-ლიქს! მაპატიე არ მინდოდა მეყვირა შენთვის! - თქვა ჰიუმ და ისიც მიჰყვა ოთახში.

ოთახის სახელური რომ ჩამოსწია კარი დაკეტილი ჰქონდა. შიგნიდან მხოლოდ ლიქსის ჩუმი ტირილის ხმა გამოდიოდა.

ჰიუ კარებთან ჩაცურდა და იატაკზე დაჯდა.

-ის ხომ ასეთი პატარა და უსუსურია. ჯანდაბა ჰიუნჯინ! - თავის თავზე ბრაზობდა ჰიუნჯინი.

ლიქსს ტირილში ჩაეძინა. ჰიუს კი კარებთან ეძინა.

*******

დილით პირველი ჰიუ იღვიძებს. ზურგი სტკივა რადგან მთელი ღამე კარებთან, იატაკზე ეძინა.

კარის სახელური ისევ ჩამოსწია და ისევ ჩაკეტილი იყო. მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა ამიტომ ქვევით ჩავიდა საუზმის მოსამზადებლად.

ამასობაში ლიქსმა გაიღვიძა. თვალები, ტუჩები და ლოყები ტირილისგან დასიებული ჰქონდა.
ის ისე საყვარლად გამოიყურებოდა ამ დროს.

მალევე ჩაიცვა ტანსაცმელი და ქვემოთ ჩავიდა. დაინახა ჰიუნჯინი რომ სამზარეულოში იყო. ჰიუნჯინმაც დაინახა ლიქსი და მისკენ წავიდა. ლიქსმა უკან დაიხია. ჰიუნჯინი მიხვდა ამით რომ აშინებდა ამიტომ შეჩერდა.

-მმ..მე ჩან ჰჰ..ჰიონთან წწ..წავალ - თქვა ლიქსმა და გარეთ გავარდა.

-მოიცადე! ფელიქს! - რომ გააანალიზა რომ ლიქსი გაიქცა თვითონაც უკან გაჰყვა მაგრამ უკვე ლიქსი ტაქსში ჯდებოდა.

გადაწყვიტა ახლა არ გაჰყოლოდა. მერე კი ჩანთან სახლში მიაკითხავდა.

********

კარზე ზარია.

ჩანი ადგა და კარისკენ წავიდა. გააღო და იქ ლიქსი დახვდა.

-ვაუ ლიქს, შემოდი - სახლში შეიპატიჟა ლიქსი.

-ჩან ჰიონ. რაღაც მინდა გთხოვო - თქვა ლიქსმა და დივანზე ჩამოჯდა.

-რაც გინდა მთხოვე - თქვა ჩანმა და ლიქსის წინ, სავარძელზე დაჯდა.

-შეიძლება რამდენიმე დღე შენთან დავრჩე? - უთხრა სევდიანი ტონით.

-რა? რატომ? ხომ კარგად ხარ? - ანერვიულდა ჩანი.

-ჰიუნჯინმა.... მან მიყვირა - თქვა ლიქსმა.

-რატომ გიყვირა? - ჰკითხა ჩანმა რომელიც ახლა გაკვირვებული უყურებდა ლიქსს.

-მის ფოტოზე კომენტარებს ვკითხულობდი და ვიღაც მინას კომენტარი წავიკითხე თუ როგორ მიმართავდა ჰიუს "პატარა"-თი ჰიუ კი მას "პრინცესა"-თი მიმართავდა. - თქვა ლიქსმა და რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა.

-ვაიმე ჩემი პატარა ბიჭი ეჭვიანობს. იცი მაინც ვისზე ეჭვიანობ? - გაიცინა ჩანმა და ატირებული ლიქსი მიიხუტა.

-ვისზე? - თავი აწია ლიქსმა და ცრემლიანი თვალებით შეხედა ჩანს.

-მინა... ის ჰიუნჯინის უფროსი დაა. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. 3 წელი ამერიკაში იყო. გუშინ ჩამოვიდა. - თქვა ჩანმა და თან ლიქსის სირცხვილისგან აწითლებულ სახეზე ეცინებოდა.

-რა სულელი ვარ! - თქვა ლიქსმა და სირცხვილისგან აწითლებული სახე ისევ ჩანის ხელებში ჩამალა. ჩანი კი იცინოდა.

-ახლა ჰიუსთან წავალ და ვაზღვევინებ ჩემს პატარასთან ტონი რომ აუწია - თქვა ჩანმა და ლიქსს ლოყები დაუწელა.

-აუუჩ! ჩან ჰიონ მეტკინა - ამიოწუწუნა ლიქსმა და ხელებით ლოყების დაზელა დაიწყო.

-კარგი კარგი მე წავალ. შენ აქ დარჩი. ჰიუსაც აქ მოვიყვან - თქვა ჩანმა და გასასვლელისკენ წავიდა.

-ისიც უნდა უთხრა? - ჰკითხა ლიქსმა.

-ხო. ვფიქრობ უნდა იცოდეს. - თქვა ჩანმა.

-კარგი.
______________________

524

Instagram /hyunlix\Where stories live. Discover now