ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, თუ როგორ შევეჯახე ვიღაც გოგოს და შემთხვევით მისი ყავა თეთრ პერანგზე გადავუსხი. როცა ზემოთ ავიხედე და გავაცნობიერე ვინ იყო, ადგილზე გავშრი.

- წინ იყურე! შენს გამო პერანგზე ცხელი ყავა გადავისხი და დამეწვა ყველაფერი, ამასთან ერთად პერანგიც დამესვარა.
- ბ..ბ..ბოდიშს გიხდით.
- ჰაჰ, შენ რა მეხუმრები? გგონია ბოდიში უშველის ჩემს დამწვარ სხეულს? ან ამ ძვირიან პერანგს რომელიც გაფუჭდა შენი დაუდევრობის გამო? საათობით დროს ვხარჯავ ჩემი სხეულის ფორმის სრულიად მოყვანაში და იმაში, რომ ჩემი კანი ბზინავდეს, შენ კი ეს კანი დამიწვი. ახლა რა ჯანდაბა ვქნა?
- ძალიან გ..გ..თხოვთ მაპატიეთ და მე დაგეხმარებით.
- შენ რაში უნდა დამეხმარო?
- თუ თანახმა იქნებით, ჩემთან წამობრძანდით სახლში, აბაზანას გაგივსებთ, თბილი შხაპი მიიღეთ, შემდეგ კი მალამოს წაგისმევთ მთლიან სხეულზე და თქვენი დამწვრობაც მორჩება.
- არც კი გიცნობ, როგორ გენდო?
- შეიძლება ჩემზე არაფერი არ იცი, მაგრამ მერწმუნე, რომ მიცნობ.
- საიდან?
- 5 წლის უკან სიკვდილს გადამარჩინე. რაღაც ნანგრევებზე ვიდექი და გადახტომას ვაპირებდი, შენ კი შემაჩერე და კარგი რჩევები მომეცი, რომელიც გავითვალისწინე და მის შემდეგ სიკვდილზე არასდროს მიფიქრია.
- მოიცა, ეგ მართლა შენ ხარ?
- რაიყო, არ გჯერა?
- არა მჯერავს, მაგრამ წარმოუდგენელია, 5 წელი დიდი დროა.. როგორც ვაკვირდები სტილი შეგიცვლია, ჩაშავებული თვალებითაც აღარ დადიხარ და ბევრად უფრო გალამაზებულხარ.
- მართლა? ძალიან დიდი მადლობა.

ავტორის პოვ: საკმაოდ ბევრი ისაუბრეს ლილიმ და იმ გოგომ რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა. ლილიმ მართლაც წაიყვანა გოგონა მის სახლში, თბილი აბაზანა მიაღებინა და მალამოთი დამწვრობები მოუშუშა. შემდგომ საჭმელიც მიირთვეს და ტელევიზორსაც კი მიუჯდნენ ფილმის საყურებლად.

- ვაიმე, ასეთი დებილი როგორ ვარ. უკვე მეორედ დამავიწყდა შენთვის სახელის კითხვა და რა გქვია?
- გაბი, გაბი გრეგი.
- ოჰო, რა მშვენიერი სახელი და გვარი გქონია. მე ლილი ლელუში ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა, გაბი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ლილი. ფრანგი ხარ?
- სწორედაც რომ კი, საიდან მიხვდი?
- მომწონს საფრანგეთი, ენას ვსწავლობ და მასზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვგებულობ. ადრე ვეძებდი ინტერნეტში ფრანგულ გვარებს და მანდ ერთ-ერთი სწორედაც, რომ ლელუში იყო. თან შენს აქცენტშიც იგრძნობოდა.
- ძალიან მიხარია ასეთი ადამიანის პოვნა, ახლა კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო გახდა შენი გაცნობა.

___________________________
თავადაც არ მჯერავს, რომ ამ ფიკის გაგრძელება დავწერე როგორც იქნა და მოვიცალე მისთვისაც.😂

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 07, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝑴𝒆 𝒕𝒐 𝒚𝒐𝒖Where stories live. Discover now