-გგონია ამ აზრამდე მისვლა ჩემთვის მარტივი იყო? შენ და მატეო ჩემი ოჯახი ხართ. მთელი თვე ვფიქრობდი. გამოსავალს ვეძებდი. არ ვიცოდი შენთვის, როგორ მეთვა. თავიდან მეშინოდა, რომ მისი  სიცოცხლის შესახებ, როგორც კი გაიგებდი ჩემზე უარს იტყოდი, მაგრამ შემდეგ ამ აზრს შევეგუე. გარდაუვალ დასასრულთან შეგუება დავიწყე. დაიანი შენი დაუვიწყარი სიყვარული იყო. ამას შენი გაცნობისას ყოველ ნაბიჯზე ვხედავდი. ის თუ, როგორ ცდილობდი ჩემში ის დაგენახა... რიუ, დაიანი ის ქალი იყო ვინც შვიდი წლის მანძილზე გონებიდან ვერ ამოიგდე. მასთან მე შანსი არ მქონდა ამიტომ...

-მართალი ხარ._ მოულოდნელმა მტკიცე თანხმობამ წამით გული შემიკუმშა.

არ ველოდი, რომ საუბარს თანხმობით შემაწყვეტინებდა, მაგრამ ჩემი ფიქრების დადასტურების მიუხედავად მისი ხელები არ მომშორებია.

-აქამდე ვინმეს რომ ეთქვა, საშუალება მომეცემოდა დაიანთან ცხოვრება გამეგრძელებინა, ამას დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. ფიქრის გარეშე ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ის კიდევ ერთხელ დამენახა და ის მეგრძნო, რაც ასე მენატრებოდა, მაგრამ ასე აღარაა გრეის. თავადაც არ ვიცი ამდენი წლის შემდეგ ასე უეცრად რა შეიცვალა, მაგრამ როდესაც დღეს დავინახე არც სინანული, არც მონატრება და  არც ის მიგრძვნია რომ მასთან დაბრუნების ახალი შანსი გამომიჩნდა. საერთოდ არაფერა ვგრძნობდი, მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვი. როდესაც დავინახე, როგორ მტოვებდი ეს ყველაფერი ერთიანად ვიგრძენი. ვიგრძენი რომ ჩემი უმოქმედობით იმ ქალს ვაძლევდი წასვლის უფლებას, რომელიც გვერდით ჰაერივით მჭირდებოდა. გგონია მასთან დაბრუნება ჩემთვის შვება იქნებოდა? მას არასდროს ვჭირდებოდით. არც მე და არც მატეო. არ უნდა დაგვტოვო გრეის. დაიანი შეიძლება ჩემი ყოფილი ცოლი და მატეოს ბიოლოგიური მშობელია, მაგრამ ის დედამისი არასდროს ყოფილა. არასდროს ყოფილა ქალი, რომელიც უნდა მყვარებოდა. ის შენნაირი არასდროს ყოფილა და ამიტომ არ მინდა შენც მარტივად გაგიშვა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now