თავი პირველი

144 12 0
                                    

ალექსანდრა

გაიქეცი! მხოლოდ ეს სიტყვა მახსოვს მომაკვდავი დედაჩემისგან. სხვა არაფერი, არც მიყვარხარ! არც მშვიდობით, ან რაიმე სხვა რაც ეს ამ მომენტს განსაკუთრებულს გახდიდა და სინდისის ქენჯნა არ შემაწუხებდა.

- ლიპოვსკი! აქ მოეთრიე შენ ლაწირაკო! - ლეიტენანტ პაშოვის გაღიზიანებულმა ხმამ წელში გამასწორა.

ოჰ, ეს ვიცი ეს გაღიზიანებული ხმა და თან ვიცი რის გამოც...

უკვე ვნანობ კიდეც რაც გავაკეთე...

მაშინვე მასთან მივირბინე და როგორც სამხედრო წესია მივესალმე. მარჯვენა ხელს მაღლა ვწევ, ისე რომ თითები შეერთებული მაქვს. მტევანი და მაჯა გავმართე, ისე რომ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჩემს კეპთანაა. ყოველ ჯერზე მიწევს ხოლმე, რომ საკუთარ თავს შევახსენო ეს, რადგან რამდენჯერაც კეპს რამდენიმე სანტიმეტრით არ ეხება, ან ზედმეტად მაღლაა ხელი, შენიშვნას ვიღებ ხოლმე.

- ლეიტანტო პაშოვ! სერ! - წელში გავსწორდი და ხელები ზურგზე გადავიჯვარედინე.

- თავისუფლად! - ამბობს და მე კი ფეხებს განზე ვწევ და ხელებს იმ ადგილას ვტოვებ, სადაც იყო. - დღეს იარაღების საწყობში შეხვალ და თითოეულ მტვრიან კუთხეს გამოწმენდ, გასაგებია?

- დიახ, სერ. - მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ მინდოდა ამის გაკეთება მაინც მიწევს დათანხმება. მას შემდეგ რაც ჯარში მოვეწყვე ლეიტენანტ პაშოვის სამიზნე გავხვდი ეს კი თითქმის თვრამეტი თვის წინ იყო და ჯერ კიდევ ვერ განვიცადე პროგრესი.

პაშოვი ყოველთვის ცდილობდა, რომ რამენაირად გავეგდე ამ რაზმიდან, მაგრამ ყოველჯერზე ჩემეული ხრიკით ვიძვრენდი თავს, მაგრამ არამგონია დიდხანს გავძლო.

მას შემდეგ რაც თმები შევიჭერი, ხმა დავიბოხე და კაცივით დავიწყე ქცევა თითქმის სამი წელი გავიდა, ალბათ დედაჩემს რომ დღევანდელი ჩემი მდგომარეობა ენახა გული გაუსკდებოდა, რადგან მისმა პრინცესამ თმები შეიჭრა.

დამალულიWhere stories live. Discover now