- გამოგვიჭირეს, სერიოზულ შარში ვართ. - წამოდგა, შუშის კარადიდან ვისკი გამოიღო და ორი ჭიქაც წამოაყოლა.

- უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.- სახე ხელებში ჩავრგე.

- მაგრამ....მაგრამ ვინ დაუჯერებს თინეიჯერს, რომელიც ლექტორის დანახვაზეც კი სველდება? - მკვლელი მზერა ვსტყორცნე - ეგრე ნუ მიყურებ, ჩემი თავი არ მიგულისხმია. - თვალები აატრიალა და ვისკი დაასხა.

- რაიცი, იქნებ დაუჯერონ?!

- უნდა გავაჩუმოთ. - ჭიქა გამომიწოდა, მეც გამოვართვი და ერთიანად გამოვცალე.

- როგორ?

- ფულით.- კმაყოფილმა ჩაიცინა და კიდევ ჩამომისხა.

- ჩემს დათვრობას აპირებ? - გამომცდელი მზერით შევხედე და ისევ გამოვცალე.

- ცუდი იდეა არ არის.- სმირკი აიკრა.

მაგიდაზე უადგილოდ დადებულ სათვალეს გავხედე, შემდეგ ავიღე და მისი კარგად შეთვალიერება დავიწყე.

- რა საჭიროა ეს გეკეთოს ლექციაზე? - როგორც ჩანს სასმელი მომეკიდა და უფრო მეტი გამბედაობა მომცა.

- და რატომაც არა? - ეშმაკურად ჩაიცინა.

- ნუ მეთამაშები ჯეონ, ხომ იცი, რომ დამარცხდები. - სათვალე მაგიდაზე დავაბრუნე.

- სათვალეს მხოლოდ იმიტომ ვიკეთებ,რომ ვიცი როგორც ვიმოქმედებ შენზე... ჩათვალე გამოწვევაა. - ფეხზე წამოდგა, მაგიდას მიუჯდა და ისევ სათვალე გაიკეთა.

- გამოწვევა მიღებულია.

ფეხზე წამოვდექი, ის-ის იყო უნდა გავსულიყავი, როცა ევას ნათქვამი გამახსენდა.

- ჯონგუქ, - მისკენ მთელი ტანით შევტრიალდი. - ევას პარკში როდის წაიყვან? ბავშვს ეწყინა, დაპირდი წაგიყვანო და ჯერ კიდევ არ შეგისრულებია პირობა.

- აჰ...დღეს უნდა წამეყვანა. - სავარძელზე გადაწვა.

- ხვალაც თუ არ წაიყვან, პირადად ვიზრუნებ, რომ ერთი შვილის მეტი არ გვყავდეს! - კმაყოფილმა ჩავიცინე და კაბინეტი დავტოვე.
( ანუ რა იგულისხმა ხომ მიხვდით...)
                 
                                         ***
- ადექიით! გათენდაა! დეე! მამიკო!-დილით მესმის ევას ხმა, ქალბატონი საწოლზე ამომძვრალიყო,ჩვენს ზემოდან დახტოდა და ცდილობდა გავეღვიძებინეთ.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now