ლექტორი ( სეზონი 2)

Start from the beginning
                                    

- ხომ იცი, ეს მათ არ უნდა გაიგონ.-სახე დაასერიოზულა და შემომხედა.

- ჰო, ვიცი.- თვალი ავარიდე.

- იმედი მაქვს გაკვეთილი კარგად ისწავლე, თუ არადა  სასჯელს მიიღებ.-ეშმაკურად ჩაიცინა.- ძალიან მოდუნებული ხარ, სხვადასხვა აქტივობებს უნდა შეუერთდე და საკუთარი თავი წარმოაჩინო, თორემ თუ ასე გააგრძელებ კარგ შედეგს ვერ დადებ.

და აი დაბრუნდა  ლექტორის ამპულაში.

- ჰო, გავიგე.- თვალები ავატრიალე, რადგან ამას უკვე ათასმეხუთაჯერ მიხსნის.

- ეს წელიც და ცნობილი არქიტექტორი იქნები.- გამეკრიჭა.

- ღმერთო, ლექციები...როგორ მეზარება.- თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავაგდე.

- ჰმ...ყელი ზედმეტად თეთრი გაქვს, არაუშავს გამოვასწორებთ.- სმირკი აიკრა.

ათი წუთი ვმგაზრობდით და ბოლოს მივაღწიეთ უნივერსიტეტის ჭიშკარს.
მანქანიდან გადმოვედი და ფეხით შევედი უნივერსიტეტში, რადგან არაფერი ეეჭვათ ჩემზე და ჯონგუქზე მათ.

ეს ნამდვილად გამაღიზიანებელია, მალავდე საკუთარ ქმარს და ხალხს  აჩვენებდე თითქოსდა არაფერი არ ხართ შენ და ჯონგუქი ერთმანეთისთვის.

და აი გამოჩნდა უნივერსიტეტის ყველაზე სახელგანთქმული ძუკნა.
უნივერსიტეტში ბიჭი არ დაიარება,რომელზეც ფეხები არ გადაუშლია. ამაზრზენია. ( ჯონგუქს გადაუშლის და სამუდამოდ დაკარგავს წელს ქვემოთ შეგრძნებას)

- ოჰოო ლიზა, რაღაც კარგ განწყობაზე ხარ. - თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და ბინძური ღიმილი აიკრა.

- კი, და ნამდვილად არ მსურს მისი გაფუჭება.- სმირკი ავიკარი.

- რამდენი რაუნდი იყო?- ისევ ისეთი სახით მიყურებდა.

- რა? რას გულისხმობ?- თვალები ლამის გადმომცვივდა.

- ნუ თვალთმაქცობ, ყველამ ვიცით რა ძუკნაც ხარ.- ამაზრზენად გადაიხარხარა.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now