-მეც, მეც მინდა._ყოველ წუთს უფრო მეტ პურის ნამცეცს მთხოვდა მტრედებისთვის პატარა ქალბატონი.
აღტაცებული შესცქეროდა დიდ, ქვაფენილით გაწყობილ მოედანზე მტრედების გუნდს, ჩვენი და კიდევ ერთი ჭაღა მოხუცის მიერ დაყრილ საკვებს რომ დასდევდნენ ნისკარტებით.

-ეს ბოლოა და შემდეგ სახლში წავალთ, ჯონგუკი, ალბათ, უკვე გველოდება.

-კაალგი._მობუშტული ტუჩებით გამომიწოდა მუჭი პურის ნამცეცებისთვის და როგორც კი მიიღო ის, მაშინვე მაქცია ზურგი სირბილით მტრედებისკენ.

მე მხოლოდ ის შემეძლო მისი პატარა ნაბიჯებისთვის მიმედევნებინა თვალი და მიმეცა მისთვის ის, რისი წყალობითაც ვნახავდი მის თვალებში მთლიან გალაკტიკას. დილიდან ჩემთან იყო, ამჯერად ჯონგუკის გარეშე ვიყავით და ჩვენი მთელი დღის გეგმა მოიცავდა ყველაფერ იმის კეთებას, რასაც ბინა მოისურვებდა. ჯერ ვიყავით ზოოპარკში. ვნახე, როგორ მოიხიბლა გრძელკისერა ჟირაფით, როგორი შიშით მოავლო თვალი პირველივე წამს მისთვის ძალიან უცხო და თან მაინც ძალიან საინტერესო ფაფრიან ლომს. ყველა მორიგ ვოლიერთან მისული მისვამდა ერთი და იგივე კითხვას, თუ რა ცხოველი იყო ჩვენს წინ. სამი წლის კვალობაზე იმაზე მეტს ფიქრობდა, ვიდრე წარმოვიდგენდი და მისი ყოველი ქმედება სასიამოვნოდ გაოცებულს მტოვებდა ყოველჯერზე. თუმცა ბინა, ჩემი სამი წლის ქალბატონი ის ბავშვი იყო, რომელსაც ყველაფერი ბავშვური და ახალი მოსწონდა, თან ძალიანაც იზიდავდა. საქანელებიანი სკვერიდან გამოსულები ვიწრო ქვაფენილის ბილიკს რომ მოვუყვებოდით, მის პაწია თითებს ჩემსაზე ვგრძნობდი და ვისმენდი მისგან მთელი დღის დადებით ემოციებს, სწორედ მაშინ დაინტერესდა მოედანზე მყოფი მტრედებით. მხოლოდ თვალის მოკვრით მოინდომა იგივეს გაკეთება, რასაც მოხუცი ქალი აკეთებდა ამ მოედანზე და თითქმის ერთი საათი მოუბეზრებლად დარბოდა მტრედებს შორის პურის ნამცეცებით. თავიდან ისიც შეეტყო, როგორ გაუბედავად ყრიდა ძირს საკვებს, ყოველი მტრედის მოახლოვებაზე ჩემკენ იწევდა და მიუხედავად შიშისა, ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

🎉 You've finished reading 𝙬𝙚'𝙡𝙡 𝙨𝙪𝙧𝙫𝙞𝙫𝙚 𝙩𝙝𝙚 𝙩𝙚𝙨𝙩 𝙤𝙛 𝙩𝙞𝙢𝙚! - 𝙟.𝙟𝙠☆𝙠.𝙩𝙝 🎉
𝙬𝙚'𝙡𝙡 𝙨𝙪𝙧𝙫𝙞𝙫𝙚 𝙩𝙝𝙚 𝙩𝙚𝙨𝙩 𝙤𝙛 𝙩𝙞𝙢𝙚! - 𝙟.𝙟𝙠☆𝙠.𝙩𝙝 Where stories live. Discover now