01

4K 115 65
                                    

სამზარეულოდან ტელეფონის ხმამაღალი ხმა მესმის. ჯერ ვკრთები, ცოტახანი ველოდები იქნებ სხვამ უპასუხოს, როცა ზარი არ წყდება ჩემს თოჯინას სავარძელზე ვდებ და ოთახისკენ გავრბივარ.

- გისმენთ.- ვპასუხობ მკრთალი და ოდნავ შეშინებული ხმით, ტელეფონს მიღმა მალევე მესმის ახალგაზრდა ქალის ხმა.

- გამარჯობა, უფროსები არ არიან სახლში?- ეგრევე ვხვდები მის დაძაბულ ტონს. გული ცუდად მიწყებს ძგერას, ისედაც ანერვიულებული კიდევ უფრო მემატება.

- მარტო დეიდა ელენაა. დედიკო და მამიკო აქ არ არიან.- ხმის კანკალით ძლივს ვაბამ ერთმანეთზე სიტყვებს.

- შეგიძლია რომ დეიდა ელენას დაუძახო?- ისევ მსგავსი ტონი. ნეტავ რა ხდება?

- დიახ.- მეც მალევე გავდივარ მისაღებ ოთახში რომ დეიდა ელენას დავუძახო.

- დეიდა ელენა, დეიდა ელენა!

- ენი, ჩემო საყვარელო რამე ხომ არ მოხდა? კარგად ხარ?-ეგრევე ანერვიულდა დეიდა.

- კი უბრალოდ, ტელეფონზე დარეკეს, ვიღაც გოგო იყო და უფროსს დაუძახეო.

დეიდაც მალევე გადის სამზარეულოში, მე კი ისევ ჩემს ოთახში შევდივარ და თოჯინებით თამაშს ვაგრძელებ.

ადავწყვიტე რომ დედა, მამა და ჩემი თავი დამეხატა, როცა პარკში ერთად ვისერნებდით და ძალიან გავერთობოდით, შემდეგ კი ვანახებდი.

ასე ვხატავდი როცა დეიდა ელენას ნამტირალევი ხმა გავიგე.

- ენიი.- ის სამზარეულოდან მეძახდა.

- ხო დეიდა ელენა, რა მოხდა? რატომ ტირი?- მასთან ერთად მეც მომინდა, რომ მეტირა. გულში ტკივილს ვგრაზნობდი რადგან ჩემთვის საყვარელი ადამიანი ასე განიცდიდა რაღაცას.

- იცი შენი დედიკო და მამიკო სხვაგან წავიდნენ, ძალიან შორს და დიდიხანი ვერ შეძლებენ დაბრუნებას.

🔞უსასრულო ტანჯვა🔞| J.Jk Where stories live. Discover now