რიუსთან საუბარი აღარ მინდოდა. აღარ მინდოდა კიდევ ერთხელ თავი დაღალატებულად და მოტყუებულად მეგრძნო.

მისი დანახვით მიღებულმა სტრესმა სხეული დამიჭიმა.

სამზარეულოს დახლთან, ჩემგან ზურგით ჩამომჯდარი დღის დასაწყებად კუთვნილ საუზმეს ჩუმად მიირთმევდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა.

ერთ ადგიზე შეჩერებულს  გამბედაობის მოსაკრეფად რამოდენიმე წუთი დამჭირდა.

ვიცოდი ჩემგან განსხვავებით ბატონი დანი საუბარს ისევ მოინდომებდა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.

მის მხედველობის არეალში მდუმარედ შეჭრილმა, მატეოს საუზმის მზადება იმის იმედით დავიწყე, რომ ჩემ საქმეს მისი გამბედაობის მოკრებამდე დავასრულებდი.

-გრეის._არასწორ დროს მოსმენილმა მომართვამ სუნთქვა შემიკრა.

გაურკვევლობაში ვიყავი. არ ვიცოდი რას მკითხავდა, ან რისი პასუხი შემეძლო.

არასწორად ვიქცეოდი, როდესაც ვითხოვდი ჩემ ქმედებებში გარდაცვლილი შეყვარებული არ დაენახა?

ჩვენ შორის ისეთი არაფერი იყო, რომ რამის თქმის ან მოთხოვნის უფლება მქონოდა.

-გრეის..._ფიქრებში გართულმა სიმინდის მარცვლებით სავსე ყუთი მაგიდაზე მაშინვე ხმაურიანად დავდე, როგორც კი ბატონი რიუს ხმა ჩემ ყურთან, მისი დიდი ხელები კი ჩემ წელზე ვიგრძენი.

ასე შეხების უფლება არ ჰქონდა!

-ბატონო რიუ, ამის უფლება არ გაქვთ!_მისკენ მიბრუნებულმა მტკიცედ განვუცხადე და სუნთქვა მაშინვე შევწყვიტე, როდესაც ბატონი დანის მძიმე საიდუმლოებისგან გამკაცრებული სახე ჩემთან შეუფერებლად ახლოს დავინახე.

-მაპატიე, უბრალოდ შენი ყურადღების მიქცევა მინდოდა._ თავი მაშინვე გაიმართლა და ხელები ჩემი წელიდან ჩემ უკან მოქცეულ დახლზე
დააწყო.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now