საიდუმლო გამჟღავნდა

700 23 0
                                    

-მგონი ვიცი სადაცაა
-ძალიან კარგი წავედით და კიდევ ის ჯაშუში იპოვეთ. შენობიდა გაღიმებული გავედი და ჯეონს გავყევი.

დანიშნულების ადგილზე სწრაფად მივედით მაგრამ იქ მხოლოდ არეულობა დაგვხვდა, მეხანძრეები, პოლიცია, მოსახლეობა ყველა ერთმანეთში ირეოდა. მალევე გავარკვიეთ რომ გაზგაჟონვის გამო სახლში ხანძარი გაჩნდა და რომ იქ მცხოვრები გადარჩა. მალევე წავედით მის სანახავად მაგამ იქ მოლოდ ხანში შეხული მამაკაცი დაგვხვდა, ცოტა გავესაუბრეთ მაგრამ რაც გვინდოდა ვერ მივიღეთ. კაცთან მხოლოდ მისი მეუღლე ცხოვრობდა სანამ გარდაიცვლებოდა შვილები კი დიდი ხანია არ უნახავს. ადგილიდან ისე წამოვედით ყველას ყურადღება ჩვენზე იყო, უფრო კონკრეტულად კი ჩემზე. (ზედმეტად გაბრაზდა) შტაბში მისულსაც არასასიამოვნო პასუხები დამხვდა, იქ მყოფნი მორიგეობით გადიოდნენ გარეთ პროდუქტის მოსამარაგებლად და ონლაინ კონტაქტიც მხოლოდ ოჯახთან ჰქონდათ. მალე ალბთ იქაურობას დავამდვრევდი როდესაც ჯიმინის მომცინარი ხმა მომესმა

-ვოუ ვოუ ვოუ როგორც ჩანს გამოჩნდა, არ გინდა ნახო?
-რა გამოჩნდა? ან აქ როდის მოხვედი?
-ნახავ თუ არა?

ჯიმინს ტელეფონი გამოვართვი და მისი მონაწერი დამხვდა

SMS

-ვიცი ჩემი ინფორმაცია სწორია მაგრამ ხომ ვერ დამიდასტურებთ?
-ამოღერღე
-ნუ აგრესიულობთ ბატონო კიმ და ამდენი ნერვიულობაც არაა საჭირო მალე დაბერდებით
-იტყვი რაც გაინტერესებს???
-ეჰჰ კარგი კარგი. პაკ ნინეს ეძებთ არა?
-და მერე რა? იტყვი სადაც ხარ?
-რაში გჭირდებით?
ისევ დაიწყო, თუ ვიპოვე მოვკლავ
-ან მიპასუხეთ ან მივდივარ
-3
-2
-მოიცა, საქმე მამაშენს ეხება
-კონკრეტულად
-როცა შევხვდებით მაშინ გეტყვით
-კარგი ნახვამდი.
-და კიდევ ლამის დამავიწყდა, ალბათ ჯაშუშის ძებნა დაიწყე მაგრამ სულ ტყუილად, სწორედ შენ ხარ პირი ვისგანაც გავიგე. პკ

SMS დასასრული

-დამბლოკა და... სიცილს თუ გააგრძელებ მოკვდები
-კარგი კარგი... შენგან როგორ გაიგო?
-რომ ვიცოდე აქ არ ვიჯდებოდი
-იქნებ უკვე შეხვდი მაგრამ რადგან მის ფოტოებს ვერ ვპოულობთ და სახელიც შეცვლილი აქვს ვერ იცანი?
-არ ვიცი და ამაზე არავისთვის მითქვამს

გრძნობები მაფიაში? ✔️Kde žijí příběhy. Začni objevovat