ვაჩეს.

რომელიც შესაძლოა ჩემი დახრჩობის მიზეზი ყოფილიყო, როცა დავინახე წამოვფრინდი და წინ დავუდექი რაღაცის თქმას ცდილობდა, თვალებში ეტყობოდა სინანული მაგრამ რა სინანული? ვიხრჩობოდი და არც კი გაუნძრევია ხელი, სირი! სინანული არა ჩემი ფეხები, მძულს!

-მარიტა..

-არც კი გაბედო, შურისძიება არა?-მასთან მივედი ახლოს და რაც შემეძლო ძლიერად გავარტყი, მხოლოდ ერთხელ არა.
ხოლო ახლაღა ვიგრძენი მენთოლის მძაფრი სუნი ჩემს ტანზე სველ კაბას მისი მოსაცმელი ფარავდა-მეზიზღები გოგოლაძევ!-მისი მოსაცმელიც მას ვესროლე და ღრიალ გინებით იქედან გამოვვარდი.

როგორ ეტყოდა ვინმეს გოგომ და თან მარიტამო იმხელა დამარტყაო სისხლი წამსკდა ცხვირიდანო, ანიუუ უბრალოდ “თავმოყვარეობის” ამბავიაა
ჩემმა გადანრჩენელმა ელენემ ჩემს გვერდით სკამი დაიკავა და მოთავსდა

-როგორ ხარ აბა?-მეკითხება და სულს ითქვამს, შემდეგ კი წინ მჯდომ 'ლუზერს' უმზერს ეს ლუზერი მისი ბავშვობის როგორ მან ამბობს მისი ბავშვობის პირველი "მოწონება" გახლდათ, ახლა მტრობს მას, ის სანდრო ახვლედიანი გახლავთ, იგი, როგორც ხვდებით ბლატნოი ტიპების სასტავში გადის, მაგრამ შედარებით წყნარი და თავაზიანია მაგრამ არა ელენეს მიმართ, გოგოების სიმპათია გახლავთ, ასე რომ არ ცდებით თუ ფიქრობთ რომ ის ვაჩეს საუკეთესო მეგობარია.

-როგორ ვიქნები? დღეს რაღაც ვაკანსიაზე უნდა გავიდე ჯავახიშვილხე ქუჩაზე-ვთქვი და ჩანთიდან ლიტერატურის რვეული და ჩემი ახალ დაწყებული წიგნი ამოვიღე “სიამაყე და ცრურწმენა” რვეული ელენეს მივაწოდე ხოლო მე კითხვა დავიწყე სანამ ქოთქოთით მანანა შემოვიდოდა და იტყოდა „ტყიურნო მრავალნო, ვინც გაკვეთილზე სიმშვიდეს ვერ ჰპოვებთ შეგიძლიათ რომ ახლავე გარეთ გაბუნძულდეთო” შემდეგ კი გაკვეთილზე გადადის, მხოლოდ მაშინ როცა მისი ისტორიების მოყოლას დაასრულებს.
ელენე ჩემი რვეულიდან “შუშანიკის წამების” ესე-ს დასკვნას კითხულობდა რომ რაღაც მრავალფეროვანი ელფერი შეემატებინა მისი ესესთვის, მე ჩემს გუშინდელ ღამეზე დავიწყე ლაპარაკი, როდესაც, მე შემთხვევით მუზის დაბრუნების გამო ჩემს მოთხრობას ახალი პერსონაჟები შევმატე შუა ლაპარაკში უწმინდური არსების ყვირილის ხმა გავიგე. ოხხ ნერვები..

„ უსახელო გრძნობა "Where stories live. Discover now