პაემანი ნაწილი 2

Start from the beginning
                                    

 მისი ნაკვთების შესწავლა თავიდან დავიწყე, ეს არ მღლიდა და არც არასდროს დამღლიდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 მისი ნაკვთების შესწავლა თავიდან დავიწყე, ეს არ მღლიდა და არც არასდროს დამღლიდა. იდეალური პროფილი ჰქონდა, ყინულისფერი თვალები და შავი გრძელი წამწამები, ლამაზი სწორი ცხვირი, მსხვილი ტუჩები რომლებიც ასე ძალიან მიყვარს და გამოყვანილი ყბა, ეს ყველაფერი მას იმაზე იდეალურს ხდიდა ვიდრე იყო. 

- პატარავ მომწონს რომ მაკვირდები - და აი ისიც გამაწყვეტინა მისით ტკბობა. 

- ანდრია სად მივდივართ? - დავაიგნორე და თემის შეცვლა ვცადე, არ მინდოდა დამცინავი კომენტარი გაეკეთებინა რომელიც ჩემს აწითლებას გამოიწვევდა.

- სიურპრიზია .

- კაი რა, გთხოვ, მაინტერესებს -  დავინტრიგდი.

- რაოდენ ძალიანაც არ უნდა მსიამოვნებდეს როგორ მთხოვ არ გეტყვი, შენი ლამაზი თვალებით ნახავ -  თვალი ჩამიკრა. ხმა აღარ ამომიღია აზრი არ ჰქონდა, კი ჯიუტი ვარ მაგრამ ანდრია ჩემზე ორმაგად ჯიუტია. ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ უცებ მანქანა გააჩერა. გადასვლას ვაპირებდი მაგრამ შემაჩერა და ჯიბიდან რაღაც ამოაძვრინა. ნაჭერი...

- პატარავ თვალებზე აიხვიე - დაბნეული შევხედე მაგრამ თვალები ავიხვიე, ვიგრძენი რომ ანდრია მომიახლოვდა, უფროდ მჭიდროდ ამიხვია თვალები და შეამოწმა შემეძლო თუ არა დანახვა.

- ანდრია ვერაფერს ვხედავ ნუ ღელავ - ჩავიღიმე

- უბრალოდ ვრწმუნდები პატარავ - მიყვარს ამას რომ მეძახის.

- ახლავე მოვალ, არ გაინძრე - გამაფრთხილა, თავი დავუქნიე. გავიგე თუ როგორ გაიღო მანქანის კარი და წამებშივე დაიხურა. არ მიყვარს სურპრიზები, სავარძელზე ცქმუტვა დავიწყე რა დროსაც ჩემი მხრიდან მანქანის კარი გაიღო.

წარსულმა მომავალში შემოაბიჯაWhere stories live. Discover now