დაახლოებით ნახევარი საათი ასე იყვნენ. ჰანმა ნელ-ნელა ტირილს მოუკლო, თუმცა მის მკლავებს არ შორდებოდა.

- შენც ასე ფიქრობ? - ჰანმა ხმა ამოიღო და მინჰოს ახედა. როცა მისი გაკვირვებული სახე დაინახა განაგრძო. - შენც ფიქრობ, რომ მე სიყვარული არ ვიცი?

- ასე არ ვფიქრობ.

- მაგრამ მე არ მყოლია მშობლები, რომლებიც მასწავლიდნენ რა არის სიყვარული. არც მათგან მიგრძვნია სითბო.. გგონია მათ ვგავარ?

- სიყვარული რომ იცოდე არ არის აუცილებელი რომ მშობლებმა გასწავლონ ჰან. ეს თავისით მოდის. შეხედე შენს თავს, ყველაზე ზრუნავ, განიცდი.. გგონია ეს სიყვარული არ არის? როგორ გაიფიქრე ის, რომ შენს მშობლებს გავხარ?

- ჰიუნჯინმა მითხრა, რომ მე ვერასდროს გავიგებდი რას გრძნობდა ის. რადგან არ ვიცი რა არის სიყვარული.. ის მართალია მინჰო.

- არ არის მართალი. ხომ იცი რომ რეალურად მაგას არ ფიქრობს არა? უბრალოდ ანერვიულებული იყო.. ახლა კი ძალიან ნანობს.- ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია ჰანს. მინჰო ოდნავ მოშორდა მას, მის წინ კარგად მოკალათდა და მის ცრემლიან, ჩაწითლებულ თვალებს შეხედა.

- შემიძლია დაგიმტკიცო.

- რ..რა? - გაკვირვებულმა შეხედა მინჰოს.

- შემიძლია დაგიმტკიცო რომ შენს მშობლეს არ გავხარ და მათთან საერთო არაფერი გაქვს.

- როგორ?

- მიპასუხე, როცა ჰიუნჯინი შემოვიდა სახლში ატირებული, რა რეაქცია გქონდა? ასე უბრალოდ მიატოვე ატირებული და ოთახში დაბრუნდი?

- ა..რა მისი დაწყნარება ვცადე.

- რა იგრძენი?

- არ მომწობდა ასეთს რო ვუყურებდი.. მინდოდა რომ აღარ ეტირა.

- შენც განიცდიდი მასთან ერთად, არა? - თავი დაუქნია. - ხედავ? შენ ზრუნავდი მასზე. ახლა მითხარი, რას გრძნობ ჩემს მიმართ? - ჰანი მოულოდნელობისგან შეხტა და თვალი აარიდა. - შემიძლია მე გითხრა, რას ვგრძნობ შენს მიმართ.

Backup Dancer [Minsung]Where stories live. Discover now