-უბრალოდ არ მინდა შეგცივდეთ და ჩემ გამო გაცივდეთ._სასწრაფოდ გავიმართლე თავი და ვცადე მისი სხეულისთვის თვალი ამერიდებინა.

-კარგი, ბატონო რიუ, სახვევი გაუკეთეთ ქალბატონ გრეისს და დავიწყოთ. _ახალი ბრძანება გასცა კამერებს მიღმა დარჩენილმა რეჟისორმა.

ჩვენი ფოტოებში დაჭერილი კადრები კითხვებს ჯერ კიდევ არაფრისგან აჩენდა. რა მოხდებოდა, როდესაც ეს ყველაფერი გახსნისას ჰოლოგრამის სახით საჯაროდ გავრცელდებოდა.

თვალებზე სრიალა ქსოვილის ასაფარებლად რიუს სხეული ჩემკენ ზედმეტი ყოყმანის გარეშე დაიძრა, მაგრამ სანამ მის გამოყვანილ მკერდს აკრძალული მანძილიდან დავინახავდი, ნაზმა მატერიამ გარემოს აღქმის შესაძლებლობა იქამდე დამიფარა.

მხედველობის დაქვეითების შემდეგ გამოღვიძებულ სხეულს, ზედმეტად ახლოს მდგომი ფიგურის აღსაქმელად მხოლოდ რამოდენიმე წამი დასჭირდა.

ჯერ კიდევ სახვევის გაბაფთვაზე ორიენტირებული რიუს გულმკერდს იმდენად ახლოს ვედექი, მისი კანიდან მომავალ სიმხურვალეს სახეზე ვგრძნობდი.

-კარგი, ვიწყებთ. გრეის ისე მოიქეცით, როგორც უშუალოდ ძერწვის დაწყებამდე მოიქცეოდეთ. ეცადეთ კარგად გადმოსცეთ თუ რას და როგორ აკვირდებით ძერწვის დაწყებამდე.

ახალი მითითებები საბოლოოდ მომცა რეჟისორმა და მყიფე ხმით გადამღებ ჯგუფს კამერების ჩართვა უბრძა.

რიუს სიახლოვეს დგომა და თავის მოჩვენება, რომ ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებდა, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.

-აქ ვარ გრეის._დადაბლებული ხმის ტემბრით  გადმომჩურჩულა რიუმ და ჩემი გაუბედავად წამოწეული ხელები მისაში ძლიერად მოიქცია.

სიბნელეში ჩაკარგული, უცხო შეხებას გაორმაგებულად ვგრძნობდი, ამიტომ მაჯებზე მოხვეული გძელი თითებიდან წამოსულ პულსაციას ზედმიწევნით შევიგრძნობდი.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now