მხოლოდ მის შიშველ სხეულზე ორიენტირებულმა, ჩემი შეთხელებული ტანსაცმელი მხოლოდ მისი მითითების შემდეგ შევნიშნე და ლოგინზე დენდარტყმულივით კიდევ ერთხელ წამოვჯექი.

დაძინებამდე არსებული მოგონებებიდან, მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ბოლო ჩახუტებისას ორივე ჩვენგანს ტანსაცმელი სრულად გვეცვა. ამიტომ ვერ ვიგებდი ღამემ ისეთი რა შეცვალა, რომ ახლა ერთმანეთის წინ ორივენი ნახევრად შიშვლები ვისხედით.

-რიუ, თუ შენ...
-არა, გრეის. შვიდი წლის შემდეგ შენ პირველი იყავი ვისაც ვაკოცე. გგონია იმდენად თამამი ვარ ძილში რამე გამეკეთებინა?_ჩემი დასკვნებით გახალისებულმა საუბარი არ დამაცადა და ჩემი ხელის დაქაჩვით მის მკერდზე უკვე მეორედ დამაბრუნა.

-ამ ყველაფრის საიდუმლო თუ გაინტერესებს მშვიდად აგიხსნი. ზედმეტად მხურვალე სხეული გაქვს, გარეთ კი ნელ-ნელა ამინდი თბება. ჩახუტებული ძილის და თბილი საბნის წყალობით ორივეს დაგვცხა. ნუ ნერვიულობ მაისური თვითონ გაიხადე. მე კი შენი სიახლოვის დამსახურებით მხოლოდ პერანგის გახსნა მოვახერხე._ჯერ ისევ თვალებ დახუჭულმა ღამის თავგადასავალი მშვიდათ ამიხსნა და ჩემკენ გადმოტრიალების შემდეგ გრძელი წამწამები ერთმანეთს საბოლოოდ დააშორა.

-მითხარი რომ ოცდარვა წლის მანძილზე მხოლოდ ერთ კაცს ხვდებოდი. მეგონა ჩემი ჩვევით შეგაწუხბდი, მაგრამ ამის ნაცვლად შევიწროვებული თვითონ დავრჩი._ჩემ გასახალისებლად ჩაიცინა და შუბლი შუბლზე მომაბჯინა.

-მართალია, მაგრამ ჩემ ლოგინში ის კაცი ერთადერთი არ ყოფილა._მაცდურად ჩავილაპარაკე და ტუჩები მისი გაოცებული გამომეტყველებისგან სიცილის შესაკავებლად მოვკუმე.

-ანუ?
-მატეო უკვე კვირებია ლოგინში ჩემ  შევიწროვებას განაგრძობს. შენ გგავს. სულ რომ სამეფო ლოგინი დაუთმო მაინც იპოვის ადამიანს, რომელსაც ზედ უნდა ააცოცდეს.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now