part 2

5 1 0
                                    

ისევ ვიღებ წერილს სარასგან, უცნაურია, გოგონა რომელსაც არ ვიცნობ...
თუ ვიცნობ? ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტ.
პალატაში ექიმი შემოდის, მასთან ერთად ექთანი, ქალი და გოგონა. ამ ქალს ექთანი ზოგჯერ იზაბელათი მიმართავდა, ძალიან გავს ქალბატონს ჩემი სიზმრიდან, უცებ რაღაცას ვგრძნობ თავში, ძალიან ძლიერად მტკივა თავი, თვალწინ რაღაც უცნაური ავტოკატასტროფის ნაწყვეტები ბუნდოვნად ჩანს, ექთანი ისევ პულსს მისინჯავს და ამბობს რომ ეს ყველაფერი მეხსიერებასთანაა დაკავშირებული, პულსი კი ნორმაშია, გოგონა მოდის და ხელზე ფრთხილად მისობს ხელს, თვალიდან ცრემლები ცვივა, ერთერთი მათგანი ჩემს ხელზე ჩამოვარდა. იზაბელა მიყურებს, ტირილს ძლივს იკავებს, ჩემთან ახლოს მოდის, ჯდება ჩემს საწოლთან ახლოს მდებარე სკამზე, ხელს მკიდებს, რამდენიმე წამით ექთანს და გოგონას უყურებს, ოთახიდან გადიან, ისევ ჩემსკენ გამოიხედა, სახეზე ალერსიანად ხელი ჩამომისვა, გაიღიმა, თვალები დავხუჭე, იზაბელა ხელზე ხელს მკიდებს, მკოცნის ხელის გულზე და ამბობს, არაუშავს, არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად იქნება. მის სიტყვებში ისეთი სევდა იგრძნობა, მინდა გავიხსენო ყველაფერი ქალბატონის შესახებ რომელიც ჩემს წინ დგას. ექთანი შემოდის, პასუხები მზადაა ამბობს და იზაბელას მიუთითებს რომ გარეთ გავიდეს. ექიმმა კარები გაიხურა, იზაბელამ ამოიხვნეშა, ხელი გამიშვა და ოთახიდან ისიც გავიდა, ახლა პალატაში ვართ მარტოსული მე, საწოლი,სკამი და 2 წამლებით სავსე თარო.

