ? - კიდევ ერთხელ გავშეშდი, როცა მისი ხმა მომესმა. ვერც კი გავიაზრე როგორ შევტრიალდი და წასვლა დავაპირე.

- სამრეცხაოში. - უხეშად ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარე. ნამდვილად არ მინდა მას ზედმეტად თვალში მოვხვდე. ნაბიჯების ხმა მომესმა მე კი შიგნიდან მოწოლილ პანიკას უკვე ყელამდე ვგრძნობდი და სადაცაა გავსკდებოდი. მოულოდნელად მხარზე შეხება ვიგრძენი და ერთიანად სწრაფადვე მოვახდინე რეაგირება. ჩემი ნივთები ძირს დავყარე, მისი ხელზე ჩემი დავადე და სწრაფად შევტრიალდი კირილ სოლოკოვისკენ, სწრაფადვე მუხლის მის მუცელში ჩარტყმა განვიზრახე, მაგარამ დამიჭირა და ისე გაუაზრებლად მიმახეთქა მთელი ძალით კედელზე, რომ ლამის ნეკნებიც კი ჩამიმსხვრია.

- ამის გაკეთებას არ გირჩევდი. - ხმა დაუმძიმდა. ერთიანად დამიარა შიშის ჟრუანტელმა მთელ ტანში და მისგან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ ამაოდ ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.

გარეგნობით იგი ჩემზე ბევრად დიდი და მაღალი იყო. ძლიერი ათლეტური აღნაგობის, ამიტომ ჩემი მუსუქი წონით მეეჭვებოდი მისთვის რაიმე დამეშავებინა. უპირატესობა შეიძლება იმ შემთხვევაში მექნებოდა, თუ სწრაფი ვიქნებოდი, მაგრამ ამ პოზიციაში მყოფი მეეჭვება რაიმე გამომსვლოდა.

დამალულიWhere stories live. Discover now