თავი 2

236 18 91
                                    

-ყველაზე მნიშვნელოვანი დაგავიწყდა!-ანუკი ნახაზზე მითითებს-არასწორედაა გაკეთებული! მატი, რამე გჭირს? ძალიან ელემენტარულია და დიდი ალბათობით რაღაც გჭირს როცა ასეთ რამეს არ აკვირდები.

-არა უბრალოდ ერთი თვე რჩება და ყველაფერი მორჩება..-დასევდიანებულს სახე გამიბედნიერდა-ვაიმე-უეცარდ წამოვიკივლე..

-რა?-დაფეთებულებმა ამომხედეს ელენემ და ანუკიმ

-გოგოლაძე ჩემი ცხოვრებიდან წავა! აღარ ვნახავ!!-ცეკვა დავიწყე ჩემებურად, კი მეც მიკვირდა ჩემი ხასიათის ასეთი ცვლილების გამო, ცეკვის დროს თვალები მიმხეუჭა და თავი რაღაცას მივარტყი ბოლოს რაზეც მაია შემოვარდა

-ახხ მარიტა! მერამდენედ? ჩამოიღე ეგ რაღაც თორემ მე მოვხსნი და გადავაგდებ!-უცოდველად გავხედე, თავი გააქნია და რაღაც ჩაიბურტყუნა

-კარგი რა ბებო-თავზე ხელი მოვისვი და ისევ გოგოებთან დავჯექი რომლებიც იბჟირებოდნენ

-გოგოჩკებო შევწვი კარტოფილი ხომ შეჭამთ?-უკვე სუნი მცემდა-არ მკითხო მარიტა, გავაკეთე სალათაც! და ხო მჟავეც მოგიტანა ნაზიმ..-პირველი ადელინა წამოხტა და ქალს ძლიერად მოეხვია მე და ელენეც მას მივყევით მერე, მერე რა რო კუჭის მონა ვარ და კიტრის მწნილს ვაღმერთებ..

ვერ ვხვდებოდი თბილისში როგორ უნდა წავსულიყავი და აქ როგორ უნდა დამეტოვებინე ჩემი სიყვარული ქალი!

* * *

ყურსასმენებს ვიძრობ და ჩემს სკამზე ვეშვები დრო შევამოწმე, ზარს ჯერ კიდევ 5 წუთი ეკლო, ელენე დღევანდელ დღეს იმის გამო აცდენდა რომ გუშინ ქართულის ესეს დაწერა დაავიწყდა, რომელიც, დღეს რეპეტიტორთან უნდა მიეტანა, ასე რომ, დილიდან, მაგას აკლავს თავს. არ ცალია ქალბატონს სკოლისთვის დღეს.

ჩემი ნახაზების ფურცლები ამოვიღე და ხელით სწორი ხაზი გავავლე ჩემებურად სახლების ხატვა დავიწყე, კი შეიძლება ბევრს გაგიკვირდეთ მაგრამ არქიტექტურა მიზიდავს იმის და მიუხედავად რომ მათემატიკა ჩემი ძლიერი მხარე არ არის მინდა ინტერიერის ან ლანდშაფტის დიზაინაზე ვაბარო, ვერ ვხვდები კლასში როგორ შემოდის ლელა, ლელა ბიოლოგიის მასწავლებელია

„ უსახელო გრძნობა "Where stories live. Discover now