ავტორის პ.ო.ვ
იზაბელა ოთახიდან გადის, ექთანი მას ძალიან ცუდ ამბავს აცნობებს, ავტოკატასტროფის შემდეგ ანტონიოს მეხსიერება დაუქვეითდა, მას აღარ ახსოვს ბოლო 15 წლის განმავლობაში მომხდარი ამბები. იზაბელას მუხლები ჩაეკეცა, სახეზე ხელები აიფარა და ქვითინი დაიწყო, ანტონიოს გარეშე ვერ წარმოედგინა რა ექნა. მისთვის ახლა მთავარი ანტონიოს სიცოცხლე უფრო იყო. ექიმმა ზურგზე ხელი მოუსვა და უთხრა
- ჯობს წახვიდე სახლში და დაისვენო, ჩანს რომ გადაღლილი ხარ, დასვენება შენთვისაც საჭიროა, წასვლის წინ გამოკვლევისთვის ანალიზი გაიკეთე, სახეზე ფერი არ გადევს. ასევე მას არ ახსოვხარ, ეცადე ისეთი რაიმე აჩუქო მას რაც შენს თავს გაახსენებს.
იზაბელა წავიდა, ექთანმა როგორც თქვა ანალიზი გაიკეთა, პასუხები წესით 6 საათში იქნება. სახლში წავიდა, მალე სადღაც 2 საათში სარა დაბრუნდა, სახეზე ფერი არ ედო. მოსვლისთანავე მის ოთახში შევიდა, ტელეფონი აიღო და ლოგინძე წამოწვა. არ უნდოდა ეფიქრა მამაზე, უბრალოდ უნდოდა გონება დაესვენებინა, არაფერზე ფიქრი არ უნდოდა, ცრემლები ცვიოდა და ცდილობდა არ შეემჩნია, რადგან თუ იფიქრებდა მამა იმდენად მოენატრებოდა თავს ხელში ვერ აიყვანდა. თავი ბალიშზე დადო, გულში ბოღმას, ბრაზს, სინანულს, ტკივილს ერთად იგროვებდა და ამბობდა, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დაიცადე, ყველაფერი დალაგდება, გულში იმეორებდა სანამ არ ჩაეძინა. მანამ ეძინა სანამ ფანჯარაზე კაკუნი არ გაიგო, არ უნდოდა გაღვიძება, რადგან იცოდა ვინ იყო ფანჯრის მეორე მხარეს. ფანჯრის მეორე მხარეს როდრიკი იყო, ბიჭი რომელიც სარას უყვარდა. როდრიკს სარა არ უყვარდა უბრალოდ მასთან ყოფნა უნდოდა. მამამისი მათ ერთად ყოფნას უშლიდა, დედამისმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. სარა დგება მიდის ფანჯარასთან და ეუბნება როდრიკს, აქედან წადი და აღარ დაბრუნდე. გოგონა უკან ბრუნდება, ახლა მას მხოლოდ მამა სჭირდება. მიდის მაგიდასთან, იღებს კალამს და ფურცელს და იწყებს წერას.
     10 მარტი 2017 წელი
გამარჯობა ანტონიო, მე სარა ვოულსი ვარ. შენ მამაჩემი ხარ, მამა რომელიც ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, არაუშავს თუ არ გახსოვარ, მე ყველაფერს ვიზამ რომ გაიხსენო, გაიხსენო ის ყველა ბედნიერი მომენტი როდესაც ერთად გვიცინია, გვიტირია... მე 2003 წლის მეხუთე სამშაბათს დავიბადე, იმ დღეს შენ მამა გახდი, მე კი შენი ქალიშვილი. დედა ამბობს რომ ძალიან ბედნიერი იყავი, ყველაზე მეტად გიხაროდა ქალიშვილი რომ გყავდა. ჩემი ერთი წლის იუბილეზე ხის ცხენი მაჩუქე, შენ გამოთალე, ის ცხენი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, გახსოვს როდესაც 4 წლის ვიყავი როგორ წავედით სოფელში? იქ კიბიდან დავგორდი და ხელი მოვიტეხე. შენ ძალიან ნერვიულობდი, იმ დღესვე წამიყვანე ქალაქში, 4 თვე თაბაშირში მქონდა, შენ მივლიდი, გახსოვს პარკში რომ ერთად დავდიოდით? ალბათ ყველაზე მეტად მენდომებოდა კიდევ შეგვეძლოს გართობა, როგორც ადრე. რა კარგი იყო ბავშვობა.
გოგონა წერდა, უნდოდა მამასთვის ბევრი რამე მოეყოლა, ყველაფერი, მაგრამ ავტოკატასტროფაში თავის თავს ადანაშაულებდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. იხსენებდა ყველაფერს, მაგრამ გამბედაობა არ ქონდა მამასთვის ყველაფერი მიეწერა  ძალიან, უზომოდ, ზედმეტადაც კი უნდოდა მამის ძლიერ ხელებში დაეძინე, ჩაბღაუჭებოდა და არ გაეშვა.
   აგრძელებს წერას
მინდა ისევ დაბრუნდე სახლში, აუცილებლად უნდა დაბრუნდე.
მე და დედა გელოდებით
                სიყვარულით სარა ვოულსი💗
მოაქვს პატარა, თეთრი სადა კონვერტი, წერილს კეცავს ათავსებს კონვერტში და აწერს ადრესატის სახელს💓💓

იმედი მაქვს მოგწონთ😅
მართალია ჯერ ბევრს არ წაუკითხავს, სამომავლოდ იმედია ბევრი ადამიანი ნახავს🤔😍

✨წერილი ჯოჯოხეთიდან✨Where stories live. Discover now