თავი 36

Começar do início
                                    

ქორწინების შემოთავაზება ხუმრობა არ იყო. მე და რიუს ის ურთიერთობა არ გვქონდა რომ მატეოსთვის დაწყებული თამაში მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო.

ადრე თუ გვიან, რიუ ფრედერიკის ამპარტავნულ განზრახვებზე გაიმარჯვებდა, მატეოს ჩემი გვერდით ყოფნის გარეშეც დაიტოვებდა და მეც განქორწინებული ქალის სტატუსით, იმ დამშეულ ჟურნალისტებთან თვალის გასწორება მომიწევდა, რომლებიც ჩემგან დანების შერყეული ცხოვრების დეტალებით იყვნენ დაინტერესებული.

-რიუ ეს ძალიან ბევრია._რისკებით ტვინ გამოჭედილმა უკმაყოფილოდ შევიცხადე და ჩემი უკან დახევით გულბნატკენ რიუს გავხედე.

-გრეის, ვიცი. ვიცი ბევრს ვითხოვ, მაგრამ მატეოს დასატოვებლად სხვა გზა არ არსებობს. ჟურნალისტებმა იციან რომ მისი მარტოხელა დედა ხარ. ახლა, როდესაც უკვე იციან რომ მისი მამა მე ვარ ჭორების ახალი ტალღა წამოვა გრეის. ჩვენზე წერას ისედაც დაიწყებენ. არც კი ვიცი ამ ამბავს რამხელა კუდს მოაბამენ და ამით მატეოს, როგორ მოსდებენ ჩირქს. ვიცი ჩემი შემოთავაზება შენთვის რთული მისაღებია, მაგრამ...

-ეს ყველაფერი ისე რატომ ჟღერს, თითქოს უკვე ყველაფერი ნაფიქრი გქონდა?_საუბრის დაწყებასთან ერთად გარკვეული მოგონებების გახსენებამ რიუს მიმართ ეჭვები დიდი ხნის შემდეგ პირველად გამიჩინა.

გამახსენდა აგარაკზე ყოფნისას ჩემი დახმარება მატეოს აქ მოსაყვანად, როგორ ითხოვა. მაშინ თვალდახუჭული მივენდე. მატეოს მომავალზე ორიენტირებული ვიყავი და იმის კითხვაც  არ გამჩენია, თუ რას იზავდა ჟურნალისტებთან ჩემი და მატეოს გამოჩენის შემდეგ.

რა უნდა მეფიქრა, რომ აღმოჩენილიყო ამ ყველაფერს უკვე დიდხანს გეგმავდა?

ახალი ეჭვებით შებოჭილი, დაგვიანებული პასუხის გამო უფრო დავიძაბე.

ყოველი ჩუმად გავლილი წამი, ჩემ გონებას იმ აზრზე უფრო მყარად აყენებდა, რომ რიუ დანი მთელი ამ დროის მანძილზე მის სასიკეთოდ ჩემ გამოყენებას ცდილობდა.

 შეინახე დანის საიდუმლოOnde histórias criam vida. Descubra agora