როგორ უნდა მეშველა?

გარდაუვალის მოსასმენად უნდა შემემზადებინა? უნდა მეთქვა რომ მისი წარსული მხრებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მწარედ დაანარცხებდა და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო?

-გრეის, რა მოხდა?_იმ წამს, როგორც კი ლოყაზე, გამოპარული მხურვალე ცრემლის ჩამოგორება ვიგძენი, რიუ ახალი კითხვით ჩემ წინ გაჩნდა და ლამაზი თითებით ცრლი ისე მომაშორა, თითქოს ამით იმ გძნობებსაც თან წაიღებდა, რომლებსაც მთელი არსებით ვებრძოდი.

-არაფერია, მე უბრალოდ..._მის მოსატყუებლად ხმის გამტკიცება და კვლავ ძლიერ გრეისად ქცევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.

მისი სიახლოვე საშუალებას არ მაძლევდა კვლავ ძლიერი ვყოფილიყავი. იმის ფიქრი, რომ მალე მათაც დავკარგავდი უფლებას აღარ მაძლევდა გავმტიცებულიყავი.

-არ შემიძლია._მისი ხელების ჩემ გარშემო მოხვევის თანავე უღონოდ ამოვილუღლუღე და თავს უფლება პირველად მივეცი მის თვალწინ გავმტყდარიყავი.

რიუს მკერდზე აკრულმა, ბოლო წუთებად მიღებულ ალერსში, მათი დაკარგვის გამოსაგლოვებლად ქვითინი ავტეხე და გავლენიან ხელებს მთელი ძალით ისე ჩავეჭიდე, თითქოს ამით მას ჩემგან წასვლას გადავაფირებინებდი.

-პატარავ, ასეთი რა მოხდა?_ჩემი მსავს მდგომარეობაში დანახვით დანაღვლიანებულმა რიუმ მკერდზე უფრო ძლიერად მიმიკრა და ფაფუკი ტუჩები თავზე მომაკრა.

-ეს..._არ შემეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისთვის ყველაფრის ახლა ახსნა უფრო კარგი იქნებოდა, არ შემეძლო საკუთარი თავისთვის ის მცირედი დროც წამერთმია, რომელიც დარჩენილი მქონდა.

ვერ ვტყოდი.

-ეს ისევ შენ ოჯახს ეხება?_ჩემი უეცარი ხასიათის მიღმა მიზეზის ძებნით ჩაფიქრრბულმა, ყოყმანის შემდეგ იკითხა, მის სხეულს მომაშორა, ხელები ამჯერად სახეზე მომხვია და ისე დამაკვირდა, თითქოს ჩემი პასუხის რეალობაში დასარწმუნებლად სრულ მზადყოფნაში იყო.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now