თავი 29

Começar do início
                                    

-გაინტერესებდა რას გიმალავდი არა? ეჭვი მაქვს მამაჩემის კაბინეტის კარის მიხურვის წუთიდან ყველა შენ შეკითხვაზე პასუხს მიიღებ. ვერ დაგპირდები რომ თავს დამცირებულად არ იგრძნობ და ვიცი რომ უცხო ქალისგან ბევრს ვითხოვ, მაგრამ მინდა დამპირდე რომ რაც არ უნდა მოხდეს არ გაიქცევი და მატეოსთვის ბრძოლაში მარტო არ დამტოვებ._გამაოგნებელი სიმშვიდით ამიხსნა რიუმ და ფანჯარაში იქამდე გაიხედა სანამ მისი სიტყვების გააზრებას შევძლებდი.

ამდენი გაქცევის შემდეგ, მისი სიმშვიდე მაშინებდა.

რიუ, რომელსაც ვიცნობდი, კარგად დამალული საიდუმლოს შესანახად ხელს მკრავდა და შეძლებისდაგვარად ჩემგან შორს გაიქცეოდა, მაგრამ გარემოებები სრულიად სხვაგვარად ვითარდებოდა.

თითქოს გვერდით მჯდომს ფარხმალი საბოლოოდ დაეყარა და დიდი წინააღმდეგობით დაღლილი განაჩენს შეგუებოდა.

ფრედერიკ დანთან საუბარი ისეთს რას შეცვლიდა რომ შევეშინებინე და ჩემთვის მატეოს მიტოვება ეიძულებინა?

-მოვედით._დადუმებულს კვლავ რიუს მშვიდმა ხმამ შემახსენა თავი და სხეული გაუსაძლისი ღელვით ამივსო.

მანქანა რიუსთან ერთად უსიტყვოდ დავტოვე და დანების მორიგ სასახლეში ისე შევაბიჯე, მის აღმაფრთოვანებელ დიზაინზე წამითაც არ მიფიქრია.

რიუს თქმით დანების საიდუმლოში ბოლომდე ჩაძირვამდე მხოლოდ რამოდენიმე წუთიღა მრჩებოდა.
იმაზე ფიქრის თავი საერთოდ არ მქონდა თუ რამდენად მდიდრული სურნელი ტრიალებდა მაღალ თეთრ კედლებში.

დიდი დარბაზის გავლის შემდეგ, რიუ ერთ-ერთ კართან გაუბედავად შეჩერდა და დაძაბულმა წამით ისე შემათვალიერა, თითქოს მზად იყო აქედან ჩემთან ერთად გაქცეულიყო, ოღონდ მისი საიდუმლო არ გამეგო.

-შემოდით!_კაბინეტის კარის შეღების თანავე გაცემულმა ბრძანებამ სხეული დამიძაბა.

 შეინახე დანის საიდუმლოOnde histórias criam vida. Descubra agora