მამის ჯერ კიდევ შეუჩვეველმა თამაშმა მატეო ააკისკისა და ჩვენც საპასუხისმგებლო შეხვედრა წამიერად გონებიდან ამოგვიგდო.

კომპანიაში საიმედო შესასვლელიდან შეღწევის თანავე დიდ დერეფანში რაფაელი შემოგვეგება და მატეო ჩემთვის ხელის შესაწყობად გადაიბარა.

გალერეის აღმოჩენის სტატუსით კომპანიაში მისულმა, ინტერვიუს დაწყებას დაახლოებით ნახევარი საათი ვუცადე.

რიუსთან განხილული საქმიანი დეტალების შემდეგ, კონფერენციის დარბაზში მასთან ერთად შევაბიჯე და სუნთქვა მაშინვე შევწყვიტე, როგორც კი კამერებისა და ფოტოაპარატების  ჩხაკუნის ყურის წამღები ხმები გავიგონე.

ჩვენთვის განკუთვნილ მაგიდასთან მოკალათების თანავე წინ სკამებზე ჩამომჯდარი ჟურნალისტები ერთიანად აფუსფუსდნენ და კითხვებზე პასუხების მისაღებად გაემზადნენ.

ოცდარვა წლიანი ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრების შემდეგ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენა ჩემთვის დიდ მიღწევებთან ერთად,  დიდი სტრესის მომტანიც იყო.

შეკითხვების ის კატეგორია, რომლებიც ჩემ გაკიცხვასა და დამცირებას ემსახურებოდა სურვილს მიჩენდა დრო უკან დამებრუნებინა და რიუს შემოთავაზებაზე უარი თავის დროზევე მეთქვა.

ჩემ ნამუშევრებსა და სამომავლო გეგმებზე რამოდენიმე შეკითხვის გადაგორების შემეგ, ჩემსა და რიუს ამოუცნობი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ორივე ჩვენგანს მოგვიწია.

შეგრძნებას, რომელსაც რიუსთან პირადი ურთიერთობის უარყოფისას ვგრძნობდი სურვილს მიჩენდა ჩემი თავისთვის დამეცინა.

მიუხედავად იმისა, რომ დილით რიუს უფლება არ მივეცი ჩვენი კოცნისთვის სახელი მოეძებნა, იმის თქმა რომ ჩვენ შორის არაფერი იყო ყველაზე დიდ ტყუილად მიმაჩნდა.

რიუსთან შეთანხმებისამებრ, დასმულ შეკითხვებს დამაჯერებლად ვუპასუხეთ და კუთვნილი ადგილი შესაძლებლობის მოცემის თანავე მაშინვე დავტოვე.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now